წყარო: https://aikidotakemusu.org/ken-suburi-6/
მეექვსე სუბურის სირთულე იოკომენისა და ცუკის ბმაში მდგომარეობს. დარტყმებისას, როგორებიც არ უნდა იყოს ისინი, განმსაზღვრელი მაინც სიმძლავრეა.
აიკი კენის მეექვსე სუბური იოკომენია, რომელსაც ცუკი მოჰყვება.
რაც შეეხება იოკომენის ნაწილს, საკმარისია, გავიხსენოთ მეხუთე სუბური, რომელიც წინამავალ სტატიაშია განხილული.
მეექვსე სუბურის სირთულე იოკომენისა და ცუკის ბმაში მდგომარეობს.
დარტყმებისას, როგორებიც არ უნდა იყოს ისინი, განმსაზღვრელი მაინც სიმძლავრეა.
ცუკის დიდი ძალა აქვს, როდესაც მას უკანა ფეხის წინ წადგმით ვასრულებთ და, სულ ოდნავი წინსწრებით თუ ვიმოქმედებთ, დავინახავთ, რომ სწორედ ამგვარად კეთდება ცუკი მეშვიდე სუბურში.
მაგრამ მეექვსე სუბურში უკანა ფეხი ბოლომდე მიდის წინ იოკომენის დასასრულს და ცუკი, რომელიც ამავე ფეხს ებმის, მაშასადამე მხოლოდ წინა ფეხიდან სრულდება.
ასე წრფივად შესრულებულ ცუკის, თანაც წინა ფეხიდან, როგორც ამას მოითხოვს მეთოდი, ცხადია, ვერანაირი ძალა ვერ ექნება. მოვარჯიშეები, რომლებიც გრძნობენ ამ სისუსტეს, ძალიან ხშირად ცდუნდებიან იმით, რომ ცდილობენ ამის კომპენსაცია ხელების მოხრა-გაშლის წმინდად მუსკულარული ღონით მოახდინონ. ხელების ეს „დგუშისებრი“ მოძრაობა შეცდომაა, რომელსაც საიტო სენსეი თავდაუზოგავად ასწორებდა სწავლებისას.
მაგრამ თუ ამგვარად შესრულებულ ცუკის არავითარი ძალა არა აქვს და თუ ამას არც არანაირი ხელების მოძრაობა არ უნდა დავუმატოთ, მაშინ როგორღა მივაღწიოთ აუცილებელ სიმძლავრეს?
იმით, რომ მყისიერად და ადგილზე გარდავქმნათ წინა თეძო უკანა თეძოდ ირიმი-ტენკანის გამოყენებით.
სწორედ აქაა აიკიდოს კარგად დაცული საიდუმლოება. ჩვენ ეს ვრცლად ავხსენით ჯოს გაეში ცუკის შესწავლისას და საფუძვლად თავად საიტო სენსეისა და ო-სენსეის ფოტოები წარმოვადგინეთ.
გირჩევთ კარგად გადაიკითხოთ ეს სტატიები. საკმარისია, იგივე პრინციპები დაიცვათ კენის შემთხვევაში და მყისიერად აღმოაჩენთ საჭირო ძლიერებას.
თუმცა კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, საიტო სენსეის მიერ აქ ნაჩვენები ცუკი მეთოდის წრფივი ცუკია, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ფორმაა, ძალის გარეშე, რაც სწავლის ამ ელემენტარულ სტადიაზეა საჭირო. და არ უნდა ვეძიოთ ძლიერება იქ, სადაც შეუძლებელია მისი პოვნა.