Categories
სტატიები

კენ ტაი ჯო #4 – მეთოდის ზღვარი

აიკიდოს კონცეფცია ერთდროულად მომავალი მრავლობითი შეტევის მართვაა, არ არსებობს ტექნიკები ერთი და მრავალობოთი შეტევებისთვის ცალ-ცალკე.

ამ ვიდეოში ნაჩვენებია მე-4 კენ ტაი ჯოს (ხმალი ჯოს წინააღმდეგ) სავარჯიშოს საბაზო ფორმა, კიჰონი:

მინდა ვისარგებლო ერთსა და იმავე პარტნიორზე ორი ერთიმეორეს მიყოლებული დარტყმისგან შემდგარი ამ სავარჯიშოთი და სწავლების შემდეგ საფეხურზე გადავიდე, რომელიც პარადოქსული მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს: საბრძოლო ხელოვნებაში ერთსა და იმავე მოწინააღმდეგეს ორჯერ არ უტყამენ.

ამის ორი უმთავრესი მიზეზი არსებობს.

პირველი ის გახლავთ, რომ ადამიანი, რომელიც მთელი ძალით იღებს ჯოს დარტყმას სახეში, როგორც აქ, ამ შეთხვევაში ხდება, უკან ვარდება და ბრძოლას ეთიშება. მიზანი მიღწეულია და საჭირო სხვა რამეზე გადასვლაა. არავითარი აზრი არა აქვს მისთვის მუხლის ჩამტვრევას მის დასაგდებად, ვინაიდან პირველი დარტყმისგან ის უკვე ძირსაა:

მეორე მიზეზი ის გახლავთ, რომ ბრძოლისას პრინციპი ასეთია – თავდამსხმელი რამდენიმეა და არ გვაქვს დრო იმისათვის, რომ ერთ მათგანს ზედიზედ დავარტყათ ორჯერ. უწყვეტი გადაადგილება უმნიშვნელოვანესია და დარტყმის გამეორება დროის რაღაც მონაკვეთში გაჩერებას ნიშნავს, ეს კი თავისთავად სხვა მოწინააღმდეგეებს ჩვენთვის დატყმის საშუალებას აძლევს და მათ ჩვენივე დაცვაში შემოსვლის უსაფუძვლო შესაძლებლობას უქმნის.

გონებაში უნდა გვქონდეს ის აზრი, რომ აიკიდო რინგის წესების ფარგლებში მოქცეული მუშტი-კრივი არ არის, one to one, ეს ომის ხელოვნებაა და საფრთხე ყველა მიმმართულებიდან და ერთდროულად მოდის ჩვენკენ. აქ სიმრავლესთან გამკლავებას ვსწავლობთ და სიმრავლე არასდროს გამოიჩენს თავაზიანობას, რომ გაჩერდეს და მოწინააღმდეგეს დაწყებული საქმის დასრულება აცალოს. აიკიდოს თითოეული ტექნიკა აგებულია ისე, რომ ერთდორულად რამდენიმე შეტევის უსაფრთხოდ მართვა შეგვეძლოს, არ არსებობს ტექნიკა ერთი მეტოქის და ტექნიკა რამდენიმე მეტოქის წინააღმდეგ, მოძრაობა ყოველთვის ერთი და იგივეა და ეს მოძრაობა – და სწორედ ესაა შესანიშნავი აიკიდოში – გააზრებულია ისე, რომ ის ყველა სიტუაციას უნდა მოერგოს. იმის საპირისპიროდ, როგორც შეიძლება ზოგმა იფიქროს, აიკიდოში არ იცვლება ტექნიკები გარემოებების მიხედვით, ყველა გარემოებას მოძროაბის ერთიანი პრინციპი უსწრებს წინ. სწორედ ესაა ეფეტიანობის პირობა: ყოველთვის უცვლელად აკეთო ერთი და იგივე. ამ ერთიან მოძრაობას შეიძლება სხვადასხვა შედეგები მოჰყვეს, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ფორმასთან დაკავშირებული მეორეხარისხოვანი ასპექტია.მაშინ რატომ ვურტყამთ ორჯერ ზედიზედ ერთსა და იმავე ადამიანს მე-4 კენ ტაი ჯოში? იმიტომ რომ ზუსტადაც ფორმას ვსწავლობთ აქ, ამის სწავლა აუცილებელია, მაგრამ მასში საბრძოლო განზომილება ჯერ არ მიიღება მხედველობაში, ის აქ ჯერ არ არის დამატებული. უმნიშვნელოვანესია, რომ პრაქტიკის ეს ორი დონე ერთმანეთში არ ავურიოთ, პედაგოგიური მთავრდება იქ, სადაც იწყება საბრძოლო.

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგო მოგცემთ იმას, რაც აქვს – მომიტევეთ ეს ფალოცენტრული შრდარება, მაგრამ იგი გამომხატველი და მეტყველია – და არ უნდა მოვთხოვოთ მეთოდს იმაზე მეტი, რისი მოცემაც მას შეუძლია.

ფილიპ ვოარინო
2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/ken-tai-jo-4-limite-de-la-methode/