Categories
სტატიები

აიკიდო არ არსებობს შეტევის გარეშე

საიტო სენსეის მეთოდი უკეტაჩისგან მოითხოვს, რომ მან შომენით დაიწყოს შეტევა იჩი ნო ტაჩის პირველივე თვლაზე

ვიდეოში ჩანს, თუ რაოდენ რთულია იჩი ნო ტაჩის (1-ლი კუმიტაჩის) სავარჯიშოს პირველი ნაწილი:

უკეტაჩის შომენ უჩი მისი სხეულის გახსნას იწვევს და შესვლის საშუალებას აძლევს უჩიტაჩის, მაგრამ ამისათვის საჭიროა, რომ ეს შომენი არ იყოს მოჩვენებითი, რომ ის იმ მანძილზე მიუახლოვდეს, რომლითაც თავს მისწვდება. თუ უკეტაჩი არ უტევს მართლა თავის სამიზნეს, მაშინ უჩიტაჩის გიაკუ იოკომენის შესრულება შეუძლებელი ხდება და მას აზრი არა აქვს ასეთ კონტექსტში. უკეტაჩი უნდა მივიდეს დარტყმის მანძილზე:

როგორც კი უკეტაჩი საჭირო მანძილზე მიდის წინ უჩიტაჩისათვის შომენით დასარტყმელად, მისთვის შეუძლებელი ხდება ამ უკანასკნელის გიაკუ იოკომენის თავიდან აცილება, ზუსტად ისევე, როგორც შეუძლებელია წყალმა არ გაავსოს აუზი, როდესაც ონკანი ბოლომდეა გაღებული:

ამასთან, სწავლის საჭიროებისათვის გადაწყდა, რომ ხელოვნურად შეექმნათ ამის საპირისპირო ვითარება, ვუშვებთ, რომ უკეტაჩის შეუძლია „დაინახოს, როგორ მოდის“ უჩიტაჩის ჭრა და ერთგვარად „დაამუხრუჭოს“ თავისი შეტევა ბოლო მომენტში, რათა თავიდან აიცილოს in extremis ხმლის პირი, რომელიც პირდაპირ მისი ყელისკენ მოემართება. 

ამგვარი მოქმედება საბრძოლო თვალსაზრისით სრულიად უსაფუძვლოა, იმიტომ რომ უშვებს ვარაუდს, რომ უკეტაჩის შეუძლია სრულად არ შევიდეს თავის შეტევაში, გულისხმობს, რომ დასაშვებია შეუტიოს ერთგვარი თავშეკავებულობით და თან ის შეცვლოს უკვე დაწყებული მოძრაობის გარემოებათა მიხედვით. ფაქტობრივად, აქ საქმე გვაქვს დიდაქტიკური ხასიათის შესაძლებლობებთან, რაც მხოლოდ სწავლების თეორიასთანაა დაკავშირებული და მივყავართ პედაგოგიურ კომპრომისთან, რომლის საფუძველიც სავარჯიშოსთვის გაგძელების მიცემის საშუალებაა. მაგრამ საბრძოლო რეალობაში, როდესაც მოქმედება იწყება, ის მხოლოდ 100%-ით რეალიზდება, უკან დაბრუნება ან გაქცევა შეუძლებელია. ეს გალავთ ის ღრმა აზრი, რომელსაც იაპონურ საბრძოლო ხელოვნებებში იჩი ნენს უწოდებენ: გონება მთლიანად ერთვება ერთ (და ერთადერთ) მოძრაობაში. აიკიდოს მოძრაობაში უკანა, ფარული აზრები არ დევს, ერთიანი ქანით მოქმედებს დასაწყისიდან დასასრულამდე და გარემოებები მასზე არ მოქმედებს.

აქედან გამომდინარე, და რაკი ჩვენ აქ მეთოდის ფარგლებში უნდა ვიმსჯელოთ, ეს თავშეკავება დარტმისას კონკრეტულად უკეტაჩის

სხეულის უკან დახევით გამოიხატება, როდესაც ის ჭრის მოძრაობის დაახლოებით შუამდეა მისული: ეს უკან დახევა ხორციელდება დგომის შეუცვლელად, ანუ შეტევის მიგი ჰანმიში (მარჯვენა ფეხი წინ).

ხანდახან ვხედავთ ხოლმე, როცა უკეტაჩი „ვითომ უტევს“ და მარჯვენა ფეხით მყისიერად იხევს უკან, რათა უჩიტაჩის მეორე დარტყმა (იოკომენი) მიიღოს. ეს ღიმილს იწვევს, კი, რა თქმა უნდა, ეს უფრო კომფორტულია, მაგრამ შეუძლებელია, თუკი პირველი შეტევა რეალურად იწყება, არადა საიტო სენსეის მეთოდი მოითხოვს უკეტაჩისაგან, რომ მან შომენით დაიწყოს შეტევა პირველივე თვლაზე. მეთოდი უფლებას აძლევს უკეტაჩის, თავისი სხეულის უკან დახევით დაამუხრუჭოს თავისი შეტევა, მაგრამ იმის უფლებას კი არ აძლევს, რომ სრული ნაბიჯი გადადგას და ამით დგომი შეიცვალოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ სულისკვეთებით ვივარჯიშოთ.

ფილიპ ვოარინო
2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/pas-daikido-sans-attaque/