საბრძოლო რეალობაში 4 მოწინააღმდეგეა, 4 სხვადასხვა ხაზზე, ერთდროულად გვიტევენ და მათ ორ-ორად ვურტყამთ.

წინა სტატიაში ვიხილეთ, რომ მე-5 კენ ტაი ჯოს ვარიანტში (ჰენკა) მეორე დარტმა ისეთი სისწრაფით მოჰყვება პირველს, რომ შეუძლებელია მარჯვენა ხელის ჩავლების შეცვლა:

აქ ერთ მნიშვნელოვან რამეს უნდა მივაქციოთ ყურადღება: ჯოს დაბოლოება, რომელიც 1-ელ თვლაზე ჰასო გაეშით უტყამს, იგივეა, რომელიც მე-2 თვლაზე ხვდება მოწინააღმდეგეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აქ ჯოს ერთი და იმავე დაბოლოებით ორჯერ ზედიზედ ვარტყამთ. ეს დამახასიათებელია მეთოდისთვის და იმის შედეგია, რომ სავარჯიშო სწორ ხაზზე სრულდება ერთი მოწინააღმდეგის პირისპირ და რომ დარტყმები ერთსა და იმავე ადამიანზე რამდენჯერმე, მაშასადამე ერთი და იმავე მიმართულებით მეორდება.
და პირიქით, როდესაც ჯოს ერთი და იგივე მოძრაობა წრფივად არ სრულდება, როდესაც ის საბრძოლო კონტექსტში კეთდება, ანუ შეტევები რამდენიმე მხრიდან და ერთდროულად მოდის, აღმოვაჩენთ, რომ ეს იარაღი მუდმივად მოქმედებს ორივე დაბოლოებით, რომ ერთი დაბოლოება არასდროსაა უმოქმედო, როდესაც მეორე დაბოლოება აქტიურია.
ეს ყველაფერი ასე შეგვიძლია შევაჯამოთ:
- მეთოდის სასწავლო მუშაობისას მოწინააღმდეგე ერთია, ვმოქმედებთ სწორ ხაზზე, დარტყმები განმეორებითია და ჯოს ერთსა და იმავე დაბოლოებას ზედიზედ ვიყენებთ.
- საბრძოლო რეალობაში მოწინააღმდეგე ოთხია, ოთხ სხვადასხვა ხაზზე არიან და ერთდროულად გვიტევენ. ჩვენ ყოველ ჯერზე ვურტყამთ ორ მათგანს და ამისთვის ჯოს ორივე დაბოლოებას ერთდროულად ვიყენებთ:

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯოს ტექნიკური ხმარება, მაგალითად, მე-5 კენ ტაი ჯოში არანაირად არ იცვლება: საბრძოლო მოძრაობა
მეთოდის სასწავლო მოძრაობის იდენტურია. რეალურ სიტუაციაში ერთადერთი რამ იცვლება და ეს გადაადგილებაა. მართლაც, საბრძოლო რეალობა მოითხოვს, რომ გადაადგილებისას ირიმი-ტენკანის პრინციპი ამოქმედდეს.
ბოლო პუნქტი ყველაზე მნიშვნელოვანია. ის საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, თუ რატომ არ ექნება აიკიდოს არავითარი შედეგი და ეფექტურობა, თუკი რეალურ სიტუაციაში სასწავლო სავარჯიშოს გამოყენებით დავკმაყოფილდებით და მას ირიმი-ტენკანის გადაადგილებას არ დავუმატებთ. სასწავლო სავარჯიშოს, როგორც ასეთს, ვერ ექნება საბრძოლო ეფექტურობა, ვინაიდან იქ გადაადგილება არ მიიღება მხედველობაში. ის იქ პედაგოგიური არჩევანის გამო არ არის. სასწავლო სავარჯიშოს გამოყენებას რეალურ სიტუაციაში ამ პუქტის გაუთვალისწინებლად შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს.
ფილიპ ვოარინო
2023 წელი
წყარო: https://www.aikidotakemusu.org/ken-tai-jo-5-4-adversaires/