მნივნელოვანია, გვახსოვდეს, რომ მააი მხოლოდ მოწინააღმდეგეთა შორის სივრცეში მანძილს არ ნიშნავს, ის დროში მათ შორის კავშირსაც მიუთითებს.

კუმიტაჩი n°1-ის ამ ვარიანტში (ჰენკა) უკე ტაჩის შესვლა იგივეა, რაც წინა სტატიაში განვიხილეთ. თუმცა ერთი რამ მაინც იცვლება, რაც მააის უკავშირდება და ეს ამ ვიდეოშია ნაჩვენები:
მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ მააი მხოლოდ მოწინააღმდეგეთა შორის სივრცეში მანძილს არ ნიშნავს, ის დროში მათ შორის კავშირსაც მიუთითებს. და აქ დრო (ტაიმინგი, ინგლისური გამოთქმის ხმარება თუ გვინდა) წინა სტატიის დროისაგან განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი იდენტურია, რაც სივრცეს და მანძილს შეეხება.
მართლაც, წინა სტატიაში უჩი ტაჩის კენში ჩავლება იმ მომენტს ემთხვეოდა, როდესაც ეს უკანასკნელი უკვე ქვედა პოზიციაში ჩამოდიოდა:

ამიტომაც იყო აუცილებელი, რომ გდებისათვის შემდეგ ხელახლა უნდა აგვეწია მისი ხმალი ზევით:

ამ სავარჯიშოში პირიქით, მას უფრო ადრე ვავლებთ, იმ მომენტში, როდესაც ხმალი ჯერ კიდევ საკმარისად მაღლაა და ეს საშუალებას გვაძლევს გდება დაუყოვნებლივ შევძლოთ:
ასეთი მუშაობა წინა სტატიის სავარჯიშოს დაწინაურებულ ფორმას წარმოადგენს.
ფილიპ ვოარინო
2024 წელი
წყარო: https://www.aikidotakemusu.org/kumitachi-1-forme-avancee/
