როდესაც პიერ შასანს ეკითხებოდნენ, უკეს როლი რა არისო, ის პასუხობდა, უკეს ერთაერთი როლი აქვს – ის უნდა მოკვდესო.

როდესაც პიერ შასანს ეკითხებოდნენ, რა არის უკეს, უჩის, ან აიტეს (ეს სამივე ტერმინი შემტევს აღნიშნავს) როლიო, ის უცვლელად ასე პასუხობდა ხოლმე: „უკეს ერთადერთი როლი აქვს – ის უნდა მოკვდეს“. ეს საყურადღებო, თუმცა არასწორად საბრძოლო ფრაზა ნიშნავს, რომ უჩი ტაჩი სპექტაკლში არ მონაწილეობს, ის მსახიობი არ არის, რომ მას როლი არ აქვს შესასრულებელი, არამედ ის მოწინააღმდეგეა.
ის, რასაკვირველია, პარტნიორია იმ გაგებით, რომ ის ტორის სწავლის პროცესში თანამშრომლობს, მაგრამ სწორედაც ამ მიზნით მისი ფუნქციაა, ალალად, მთელი სულით და გულით შეუტიოს. მხოლოდ ამ დროსაა – თუკი ვინმეს მაინც და მაინც როლზე უნდა ლაპარაკი – ის თავის როლში.
ამიტომაც შეუძლია მას მხოლოდ და მხოლოდ სიკვდილი, თუკი მისი შეტევა პირისპირ შეეჩეხება აიკიდოს პრინციპს. რადგან ძალადობა ბოლოს სწორედაც იმ მიზნის საპირისპირო რამეს იღებს, რა მიზნითაც ისაა გამოყენებული, ოღონდ ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ის, ვინც ამ ძალადობას იღებს, ამას სამყაროს პრინციპის შესაბამისად აკეთებს, სამყაროსი, რომელსაც სურს, რომ ყველაფერი ყოველთვის თავის საპირისპიროს დაუბრუნდეს.
აიკიდო სხვა არაფერია, თუ არა სწავლა ცხოვრების ყველა ფორმაში არსებული ამ პრინციპისა, ოღონდ საბრძოლო სფეროში. ამიტომაც აიკიდო ცხოვრების სკოლაა და არა მხოლოდ საბრძოლო სკოლა.
აქ ჩემი მეგობარი სერჟ მერლე მახსენდება, საფრანგეთის აიკიდოს პიონერი და ომის შემდგომი ბელფორის საბრძოლო ხელოვნებების სკოლის (მოგვიანებით ფრანშ-კომტეს ინსტიტუციად იქცა) ფუძემდებელი, რომელიც დღემდე ცოცხალია. ამას თავისუფლად შეიძლება რქმეოდა ბელფორის ცხოვრების სკოლა, თუმცა იმხანად ვერავინ გაიგებდა ამას, რასაკვირველია.
აიკიდო ცხოვრებას ასწავლის ბრძოლის ჭრილში, ბრძოლისას კი არ შეიძლება სანახევროდ შეტევა. კუმიტაჩი ბრძოლა არ არის, რა თქმა უნდა, ის სავარჯიშოა, რომლის მიზანია, ადამიანს ბრძოლის პრინციპი გააგებინოს. მოწაფე მთლიანად ხელოვნურ ჩარჩოებშია მოთავსებული, გასაგებია, მაგრამ ამ სწავლისთვის შექმნილი ჩარჩოს შიგნით მას შეუძლია შემტევის სიმტკიცით იმოქმედოს. ნამდვილი შემტევი კი უტევს და არა ვითომ უტევს.
ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უჩი ტაჩი ამ სულისკვეთებით მიუდგეს კუნიტაჩის და შეტევათა სიმულირებით არ დაკმაყოფილდეს. სიმულაცია აიკიდოს ყოველგვარ კონსტრუქციულ და სასარგებლო პრაქტიკას უშლის ხელს
აქ უჩი ტაჩის პირველი შეტევა შომენია და ეს შომენი უნდა შესრულდეს. რასაკვირველია, სავარჯიშოში ეს შომენი მთელი თავისი გზის ორ მესამედზე უნდა გაჩერდეს, მაგრამ ის მატერიალიზებულ უნდა იქნეს და აქამდე შესრუდეს, თორემ სავარჯიშო მთელ თავის აზრს დაკარგავს.
ფილიპ ვოარინო,
2024 წელი, იანვარი
წყარო: https://www.aikidotakemusu.org/go-no-tachi-le-role-duke/
