Categories
სტატიები

გო ნო ავასე – სიარულის გარეშე

გო ნო ავასე მე-5 სუბურის (გო ნო სუბური) პრაქტიკაა, ოღონდ პარტნიორთან ერთად. ავასე ჰარმონიზაციას ნიშნავს.

საიტო სენსეის ჩვევად ჰქონდა ასეთი რამის თქმა: ამ ორი სავარჯიშოს – გო ნო ავასესა და სიჩი ნო ავასეს – რეგულარული კეთება საკმარისია, რომ ადამიანი ჩინებული მოფარიკავე დადგესო.

ეს ორი სავარჯიშო მართლაც იტევს თავის თავში აიკიდოს ხმლის ტექნიკის არსებით ნაწილს.

ამ ვიდეოში გო ნო ავასეა წარმოდგენილი:

გო ნო ავასე მე-5 სუბურის (გო ნო სუბური) პრაქტიკაა, ოღონდ პარტიორთან ერთად. ავასეს არსი ჰარმონიზაციაა. სუბურის კეთებისას მეორე მხარე არ არსებობს, აუჩქარებლად ვმოქმედებთ და მარტო ვართ საკუთარ თავთან და სწორი მოძრაობის ძიებასთან. ავასესთან ერთად სხვა ადამიანის, მოწინააღმდეგის, უჩის ენერგია ჩნდება და აქ იწყება ჰარმონიზაციის შესწავლაც, ანუ მიმართება სივრცესთან და დროსთან, რომელიც მის შეტევასთან ერთად იბადება:

ვიდეოში ყურადღება გამახვილებულია თეძოების გამოყენებაზე, იმისათვის, რომ მოძრაობა სწორად შევასრულოთ. მაგრამ ბრუნვა ყოველთვის არასრულია შემოთავაზებულ პედაგოგიურ სავარჯიშოში, იმიტომ რომ ის სწორ ხაზზე სრულდება და არა წრეში, რასაც რეალური მოძრაობა მოითხოვს. ამიტომაც სწავლის ამ სტადიაზე არ უნდა ვლაპარაკობდეთ ირიმი-ტენკანზე. ირიმი-ტენკანი ნამდვილ აზრს მხოლოდ სრული, ანუ 270°-იანი ბრუნვისას იძენს

ასე რომ, ეს ტერმინი ვიდეოში წარმოდგილი სავარჯიშოს დროს გარკვეულწილად არასწორია, ვინაიდან აქ მხოლოდ კუთხეებს ვიცავთ სწორი ხაზის მიმართ, თუმცა ამით ყურადღებას ვამახვილებთ განსხვავებაზე, რომელიც თეძოების ჩართვით შესრულებულ ჭრასა და „სიარულით“ ჭრას შორისაა, რომლის დროსაც თეძოები საერთოდ არ მონაწილეობს.

ფილიპ ვოარინო
2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/go-no-awase-sans-marcher/