არ არსებობს ექვსი კუმიტაჩი, არის ხუთი კუმიტაჩი და კი მუსუბი ნო ტაჩი.
კი მუსუბი ნო ტაჩი არ გახლავთ ჩვეულებრივი კუმიტაჩი. მუსუბი ქორწინებას ნიშნავს, მაშასადამე აქ „კი-ების“ ქორწინებაა, თუ ამას რამე შინაარსი აქვს. თუმცა აქ უფრო შეერთებული კი, კის ჰარმონიული წარმოჩენა იგულისხმება ორი ენერგიის დაპირისპირების მიღმა. ეს დაპირისპირება სინამდვილეში ზედაპირულია და მხოლოდ გარედან ჩანს ასე.
კი მუსუბი ნო ტაჩი ხმლის სავარჯიშოა, რომლის მიზანიც აიკიდოში მოვარჯიშის დაყენებაა ამ კვლევა-ძიების გზაზე. ესაა სავარჯიშო, რომელიც სასარგებლო მხოლოდ იმ მომენტშია, როდესაც ადამიანი სწავლის მეთოდის ბოლოში გადის, როდესაც პრაქტიკის ყველა მთავარი ელემენტი, სახელდობრ, კენის სუბურები, უკვე ათვისებულია. კი მუსუბი ნო ტაჩის კეთება აიკი კენის სუბურებისა და კუმიტაჩების წინასწარი ათვისების გარეშე, იგივეა დრო დაუთმო სხეულის ბოჭკოებში შეცდომების შეშვებას, რის ამოძირკვასაც შემდგომში მნიშვნელოვანი ძალისხმევა დასჭირდება. ეს არასწორი მოქმედებაა.
ტექნიკური პუნქტებისთვის შევნიშნოთ შემდეგი:
- – საწყის დგომში ნაბიჯის წინ გადადგმით ვდგებით, განსხვავებით მე-3 სუბურისაგან, სადაც ეს უკნისკენ ნაბიჯით ხდება.
- – პირველი ირიმი-ტენკანის ბრუნვის ძალა, რომელიც მიგი ავასეს საშუალებას გვაძლევს.
- – ცკის ძალიან უცნაური დარტყმა, მჭრელი პირით ზევითკენ: სუბურებში ცკი არასდროს სრულდება ასე. შესრულების ამგვარ ყაიდას თავისი საფუძველი აქვს, თუმცა ეს არ ჩანს მეთოდში და ამის ახსნა მხოლოდ მეთოდის მიღმა მოიძევება.
- – მეორე ირიმი-ტენკანი იოკომენ უჩია უჩი ტაჩის თავში, რომელიც მის ხმალზე მთავრდება. ამ მოძრაობის ბოლოს უკე ტაჩის ხმლის უჩი ტაჩის ხმალზე ამგვარი მდებარეობის ზუსტი მიზეზიც მხოლოდ მეთოდის მიღმა ჩნდება ნათლად.
- – უკანასკნელი ავასე განსაკუთრებით საინტერესოა: შეუძლებელია იმის თქმა, უკე ტაჩის ხმალი „მიჰყვება“ და აკონტროლებს უჩი ტაჩის ხმალს, რომელიც ჯოდანში ადის ზევით, თუ უჩი ტაჩი აღმართავს იარაღს ჯოდანში, რათა გაექცეს უკე ტაჩის ხმალს, რომელიც მოდის კისერში საჩხვლეტად. ეს შეუძლებლობა კის სრულყოფილი ერთიანობის ყველაზე მკაფიო გამოხატულებაა ამ სავარჯიშოში.
ფილიპ ვოარინო, 2019 წლის ივლისი