წყარო: https://aikidotakemusu.org/kumijo-8/
ივამაში საიტო სენსეის უყვარდა მოყოლა, რომ ო-სენსეის მისთვის ნათქვამი ჰქონდა, თუ როგორ გაიმარჯვა კენდოს ექსპერტზე სწორედაც ამ მე-8 კუმიჯოს გამოყენებით.
1925 წელს იაპონიის საზღვაო ძალების ერთი ოფიცერი, კენდოს ოსტატი, ბრძოლაში იწვევს ო-სენსეი მორიჰეი უეშიბას. ეს ეპიზოდი მნიშვნელოვანია ფუძემდებლის ცხოვრებაში, რადგან ამ დაპირისპირების შემდეგ ეწვია მას სატორი, რომელიც გარდაქმნის საბრძოლო პრაქტიკის მისეულ ხედვას და ამგვარად ხდის შესაძლებლად აიკიდოს დაბადებას.
ივამაში საიტო სენსეის უყვარდა მოყოლა, რომ ო-სენსეის მისთვის ნათქვამი ჰქონდა, თუ როგორ გაიმარჯვა კენდოს ექსპერტზე სწორედაც ამ მე-8 კუმიჯოში ნაჩვენები ტექნიკის გამოყენებით.
ეს ერთგვარი ამბავია, ცხადია, თუმცა გვიბიძგებს იქით, რომ არ დავამახინჯოთ ეს ტექნიკა: ტორის მარჯვენა ფეხი პირველი გადის, მას მოჰყვება მარცხენა ფეხი, რომელიც დგება კენკა გოშის (და არა ჰანმის) პოზიციაში, რაც აუცილებელია თეძოების მობილიზებისა და, საბოლოოდ, პარტნიორის გდებისათვის. უჩის წინამხარზე ერთგვარი კაუჭის გამოსადებად სპირალური მოძრაობა გვჭირდება, ჰაჩი ნო ჯი გაეშის მსგავსი.
ტექნიკა აქ გამოყენებულია კუმიჯოში, თუმცა, ცხადია, იგი ჯოს შეტევისთვის არაა განკუთვნილი, იგივე მოძრაობა შეიძლება მოერგოს ხმლის შეტევასაც, მაგალითად.
მე-8, მე-9 და მე-10 კუმიჯოები სანახაობრივია გდებების გამო. საიტო სენსეი განმარტავდა, რომ მან ისინი ფუძემდებლის გარდაცვალების შემდეგ შეიმუშავა და საგანგებოდ ერთი დიდი საჩვენებელი გამოსვლისთვის, რომელიც ტოკიოში იმართებოდა და რომლისთვისაც სანახაობრივი ნაწილი აუცილებელი იყო.
1-ელიდან მე-7-ს ჩათვლით კუმიჯოები ნაკლებად სანახაობრივია, ისინი შეადგენს პირველ სერიას, რომელიც საიტო სენსეიმ 1960-იან წლებში შეიმუშავა, ო-სენსეის სიცოცხლეშივე და ამ უკანასკნელის ნებართვით.
კუმიჯოები, 1-დან მე-10-ს ჩათვლით დღეს აიკიდოს სასწავლო მეთოდის ფარგლებში გამოიყენება.