Categories
სტატიები

ჰაპო გირი – ვუ-ვეი

წყარო: https://aikidotakemusu.org/happo-giri-wu-wei/

ჰაპო გირი ჭრის რვა მიმართულებით, მე არა, თუმცა ჩემი სხეულის თითოეული ნაწილი, რასაკვირველია, უნდა მივიდეს თავის ადგილას იმისათვის, რომ ჭრა იყოს ზუსტი.

რაზე ფიქრობს ბზრიალა, რომელიც ტრიალებს?

ხანდახან ასეთ შეკითხვას სვამენ ხოლმე: „სად უნდა იყოს გონება მოქმედების დროს?“.

ერთადერთი პასუხი, რომელიც საშუალებს მოგვცემს, რაიმე პრეტენზია გვქონდეს მოძრაობის თავისუფლებაზე, შემდეგია: „არსად“.

მართლაც, ყოველთვის, როცა გონება ჩნდება სადმე, ის გადანაკეცივით ხდება სარწყავ შლაგზე, რომელიც წყლის თავისუფლად გადინებას უშლის ხელს. თუკი ვფიქრობ იმაზე, რასაც ვაკეთებ, ეს ხელს მიშლის შესაფერისი თავისუფლებით მოძრაობაში, ეს ასევე დაბრკოლებად იქცევა ენერგიის ნაკადისათვის, რომელიც ჩემში გადის და იმდენადვე არ მეკუთვნის მე, რამდენადაც წყალი არ ეკუთვნის იმ შლანგს, რომელიც ის გადის.

სწორედ ესაა ვუ ვეი, არ-ქმედება. მოქმედების დროს ფიქრით თავს ვიტყუებ და საკუთარ თავს ხელს ვუშლი ნამდვილი მოძრაობის განხორციელებაში ჩემივე სხეულის გავლით. აიკიდო არ გალავთ რამე კონსტრუქცია, რამის რამეზე მორგება ან დაზუსტება, რაც არ უნდა სრულყოფილი იყოს მისი მოძრაობები, კიდევ უფრო ნაკლებადაა სანახაობა, რაც არ უნდა ბრწყინვალე და მომხიბვლელი იყოს ის, აიკიდო სპონტანური პასუხია, შესაბამისობაა რეალობასთან, რომელიც გაუფრთხილებლად წარმოიქმნება.

როცა ადამიანს არ ესმის, რომ ყოველი ქმნილება ურთიერთსაპირისპირო ელემენტების მყიფე წონასწორობის ნაყოფია, რთული მისაღები ხდება ის ამბავი, რომ ამ სახის სპონტანურობა არ გახლავთ მყისიერი, მას საკუთარ თავზე მუშაობა და მეცადინეობა უძღვის წინ. ჰარმონიული მოქმედებისათვის წინასწარ უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის შეცნობა: დელფოსის ტაძრის gnothi seauton (შეიცან თავი შენი) გადმოსული მადლის შედეგი სულაც არ არის.

შეიცან თავი შენი, ვინონა ადამონი

ჰაპო გირი ჭრის რვა მიმართულებით და არა მე, თუმცა ჩემი სხეულის თითოეული ნაწილი, რა თქმა უნდა, თავის ადგილას უნდა მივიდეს იმისათვის, რომ ჭრა ზუსტი იყოს. და ეს ნაწილები თავის ადგილას მხოლოდ და მხოლოდ ტრიალის იდეას  მიჰყავს, ზუსტად ისევე, როგორც მხოლოდ ყვავილის იდეის წაღება შეუძლია საიქიოში ადამიანს.

ფილიპ ვოარინო
23 მაისი 2021 წელი