როდესაც უკე ტაჩი აითვისებს ავასეს (მოწინააღმდეგესთან ჰარმონიზაციის) ცნებას, მას შეუძლია უჩი ტაჩის ნებისმიერ შეტევაში შევიდეს.
როდესაც უკე ტაჩი აითვისებს ავასეს (მოწინააღმდეგის მოძრაობასთან ჰარმონიზაციას), მას შეუძლია ხელსაყრელ მომენტში უჩი ტაჩის ნებისმიერ შეტევაში შევიდეს, რადგან ნებისმიერი შეტევა აუცილებლად ქმნის ღია ადგილებს შემტევის სხეულზე.
აიკი-კენის კუმიტაჩები სავარჯიშოებია, რომელთა დროსაც რამდენიმე დარტყმა ერთმანეთს გადამბით მოჰყვება და რომელთა განვითარება უკე ტაჩის მიერ უჩი ტაჩის ნებისმიერ შეტევაში შესვლით შეიძლება შეწყდეს.
როდესაც კლასიკური სავარჯიშო ამგვარად წყდება ამა თუ იმ მომენტში შესვლით, ვიღებთ საბაზო სავარჯიშოს ვარიაციას (ჰენკას).
ამ ვიდეოში წარმოდგენილია ერთ-ერთი ასეთი ვარიაცია სავარჯიშოსი, რომელსაც იჩი ნო ტაჩი (კუმიტაჩი n°1) ეწოდება:
უკე ტაჩი უჩი ტაჩის მეორე შეტევაზე (იოკომენი მარცხნიდან) შედის. ამ შემთხვევაში უკე ტაჩის მოძრაობა არის ცკი.მომდევნო ფოტოები საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ, რომ ეს ცკი სრულდება მარცხენა თეძოთი, იქამდე, ვიდრე მარცხენა ფეხი გადაიდგმება წინ. რადგან მხოლოდ იმ დროს, როდესაც მარცხენა თეძო და ფეხი ჯერ კიდევ უკანაა, შეიძლება იმ საყრდენი და მიწოლითი ძალის მიღება, რომელიც წინ შესვლისთვისაა აუცილებელი:
თუკი უკანა თეძოს ძალა არ იქნება გამოყენებული, თუკი პირიქით, უკე ტაჩი დაარტყამს ისე, როგორც ის ქუჩაში დადის, მას უჩი ტაჩის იოკომენის ძალა აუცილებლად გასრესს.
უნდა აღინიშნოს, რომ ზევით ნაჩვენები უკე ტაჩის შესვლა სხვა არაფერია, თუ არა კლასიკური კუმიტაჩის იგივე მეორე თვლა, ოღონდ, შესრულებული წინ შესვლით და არა უკან დახევით. პირველი კუმიტაჩის კლასიკურ ვერსიაში უკე ტაჩის მეორე თვლა სწორედაც ცკია, ოღონდ შესრულებული უკუსვლით, რათა სავარჯიშოს გაგრძელების საშუალება მოგვეცეს.
ფილიპ ვოარინო
2024 წელი