ჯო დორი გვაიძულებს, შიჰო ნაგეს შესრულებისას სრული და ავთენტური გადაადგილება გამოვიყენოთ. ეს გადაადგილება თანამედროვე აიკიდოში დაკარგულია.
იმისათვის, რომ გავიგოთ შიჰო ნაგეს ბოლო ნაბიჯის აუცილებლობა, ბოლო ნაბიჯისა, რომელსაც ოთხკუთხა პოზიციაში (კენკა გოში) მივყავართ უკეს ზურგსუკან გდების მომენტში, რამდენიმე წლის წინ დავწერე სტატია სათაურით “ჯო დორის მტკიცებულება”.
იმხანად არ მქონდა გადაღებული ვიდეო ჩემივე სიტყვების საილუსტრაციოდ და დღეს ვანაზღაურებ ამ დანაკლისს ქვევით წარმოდგენილი ვიდეოთი:
ამ ვიდეოზე ნათლად ჩანს, რომ შეუძლებელია შიჰო ნაგეს დასრულება ჯოთი ისე, როგორც ჩვეულებისამებრ, ამთავრებენ ხოლმე შიშველი ხელის შემთხვევაში. ამ პუნქტისათვის გირჩევთ თვალი გადაავლოთ წინა სტატიას, სათაურით: “შიჰო ნაგე: დაკარგული ნაბიჯი”.
ნეო-შიჰო ნაგე, სადამდეც მივიდა თანამედროვე აიკიდო, მართლაც არაკეჰერენტულია. ის მდგომარეობს შემდეგში: დავტრიალდეთ უკეს მკლავის ქვეშ და შევწყვიტოთ ეს ტრიალი, რათა მყისიერად დავტრიალდეთ საპირისპირო მიმართულები და უკე დავაგდოთ ჰანმის დგომში ფინალური ჭრის დროს.
ეს პირველი და არასრული ტრიალი, რომელსაც მოჰყვება ჭრა საპირისპირო მიმართულებით, ორ პრობლემას ქმნის: სწრაფ უკეს საშუალებას უტოვებს გაიქცეს წინ ვარდნით, ხოლო ტორის ზურგს მიშვერილს უტოვებს ოთხი მხრიდან მომავალი მოწინააღმდეგეების შეტევისკენ. ეს უკანასკნელი პუნქტი სრულად ეწინააღმდეგება ო-სენსეის სწავლებას, რომ „ვარჯიშისას ყურადღებით უნდა ვიყოთ ოთხივე მიმართულებით“ და რომ აიკიდოს ნებისმიერი ტექნიკა უნდა მუშაობდეს როგორც ერთის, ისე რამდენიმე მოწინააღმდეგის მიმართ.
კარგად ჩანს, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ჯოთი ჰანმის პოზიციაში გაჩერება ორი, ერთმანეთის საპირისპირო მხარეს ტრიალისათვის, როგორც ეს შიშველი ხელის შემთხვევაში ხდება ხოლმე და რომ იძულებული ვხდებით, ბოლომდე განვაგრძოთ ტრიალი. ჰანმის დგომში უკანა თეძო არ იმალება უკნისაკენ, პირიქით, ის აწვება უკანა ფეხს წინისაკენ ტრიალის ფინალურ ფაზაში და ტერფებს ამგვარად ოთხკუთხა პოზიციაში აყენებს, უკეს ზურგს უკან, კენკა გოშის პოზიციაში გდების დროს:
გირჩევთ, თვალი გადაავლოთ სტატიას „პირველი ნაბიჯი #1“, რათა ნათლად დავინახოთ და გავიგოთ კენკა გოშის ეს პოზიცია, რაც ფუნადამენტურია.
მაშასადამე, ჯო დორი გვაიძულებს, შევასრულოთ შიჰო ნაგე ამ ტექნიკის ავთენტური და სრული გადაადგილების გამოყენებით. უკანასკნელი ფაზის ეს გადაადგილება დაიკარგა სწორედაც თანამედროვე აიკიდოში, რომელმაც „დაივიწყა“ ბოლო ნაბიჯი და ის საპირისპირო მიმართულებით შესრულებული გაუმართლებელი და სახიფათო ბრუნვით ჩაანაცვლა.
მინდა ყურადღება გავამახვილებინო ყველა ჩემს ივამელ ამხანაგს, რომ საიტო სენსეი სწორედ ისე ასწავლიდა ჯო დორი შიჰო ნაგეს, როგორ ეს ვიდეოზეა ნაჩვენები და რომ ამის შემოწმება მის მიერ ჩვენთვის დატოვებულ წიგნებსა და ფირებზეა შესაძლებელი.
ეს პუნქტი უმნიშვნელოვანესია, რადგან არ შეიძლება ორი განსხვავებული გადაადგილება არსებობდეს იმის მიხედვით, შიშველი ხელით ვაკეთებთ შიჰო ნაგეს, თუ ჯოთი: ეს წესი მკაცრად დაცული რიაის – აიკიდოს ერთიანი პრინციპის – შედეგია.
ფილიპ ვოარინო
9 მაისი, 2022 წელი
წყარო: https://www.aikidotakemusu.org/jo-dori-shiho-nage-le-pas-perdu-2/