თავდაპირველად შებრუნებაა, რადგან სწორედ შებრუნება უდებს სათავეს მოქმედებას და თან ტორის უსაფრთხო ადგილას აყენებს.
წინა სტატიაში “კოტე გაეში : მაქსიმალური ძალა“, ვთქვით, რომ კოტე გაეშისთვის ოთხი ხერხი არსებობს გიაკუ ჰანმიდან ხელის გამოთავისუფლებისა. პირველ ჯერზე ჩუდანით გამოთავისუფლების ფუნდამენტური მახასიათებლები ვნახეთ.
ახლა ვნახოთ ჩაჭიდებიდან ჯოდან-ით გამოთავისუფლება.
როგორც ყველთვის, თავდაპირველად შებრუნებაა, რადგან სწორედ შებრუნება უდებს სათავეს მოქმედებას და თან ტორის უსაფრთხო ადგილას აყენებს. ტორის თავისუფალი ხელი ორ წინამხარს შორის ადის, მაგრამ მხოლოდ შებრუნების პროცესში:
გავრცელებული შეცდომაა ჯერ ხელის ატანა და მსოლოდ ამის შემდეგ შეტრიალება. ასეთ დროს შეტრიალება სახიფათოდ დაგვიანებული ხდება.
არც ამ ხელით უნდა ვეცადოთ ჩაჭიდებიდან ხელის გათავისუფლებას, რადგან ეს არაა მისი დანიშნულება, მხოლოდ ტორის სხეულისა და წინამხარის ერთდროული ტრიალი გვაძლევს საშუალებას, გავხსნათ უკეს ჩავლება. ამავალი ხელის ფუნქცია, პირიქით, უკეს მაჯაზე დაღმავალი კოკიუთი დაწოლაა. ხელის ამგვარ გამოყენებას იაპონურად ტე კატანა (ხელი ხმალი) ეწოდება.
უკეს მაჯის ჩამოტანა ამის შედეგად ორმაგი კონტროლით ხდება შესაძლებელი: ტორის ცალ ხელს ეს მაჯა უჭირავს, მეორე კი მაქსიმალურად აწვება ტე კატანათი ამავე მაჯას და ეს შეტრიალების ბოლომდე გრძელდება:
როგორც კი საწყისი ბრუნვა დასრულდება, ხელი, რომელსაც უჭრავს მაჯა, ინარჩუნებს ამ ჩაჭიდებას, თუმცა ტე კატანას ხელმა უკეს ხელის ზურგს მოძრაობის საბოლოო გდების დაწყებამდე უნდა ჩაავლოს:
ეს მნიშვნელოვანია, რადგან კარგი გდება დამოკიდებულია კარგ ტრიალზე, მაგრამ იმაზეც, თუ როგორ ჩაავლებს ორმაგად ტორი უკეს წინამხარს: კოტე გაეში არ კეთდება ცალი ხელით, ისევე როგორც შიჰო ნაგე. ღონიერი ადამიანი დაგდება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა კოტე გაეშის მიერ შემოთავაზებული ყველა რესურსი ჩართულია საქმეში, ბრუნვა და ორმაგი ჩავლება, მხოლოდ ასეთ დროს შეიძლება მივაღწიოთ კარგ პირობებში და ეფექტურობით უკესთვის წონასწორობის დაკარგვინებასა და მის გდებას:
ფილიპ ვოარინო
წყარო: https://www.aikidotakemusu.org/kote-gaeshi-le-degagement-jodan/