სრულ ირიმი-ტენკანზე დაფუძნებული ტექნიკა უბრალოდ ნამდვილი ტექნიკაა, რომელიც აიკიდოს მოქმედების პრინციპს იცავს.
ვარჯიშის საიტო სენსეისეულ მეთოდის მიხედვით ამ ვიდეოში წარმოდგენილი კოკიუ ნაგე სწორ ხაზზე სრულდება და მოწინააღმდეგე ვარდება იმ მხარეს, საიდანაც მოდის. მაშასადამე, მოწაფეს ირიმი-ტენკანის პირველი ნახევრის, ანუ მხოლოდ ირიმის შესრულება მოეთხოვება. გდება ასეთ დროს ირიმისთანავეა, ისე, რომ ტენკანს აღარ მივმართავთ. ილეთის შესრულების ამგვარი მანერა შესანიშნავია გარკვეული რაოდენობის საბაზო ელემენტების ასათვისებლად და მას დამწყებთათვის სწავლის გასაიოლებლად ასწავლიდა საიტო სენსეი ამ ფორმით.
არადა ვიცით, რომ აიკიდოს პრინციპი არის ირიმი + ტენკანი, იმდენად, რომ მივიღოთ ბრუნვა. მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი მოწინააღმდეგისთვის წონასწორობის დაკარგვინება იდეალური, ხოლო ძალა მაქსიმალური, როდესაც ბრუნვა სრულია. სინამდვილეში ირიმი ვერ არსებობს უტენკანოდ, ირიმის ან ტენკანის მოხსენიება ერთმანეთისგან დაცალკევებულად უაზრობაა, თუკი ეს წმინდად პედაგოგიური თვალსაზრისით არ ხდება:
ამიტომაც აქ ზედა დონის ტექნიკის ხსენება მთლად ზუსტი და სწორი არ არის. ტექნიკა „ზედა დონისაა“ მხოლოდ პედაგოგიურ, ხელოვნულ ფორმასთან შედარებით, რომელიც მხოლოდ ირიმით გდებაში მდგომარეობს. მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ირიმი-ტენკანზე დაფუძნებული ტექნიკა არის ნამდვილი ტექნიკა და მხოლოდ ასეა შესაძლებელი, თუკი აიკიდოს მოქმედების მთავარ პრინციპს დავიცავთ:აიკიდოს მოძრაობის რეალურობაში მოწინააღმედეგეს არასდროს ვაგდებთ იმ მხარეს, საიდანაც ის მოდის. ირიმის ტენკანი ნაწილი აუცილებლად ცვლის პოზიციებს და, აქედან გამომდინარე, უჩი ვარდება სწორედ იქ, სადაც შეტევამდე წამით ადრე თავად ტორი იდგა:
ფილიპ ვოარინო
2023 წელი
წყარო: https://www.aikidotakemusu.org/jo-dori-kokyu-nage-technique-avancee/