აუცილებელია შიჰო ნაგე ურას მეორე ნაბიჯის გადადგმა, რათა ბრუნვით წარმოქმნილი ძალა ბოლომდე ავამუშაოთ.
მე ამ საიტზე 2017 წელს დავწერე ტექნიკური სტატია, რომელიც შიჰო ნაგე ურას გადაადგილებას ეძღვნებოდა და რომლის სათაურიცაა “ჯო დორის მტკიცებულება“.
იქ ვცდილობდი მეჩვენებინა, რომ შიჰო ნაგე ურას ბოლო ნაბიჯი არ ისწავლება ამ ტექნიკის პედაგოგიურ ჩარჩოებში და რომ ეს წარმოადგებდა საფრთხეს, როდესაც შეტევები ოთხივე მიმართულებიდან მოდიოდა. ეს ანომალია ტორისგან სხვა რამესთან ერთად მოითხოვს, რომ მან შეცვალოს მოძრაობის ბოლოს სხეულის ბრუნვის მიმართულება, რაც ბუნებას ეწინააღმდეგება, ლოგიკურად გაუმართლებელია და, ამასთან, კარს უღებს შიჰო ნაგეს კონტრ-ტექნიკებს
მოგიწოდებთ, გადახედოთ ამ სტატიას, რომელიც საშუალებას მოგცემთ, უკეთ გაიგოთ, თუ რისი თქმა მინდა დღეს ამ სიტყვებით: შიჰო ნაგე ურასა და შიჰო ნაგე ომოტეს გადაადგილებები არ არის ორი სხვადასხვა რამ.
ერთადერთი ნამდვილი სხვაობა, რისი პოვნაც შეიძლება ერთი ილეთის ამ ორ ასპექტს შორის, გადაადგილების მარშრუტებია: შიჰო ნაგე ომოტე უჩი ფორმაა (ის უკეს შიდა მხარეს, მის წინ გადის), მაშინ როცა შიჰო ნაგე ურა სოტო ფორმაა (ის უკეს გარეთ, მის უკან გადის). მაგრამ ორივე შემთხვევაში ტორის სხეულის ბრუნვა თავისი ღერძის გარშემო იგივეა, ის მიმართულია უკნისაკენ, და ის მოითხოვს აუცილებლად ორ ნაბიჯს თითოეულ ფორმაში და არა ერთით ნაკლებს.
მაშასადამე, აუცილებელია შიჰო ნაგე ურას მეორე ნაბიჯის გადადგმა, რათა ბრუნვით წარმოქმნილი ძალა ბოლომდე მივიყვანოთ და ამითვე მივიდეთ სრული მოძრაობისაგან გარანტირებული უსაფრთხოების მდგომარეობამდე:
ლოგარითმული სპირალი, რომელშიც ვიღებთ უკეს ხელს და რომელიც მის ვარდნას იწვევს, ჩაიხვევა მიწისაკენ, ყველანი ვთქნხმდებით ამაზე, და არა „პირადაპირ, ჩვენ წინ“: უკეს ქუსლების საპირისპირო მიმართულებით, შეკუმშვის დინამიკაში, რომელსაც ამ უკანასკნელის კეფა მიწისკენ მიაქვს და მის თეძოებს უკან და ქვევით ექაჩება, ის ამით მას წინისკენ ვარდნით სიტუაციიდან გამოძვრომის ყოველნაირ შესაძლებლობას უსპობს.
კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სპირალის ეს მიმართულება არ არის ინდივიდის მეტ-ნაკლებად შემთხვევითი „არჩევანი“, ესაა ტორის სხეულის საწყისი ბრუნვისაგან ამოქმედებული ფიზიკის კანონების შედეგი. შიჰო ნაგეს გადაადგილების მეორე ნაბიჯი თავადაა ამ დინამიკური ერთიანობის ნაწილი და იგივე მათემატიკური მიზეზები წარმოქმის ამ საჭიროებას.
სინამდვილეში არ არსებობს შესაძლებელი მტვრევა-გდება სწორად შესრულებული შიჰო ნაგეს დროს, არც წინისკენ და არც უკნისკენ, სინამდვილეში უკეს სხეული მხოლოდ და მხოლოდ თითქოს თავის თავსვე ჩამოემხობა და მიწას ყველაზე ცუდ მდგომარეობაში და მთელი ძალით ეჯახება. თუ მოძრაობა საბრძოლო სახითა და მთელი ძალით სრულდება, ამ გდების შემდეგ წამოდგომა შეუძლებელია. ამ საშიშროებაში ვხედავ მიზეზს, რომელმაც სათავე დაუდო შიჰო ნაგე ურას ამ მეორე ნაბიჯის გამოტოვებას სწავლების დროს, რათა უკესთვის ილეთის შერბილების საშუალება მიგვეცა წინისკენ ან უკნისკენ ვარდნის საშუალებით. მაგრამ ამის შემდეგ, რაკიღა ის არ ისწავლებოდა, მისი ცოდნაც დაიკარგა.
მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკა არ არის ნაჩვენები, დავუმატებ, რომ ამავე მიზეზით არ ისწავლებოდა მეორე ნაბიჯი შიჰო ნაგე ომოტეს შემთხვევაშიც. ცალკე ტექნიკურ სტატიას მივუძღვნი ამის დაწვრილებით ასახსნელად.
დაბოლოს, შიჰო ნაგე ომოტე, ისევე როგორც შიჰო ნაგე ურა, დღეს სრულდება აიკიდოში შუა გზაში გაჩერებული ბრუნვით და ერთნაბიჯიანი გადაადგილებით, ნაცვლად ორნაბიჯიანისა, რასაც, როგორც წესი, ირიმი-ტენკანის პრინციპი მოითხოვს. ბრუნის ერთი მეოთხედი და ერთი ნაბიჯი დაიკარგა ამ ილეთის ორივე ფორმის შესრულებისას…
ფილიპ ვოარინო
26 აპრილი, 2022 წელი
წყარო: https://www.aikidotakemusu.org/shiho-nage-le-pas-perdu/