Categories
სტატიები

კოტე გაეში – ჩავლებიდან გამოთავისუფლება ‘გედან’

აქაც ორი რამის ტრიალია (სხეულისა და წინამხრისა), რაც უკეს ჩავლებისაგან გვათავისუფლებს და ეს ტორის თავისუფალი ხელი არ გახლავთ.

‘ჩუდანითა’ და ‘ჯოდანით’ გამოთავისუფლების შემდეგ ახლა ‘გედანით’ გამოთავისუფლებას ვხედავთ.

უკეს ჩავლებისაგან გამოხსნის ეს ხერხი, რათა შემდეგ კოტე გაეში გავაკეთოთ, სრულიად სიმეტრიულია იმისა, რაც გამოვიყენეთ სტატიაში „კოტე გაეში: განთავისუფლება ჯოდან“. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ხელი ჩამოდის ზევიდან ქვევით ორ წინამხარს შორის, ნაცვლად იმისა, რომ ქვევიდან ზევით ავიდეს.

აქაც უმნიშვნელოვანესია, რომ არ გავაკეთოთ არანაირი მოძრაობა, რომელიც უკნისაკენ შეტრიალებას გამოიწვევს: თავიდან სრულდება ტაი ნო ჰენკა, დანარჩენი ყველაფერი კი ამას მოჰყვება. ტორის ხელის მოქმედება ტე კატანათი უნდა განხორციელდეს ბრუნვის დროს, ისევე როგორც ჯოდანით განთავისუფლების დროს:

აქაც ორი რამის ტრიალია (სხეულისა და წინამხრისა), რაც უკეს ჩავლებისაგან გვათავისუფლებს და ეს ტორის თავისუფალი ხელი არ გახლავთ. ამ ილეთის სურათმა და ტერმინმა ‘ტე კატანა’ შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ „ვჭრით“ ჩავლებას ამ ხელით, მაგრამ ეს შეუძლებელია ტრიალის გარეშე. დანითაც კი (რადგან აქაა ამ ილეთის საბრძოლო წახნაგი) ტრიალი აუცილებელი იქნებოდა, რადგან სწორედ ტრიალი იძლევა თავის განთავისუფლებისათვის აუცილებელ ძალას:

არასდროს არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ ტაი ნო ჰენკა, თუკი ამ ტექნიკის ფუნდამენტურ პირობაზეა ლაპარაკი, ტორის უსაფრთხოების პირობაა მრავლობითი თავდამსხმელისაგან ერთდროული შეტევის ფარგლებში: ტაი ნო ჰენკა ერთდროულად არის ამა თუ იმ ტექნიკის ეფექტურად შესრულების საშუალებაცა და ტორისათვის უსაფრთხო პოზიციაზე გადასვლის საშუალებაც.

ფილიპ ვოარინო
12 ივნისი, 2012 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/kote-gaeshi-le-degagement-gedan/