Categories
სტატიები

ირიმი ნაგე – საყელოში ჩავლება

წყარო: https://aikidotakemusu.org/irimi-nage-saisir-le-col/

ირიმი ნაგეს საბრძოლო შესრულება არ მდგომარეობს უკეს საყელოს ჩავლებაში, ჩვენ მის თავს ვიჭერთ და მის კეფაზე მძლავრ ბრუნვით მოძრაობას ვასრულებთ.

კარგად გავუგოთ ერთმანეთს: ირიმი ნაგეს საბრძოლო შესრულება არ მდგომარეობს უკეს საყელოს ჩავლებაში, ჩვენ მის  თავს ვიჭერთ და მის კეფაზე მძლავრ ბრუნვით მოძრაობას ვასრულებთ, მაგრამ ეს მეტისმეტად სახიფათო მოძრაობაა საიმისოდ, რომ ის ვარჯიშის დროს შევასრულოთ.

აქ კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, რომ ირიმი ნაგეს საბრძოლო მიზანი არ გახლავთ გდება, მიზანია მოწინააღმდეგის გამოყვანა იმ მდგომარეობიდან, რომელშიც მას ჩვენთვის ზიანის მოყენება შეუძლია, გდება კი სრულიად მეორადი ხარისხის მოვლენაა.

ვარჯიშის დროს კი პირიქით, მიზანია განავითარო სხეულის მძლავრი მოძრაობა, რომელიც პარტნიორის ვარდნას გამოიწვევს. ამ მოძრაობის მისაღებად უკეს საყელოში უნდა ჩაავლოთ ხელი. საყელოში ხელის ჩავლება საშუალებაა ტორისათვის, უკე თავის მუცელთან (ჰარასთან) დააკავშიროს, მიაბას მას, და შეამსუბუქოს უკე, რათა მისთვის წონასწორობის დაკარგვინება და შემდგომ მისი გარდაუვალი გდება გაიიოლოს.

ამგვარი მოქმედება ბევრ სხვა რამესთან ერთად საშუალებას გვაძლევს, უსაფრთხოდ ვიმუშაოთ და ამასთან არც უკე დაშავდეს. რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის, რასაც სიმარტივისთვის უკეს ვარდნას ვუძახით ირიმი ნაგეს დროს, სინამდვილეში რბილი გდებაა. ვარჯიშისას ყოველგვარი ვარდნა რბილია, ტორი საშუალებას უტოვებს უკეს, შეინარჩუნოს თავისი ფიზიკური მთლიანობა სხლტომის ტექნიკით, რაც გდების ამორტიზებაში მდგომარეობს. და პირუკუ, როდესაც ტექნიკა სრულდება საბრძოლო სახით, რბილი ვარდნის საშუალებით გაქცევის შესაძლებლობა არ არსებობს.

ფილიპ ვოარინო
16 მაისი, 2021 წელი