ივამაში, როდესაც ჯუსან ნო ჯოს სწავლებას იწყებდა, საიტო სენსეი ზოგჯერ სიტყვას წარმოთქვამდა mea culpa-ს ფორმით.
აი კატა 13-ის (ჯუსან ნო ჯოს) კლასიკური დასასრული.
სავარჯიშო ისე, როგორც ამ ვიდეოშია შემოთავაზებული, მართლაც წარმოაჩენს საიტო სენსეის მიერ შემუშავებული სწავლების მეთოდის არაჩვეულებრივ კლასიკურობას.
ივამაში, როდესაც ჯუსან ნო ჯოს სწავლებას იწყებდა, საიტო სენსეი ზოგჯერ წარმოთქვამდა სიტყვას mea culpa-ს ფორმით:
უპირველესად, ითხოვდა ეპატიებინათ მისთვის ის, რომ მან მხოლოდ ნაწილი დაიხსომა ო-სენსეისგან ნაანდერძევი სავარჯიშოდან, რომელიც სინამდვილეში ბევრად უფრო გრძელი იყო. დამსწრე უჩიდეშების წინაშე გამოთქვამდა სინანულს, რომ ის დავიწყებული ნაწილი ახლა უკვე სამუდამოდ იყო დაკარგული, რადგან სხვას არავის შეეძლო ამის ჩვენება.
გვიხსნიდა, რომ სწორედ მან წარმოიდგინა, რომ ტორის წინ მდგომი მოწინააღმდეგე მხოლოდ ჩოკუ ცკიებით შეუტევდა ნაცვლად შეტევის ყველა სხვა ფორმებისა. ამ მონო-მჩხვლეტ და მონოტონურ მოწინააღმდეგეს ერთადერთი ფუნქცია ექნებოდა – შეტევის ხაზის მატერიალიზება, რათა საშუალება მიეცა ტორისთვის, უფრო ადვილად დაეხსომებინა კატა ამგვარად მოწოდებული „მინიშნებების“ წყალობით.
ბოლოს საიტო სენსეიმ გაგვანდო, რომ ეს მათოდი მან თავისთვის შეიმუშავა და რომ სწორედ ამ ხრიკის წყალობით მოახერხა ო-სენსეის მიერ შესრულებული მოძრაობების დახსომება, თუნცა ეს, სამწუხაროდ, არასრული ყოფილიყო. ამთავრებდა იმ სიტყვებით, რომ უჩი ჯოს ერთადერთი როლი და მოვალეობა ჰქონდა, დახმარებოდა პარტნიორს კატის მოძრაობების დახსომებაში.
ეს სიტყვები ნათლად განმარტავს, თუ რატომ არ შეიძლება იყოს საბრძოლო რეალობა იმ პედაგოგიურ ინსტრუმენტში, რომელსაც ჯუსან ნო ჯო ეწოდება და რომ თუკი საბრძოლო რეალობა არსებობს, ის სწავლის სხვა დონეზეა საძიებელი.
უპირველესად, ამით უნდა მივხვდეთ, რომ აიკიდო ჯერ კიდევ არ არის სწავლების ამგვარ კლასიკურ სავარჯიშოში, რომ აიკიდო ვერ მოთავსდება წრფივ ფორმებში, რომლებიც ჯერ კიდევ მხოლოდ ელემენტარული მასალის სწავლისთვისაა და სხვა არაფრისთვის.
დაბოლოს, ამან უნდა მიგვიყვანოს იმ აზრამდე, რომ აიკიდოს არ ახასიათებს დუალობა, რომელსაც მცდარად მიაწერენ, როდესაც მასში მხოლოდ პასუხს ხედავენ შეტევაზე და თავდაცვას აგრესიის წინააღმდეგ. ამ უკანასკნელ პუნქტს კიდევ დავუნრუნდები მომდევნო სტატიაში, რადგან ვფიქრობ, რომ მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ფილიპ ვორინო
12 აპრილი, 2022 წელი
წყარო: https://www.aikidotakemusu.org/jusan-no-jo-laveu-de-maitre-saito/