Categories
სტატიები

კუმიტაჩი #1 – არავითარი ცკი

აიკიკენში არ არსებობს არც დაცვა და არც ბლოკირება, არის მხოლოდ ხმალი, რომელიც გამუდმებით ჭრის და ეს ხდება იმ ბრუნვისას, რომლის შეწყვეტაც არ შეიძლება.

წინა სტატიაში ვნახეთ პირველი კუმიტაჩის (იჩი ნო ტაჩი) პირველ თვლაზე უკე ტაჩის მხრიდან ნამდვილი შეტევის მნიშვნელობა. მართლაც, შომენის ეს შეტევა ქმნის ღია სივრცეს, სადაც უჩი ტაჩის შეუძლია შესვლა.

მაგრამ ყურადღებით: ის არ შედის ჩხვლეტით, ის ჭრით შედის

უჩი ტაჩი ყელში ჩხვლეტით კი არ შედის, არამედ გიაკუ იოკომენით, ჭრით, რომელიც უკეს მკერდს დიაგონალის გავლით (გიაკუ კესა გირით) კვეთს. ამ აღმავალი ჭრისას ხმალი, ბუნებრივია, უჩი ტაჩის თავსზემოთ ამთავრებს თავის გზას და სწორედ ამის გამოც აღმოჩნდება იქ. ამაყად ადის თავის მრუდის უმაღლეს წერტილამდე და იქ ემზარება, რომ ბრუნვითი მოძრაობით დაღმავალ ჭრაზე გადავიდეს. მაგრამ თავსზემოთ არ ჩერდება თავდაცვის პოზიციაში, სხვისი შეტევის მოგერიების აზრით. ეს უკანასკნელი აზრი სრულიად უცხოა აიკიდოსთვის.

ვიდეოში განსაკუთრებითაა გამახვილებული ყურადღება ამაზე:

სწორედ ასე მასწავლიდა საიტო სენსეი ამ კუმიტაჩს ივამაში წლების განმავლობაში, მას აქ არასდროს უხსენებია ცკი.

მის შემდეგ უჩი ტაჩის შესვლა თანდათანობით შეცვალეს მასწავლებლებმა, რომელთაც ამის შინაარსი არ ესმოდათ და რომელთაც ეს ერთადერთი გიაკუ იოკომენი ორი სხვადასხვა მოძრაობით ჩაანაცვლეს: ერთი ცკი მოწინააღმდეგის ყელისკენ, და მეორე, რომელსაც მყისიერად მოჰყვება ხმლის უკან გამოღება, რაც ამავდროულად მოგერიებად და თავის (ამ შემთხვევაში, თავის, როგორც სხეულის ნაწილის) დაცვად გაიაზრება.

თანაც აიკიდოს ბრუნვითი გადაადგილება კრძალავს წინ და უკან ამგვარ მოძრაობას, ყოველგვარ მისვლა-მოსვლას ან ქანქარისებრ მოძრაობას, იმიტომ რომ ბრუნვისას მხოლოდ და მხოლოდ სპირალური და, ამასთან, დასრულებული სპირალური მოძრაობა იბადება.თუკი აიკიდოში თავდაცვის შესახებ აზრი არ არსებობს, ეს სწორედაც ბრუნვითი გადაადგილების პრინციპის შედეგია. აიკიკენში არ არსებობს არც დაცვა და არც ბლოკირება, არის მხოლოდ ხმალი, რომელიც გამუდმებით ჭრის და ეს ხდება იმ ბრუნვისას, რომლის შეწყვეტაც არ შეიძლება იმისათვის, რომ საპირისპირო მხარეს წავიდეთ. კიდევ უფრო ნაკლებად შეხვდებით ორ წერტილს შორის მისვლა-მოსვლას.

ფილიპ ვოარინო
2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/kumitachi-1-aucun-tsuki/