მარცხენა თეძოს არ შეუძლია ირიმის გაკეთება (წინისკენ), თუკი მარჯვენა თეძო დაუყოვნებლივ არ გააკეთებს ტენკანს (უკნისკენ).
წინა სტატიაში შესწავლილი კუმიტაჩი n°1-ს ვარიაცია მხოლოდ კენით შესრულებული მოქმედებაა. ამ სტატიაში შესწავლილი ვარიაცია კი პირიქით, მოწინააღმდეგის კენზე ხელის ჩავლებას მოითხოვს.
ვიდეოში ვხედავთ, რომ უკე ტაჩის შესვლა ორივე შემთხვევაში ერთი და იგივეა, იცვლება მხოლოდ და მხოლოდ დისტანცია (მააი), რომელიც აქ უფრო მცირეა და საშუალებას გვაძლევს, ხელი ჩავავლოთ უჩი ტაჩის ხმალს (ტაჩი დორი):აქ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ აიკიდოს ფუნდამენტური ტოლობა: ირიმი = ირიმი-ტენკანს. ეს იმას ნიშნავს, რომ აიკიდოში არ არსებობს მოძრაობა, რომელიც სრულად არ აამუშავებს ირიმი-ტენკანის პრინციპს. ო-სენსეის ხელოვნებაში არ არსებობს მხოლოდ ირიმი, ისევე როგორც არ არსებობს მხოლოდ ტენკანი. კონკრეტულად, ეს იმას ნიშნავს ამ ვიდეოს მაგალითზე, რომ ცალკე მარცხენა თეძოს არ შეუძლია ირიმის გაკეთება (წინისკენ), თუკი მარჯვენა თეძო დაუყოვნებლივ არ გააკეთებს ტენკანს (უკნისკენ). ეს აუცილებლობა ბრუნვის პრინციპის შედეგია. და ბრუნვისას მხოლოდ ტენკანის მომენტში ხდება შესაძლებელი უჩი ტაჩის გდება:
მნიშვნელოვანია და ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ტენკანი პირდაპირ კავშირშია უჩი ტაჩის წონასწორობიდან გამოყვანის მიმართულებასთან, რაც ყოველთვის გვერდითკენ ხდება და, ამ შემთხვევაში წინისკენაც. ტენკანი წონასწორობას აკარგვინებს აიტეს.
ფილიპ ვოარინო
2024 წელი
წყარო: https://www.aikidotakemusu.org/kumitachi-1-variation-tachi-dori/