Categories
სტატიები

სპირალების ჯახი

ბრუნვის ძალა გარე თეძოდან შიდა თეძოს გადაეცემა, მათრახივით ხვდება უკეს და წონასწორობას აკარგვინებს მას.

წინა სტატიაში დაწვრილებით ავხსენი, თუ როგორ წარმოშობს ორ სპირალს სხეულის ღერძის ტრიალი: ერთს გარეს და ერთს შიდას. თანაც უცვლელი თანამიმდევრობით: ჯერ გარე სპირალი წარმოიქმნება, შემდეგ კი შიდა. ეს სპირალები პირველად წარმოჩნდება და ხილული ხდება ადამიანში, როდესაც ორივე თეძო ერთდროულად და ურთიერთშევსებით ამოძრავდება. ორივე სპირალი ერთი და იმავე მიმართულებით ბრუნავს, თუმცა გარე სპირალი უკნისკენ მიემართება, შიდა კი წინისკენ და სწორედ ესაა ირიმი.

ვსარგებლობ აქ წარმოდგენილი ვიდეოთი, რათა შუქი ამ სპირალების შედეგს მოვფინო და არა მათი გამოვლინების ფიზიკურ პროცესს. ამიტომაც ვხმარობ სიტყვა ჯახს, იმიტომ რომ ისინი უკეზე ისე მოქმედებენ, როგორც ტალღა, რომელიც დაეჯახება ხოლმე ადამიანს. აქ ორ ტექნიკაში ვხედავთ ამას, ტაი ნო ჰენკასა და იკიოში:

ბრუნვის ძალა გარე თეძოდან შიდა თეძოს გადაეცემა, მათრახივით ხვდება უკეს და წონასწორობას აკარგვინებს მას. ქვევით ვხედავთ ტაი ნო ჰენკათი დაჯახებას

უკეზე გარე თეძოს ტრიალით, მაშინ როცა ტორის მარჯვენა ფეხი ჯერ კიდევ არ წადგმულა უკნისაკენ:

ქვევით კი ვხედავთ უკეზე ასეთივე დაჯახებას, ოღონდ ამჯერად გარე თეძოთი, თანაც მაშინ, როდესაც ტორის მარჯვენა ფეხი ჯერ კიდევ არ დაძრულა წინისაკენ:

ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ უკეზე, თუკი ტორი მხოლოდ სიარულით გადაადგილდება. მხოლოდ ორივე თეძოს ტრიალი აკარგვინებს მას წონასწორობას. იდაყვზე ზემოქმედება უშედეგო იქნება, თუკი ამ დროს თეძოები კომბინირებულად არ გამოიყენება.

გავიხსენოთ ისიც, რომ ამ ბრუნვის სათავე არ არის თეძოებში, არამედ სხეულის ღერძის ტრიალშია, რაც თავის ძალას გადასცემს თეძოებს. ეს არაერთგზის აგვიხსნია ამ საიტზე.

ფილიპ ვოარინო
2024 წლის იანვარი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/impact-des-spirales/