Categories
სტატიები

ფორმა კლავს მოძრაობას

აიკიდოს მოძრაობას არაფერი აქვს საერთო გამეორების სისწრაფესა და სიძლიერესთან, ის მოითხოვს, რომ ფორმის ყალიბიდან გამოვიდეთ.

ფორმა კლავს მოძრაობას, მაგრამ ამავდროულად, მოძრაობა ზუსტი ფორმის გარეშე ცარიელი და უსარგებლოა.

ამ ვიდეოში წარმოდგენილია საბაზო ფორმა, რომელსაც იჩი ნო ტაჩის უწოდებენ და ეს პირველი კუმიტაჩია:

ეს სავარჯიშო არ გახლავთ მოძრაობა. აქ არავითარი მოძრაობა არ არის, ეს მხოლოდ საჭირო ფორმის შესწავლაა. ცხადია, ოდნავ წინ და ოდნავ უკან კი ვმოძრაობთ და მხრებიც და ხელებიც ამაში მონაწილეობს… ვამოძრავებთ სხეულს, ოფლი გვდის. მაგრამ ეს აიკიდოს მოძრაობა არ არის. იქმდე, ვიდრე ირიმი-ტენკანის პრინციპი არ ამოქმედდება, აიკიდოს მოძრაობა არ არსებობს.

ვინმეს თუ ჰგონია, რომ ფორმის შესწავლა მიზანია, რომელსაც ადამიანმა უნდა მიაღწიოს, ვინმეს თუ ჰგონია, რომ საჭიროა მისი

გამეორება სულ უფრო და უფრო სწრაფად და სულ უფრო და უფრო ძლიერად, მაშინ, როცა დაბრდება და ასაკთან ერთად ამას სულ უფრო და უფრო ნელა და სულ უფრო და უფრო სუსტად გაიმეორებს, უნდა იცოდეს, რომ მან ცხოვრება აიკიდოს კეთების გარეშე გაატარა. 

აიკიდოს მოძრაობას არაფერი აქვს საერთო მარტივი ფორმის გამეორებისას მიღწეულ სისწრაფესთან და სიძლიერესთან, პირიქით, აიკიდოს მოძრაობა მოითხოვს, რომ ოდესმე ფორმის ყალიბიდან გამოვიდეთ

ამასთან, სისწრაფითა და სიძლიერით ვერ გამოვალთ ფორმის ყალიბიდან, მხოლოდ ბასრი გონების გამჭრიახობით შეიძლება იცნოს ადამიანმა აქედან გამოსავალი და საქმეში აიკიდოს პრინციპი ჩართოს. ეს პრინციპი კი, და მე უკვე მრცხვენია, იმდენი ხანია უკვე ამას ვიმეორებ, არის ირიმი-ტენკანი, აიკიდოს მოძრაობაში სხვა არაფერის მის გარდა. 

ფორმა, რომელიც სხეულმა უნდა მიიღოს, ოღონდ საკმარისი რაოდენობით გამეორების შედეგად სწავლის დროს, აუცილებლად და ბუნებრივად მოერგება მოძრაობას. მისი შესწავლა აუცილებელია, ის ათი ათასჯერ მაინც უნდა გავიმეოროთ, მაგრამ იმ დროს, როდესაც მას ვაკეთებთ, ის მოძრაობის ყველაზე დიდი მტერია. ამ შეუსაბამობას ხანდახან იმით ვაჯამებთ, რომ ვამბობთ ხოლმე, ერთ მშვენიერ დღეს ის უნდა „დავივიწყოთო“. იმისათვის, რომ ადამიანმა საკუთარი თავით გამოხატოს რაღაც, რაც მას ბევრად აღემატება, იმისათვის, რომ ხელოვნება რეალობად იქცეს, უნდა დადგეს მომენტი, როდესაც ეს ადამიანი დაკარგავს ტექნიკას, რომლის შეძენისთვისაც ამხელა ფასი გაიღო და ამხელა ძალისხმევა გასწია. ბევრი რამ უნდა დაკარგო, რომ იზისის კეთილგანწყობა მოიპოვო.

ფილიპ ვოარინო
2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/la-forme-tue-le-mouvement/

Categories
სტატიები

გო ნო ავასე – სიარულის გარეშე

გო ნო ავასე მე-5 სუბურის (გო ნო სუბური) პრაქტიკაა, ოღონდ პარტნიორთან ერთად. ავასე ჰარმონიზაციას ნიშნავს.

საიტო სენსეის ჩვევად ჰქონდა ასეთი რამის თქმა: ამ ორი სავარჯიშოს – გო ნო ავასესა და სიჩი ნო ავასეს – რეგულარული კეთება საკმარისია, რომ ადამიანი ჩინებული მოფარიკავე დადგესო.

ეს ორი სავარჯიშო მართლაც იტევს თავის თავში აიკიდოს ხმლის ტექნიკის არსებით ნაწილს.

ამ ვიდეოში გო ნო ავასეა წარმოდგენილი:

გო ნო ავასე მე-5 სუბურის (გო ნო სუბური) პრაქტიკაა, ოღონდ პარტიორთან ერთად. ავასეს არსი ჰარმონიზაციაა. სუბურის კეთებისას მეორე მხარე არ არსებობს, აუჩქარებლად ვმოქმედებთ და მარტო ვართ საკუთარ თავთან და სწორი მოძრაობის ძიებასთან. ავასესთან ერთად სხვა ადამიანის, მოწინააღმდეგის, უჩის ენერგია ჩნდება და აქ იწყება ჰარმონიზაციის შესწავლაც, ანუ მიმართება სივრცესთან და დროსთან, რომელიც მის შეტევასთან ერთად იბადება:

ვიდეოში ყურადღება გამახვილებულია თეძოების გამოყენებაზე, იმისათვის, რომ მოძრაობა სწორად შევასრულოთ. მაგრამ ბრუნვა ყოველთვის არასრულია შემოთავაზებულ პედაგოგიურ სავარჯიშოში, იმიტომ რომ ის სწორ ხაზზე სრულდება და არა წრეში, რასაც რეალური მოძრაობა მოითხოვს. ამიტომაც სწავლის ამ სტადიაზე არ უნდა ვლაპარაკობდეთ ირიმი-ტენკანზე. ირიმი-ტენკანი ნამდვილ აზრს მხოლოდ სრული, ანუ 270°-იანი ბრუნვისას იძენს

ასე რომ, ეს ტერმინი ვიდეოში წარმოდგილი სავარჯიშოს დროს გარკვეულწილად არასწორია, ვინაიდან აქ მხოლოდ კუთხეებს ვიცავთ სწორი ხაზის მიმართ, თუმცა ამით ყურადღებას ვამახვილებთ განსხვავებაზე, რომელიც თეძოების ჩართვით შესრულებულ ჭრასა და „სიარულით“ ჭრას შორისაა, რომლის დროსაც თეძოები საერთოდ არ მონაწილეობს.

ფილიპ ვოარინო
2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/go-no-awase-sans-marcher/

Categories
სტატიები

კენ ტაი ჯო #5 – 4 მოწინააღმდეგე

საბრძოლო რეალობაში 4 მოწინააღმდეგეა, 4 სხვადასხვა ხაზზე, ერთდროულად გვიტევენ და მათ ორ-ორად ვურტყამთ.

წინა სტატიაში ვიხილეთ, რომ მე-5 კენ ტაი ჯოს ვარიანტში (ჰენკა) მეორე დარტმა ისეთი სისწრაფით მოჰყვება პირველს, რომ შეუძლებელია მარჯვენა ხელის ჩავლების შეცვლა:

აქ ერთ მნიშვნელოვან რამეს უნდა მივაქციოთ ყურადღება: ჯოს დაბოლოება, რომელიც 1-ელ თვლაზე ჰასო გაეშით უტყამს, იგივეა, რომელიც მე-2 თვლაზე ხვდება მოწინააღმდეგეს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აქ ჯოს ერთი და იმავე დაბოლოებით ორჯერ ზედიზედ ვარტყამთ. ეს დამახასიათებელია მეთოდისთვის და იმის შედეგია, რომ სავარჯიშო სწორ ხაზზე სრულდება ერთი მოწინააღმდეგის პირისპირ და რომ დარტყმები ერთსა და იმავე ადამიანზე რამდენჯერმე, მაშასადამე ერთი და იმავე მიმართულებით მეორდება.

და პირიქით, როდესაც ჯოს ერთი და იგივე მოძრაობა წრფივად არ სრულდება, როდესაც ის საბრძოლო კონტექსტში კეთდება, ანუ შეტევები რამდენიმე მხრიდან და ერთდროულად მოდის, აღმოვაჩენთ, რომ ეს იარაღი მუდმივად მოქმედებს ორივე დაბოლოებით, რომ ერთი დაბოლოება არასდროსაა უმოქმედო, როდესაც მეორე დაბოლოება აქტიურია.

ეს ყველაფერი ასე შეგვიძლია შევაჯამოთ:

  • მეთოდის სასწავლო მუშაობისას მოწინააღმდეგე ერთია, ვმოქმედებთ სწორ ხაზზე, დარტყმები განმეორებითია და ჯოს ერთსა და იმავე დაბოლოებას ზედიზედ ვიყენებთ.
  • საბრძოლო რეალობაში მოწინააღმდეგე ოთხია, ოთხ სხვადასხვა ხაზზე არიან და ერთდროულად გვიტევენ. ჩვენ ყოველ ჯერზე ვურტყამთ ორ მათგანს და ამისთვის ჯოს ორივე დაბოლოებას ერთდროულად ვიყენებთ:

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯოს ტექნიკური ხმარება, მაგალითად, მე-5 კენ ტაი ჯოში არანაირად არ იცვლება: საბრძოლო მოძრაობა

მეთოდის სასწავლო მოძრაობის იდენტურია. რეალურ სიტუაციაში ერთადერთი რამ იცვლება და ეს გადაადგილებაა. მართლაც, საბრძოლო რეალობა მოითხოვს, რომ გადაადგილებისას ირიმი-ტენკანის პრინციპი ამოქმედდეს.

ბოლო პუნქტი ყველაზე მნიშვნელოვანია. ის საშუალებას გვაძლევს გავიგოთ, თუ რატომ არ ექნება აიკიდოს არავითარი შედეგი და ეფექტურობა, თუკი რეალურ სიტუაციაში სასწავლო სავარჯიშოს გამოყენებით დავკმაყოფილდებით და მას ირიმი-ტენკანის გადაადგილებას არ დავუმატებთ. სასწავლო სავარჯიშოს, როგორც ასეთს, ვერ ექნება საბრძოლო ეფექტურობა, ვინაიდან იქ გადაადგილება არ მიიღება მხედველობაში. ის იქ პედაგოგიური არჩევანის გამო არ არის. სასწავლო სავარჯიშოს გამოყენებას რეალურ სიტუაციაში ამ პუქტის გაუთვალისწინებლად შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს.

ფილიპ ვოარინო
2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/ken-tai-jo-5-4-adversaires/

Categories
სტატიები

კენ ტაი ჯო #5 – ჰენკა

თავისი კვლევის გზაზე საიტო სენსეიმ გადაწყვიტა, რომ ეს ძველი საბაზო ფორმა მეთოდში მოძრაობის ერთ-ერთი ვარიანტი (ჰენკა) გახდებოდა.

წინა სტატიაში განვმარტე, რომ საიტო სენსეი, როცა კენ ტაი ჯოების ეს სერია შექმნა, n°5-ს მეორე დარტყმას სრული ირიმი-ტენკანით ასწავლიდა:

თუმცა იყო ხანმოკლე პერიოდი მისი კვლევის სულ მთლად დასაწყისში, როდესაც ის ამ სავარჯიშოს უფრო კონცენტრირებულ ფორმას საბაზო ფორმად ასწავლიდა და სწორედ ამ ფორმას იხილავთ ამ ვიდეოში:

მეორე დარტყმა პირველის მერე ისე სწრაფად ხდება, რომ მარჯვენა ხელის ჩავლების შეცვლა შეუძლებელია (როგორც ამას სავარჯიშოს კლასიკური ფორმის დროს აკეთებენ ხოლმე დღეს):

თავისი კვლევის გზაზე საიტო სენსეიმ გადაწყვიტა, რომ ეს ძველი საბაზო ფორმა მეთოდში მოძრაობის ერთ-ერთი ვარიანტი (ჰენკა) გახდებოდა. და ასეც ისწავლება დღეს. 

მომდევნო სტატიაში ვნახავთ, თუ რას შეესაბამება ეს ვარიანტი, ოღონდ ამჯერად საბრძოლო, მრავალმიმართულებიანი მოძრაობის რეალობაში.

ფილიპ ვოარინო
2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/ken-tai-jo-5-henka/

Categories
სტატიები

კენ ტაი ჯო #5 – ნიშანდობლივი ტექნიკური ამბავი

ვიდეოში ნაჩვენებია მე-5 კენ ტაი ჯო სრული ირიმი-ტენკანით მეორე დარტმის დროს. სწორედ ასე ასწავლიდა საიტო სენსეი ამ სავარჯიშოს მისი შექმნის მომენტში.

ამ ვიდეოში ნაჩვენებია მე-5 კენ ტაი ჯოს (ხმალი ჯოს წინააღმდეგ) საწყისი ფორმა:

მე ეს სავარჯიშო უშუალოდ საიტო სენსეისგან ვისწავლე ივამაში, 1980-იანი წლების მიწურულს, იმ დროს, როდესაც მან შვიდი კენ ტაი ჯოსგან შემდგარი სერია შეიმუშავა. ის იმხანად ძიებისა და დახვეწის ფაზაში იყო, ამ სავარჯიშოების საბოლოო ფორმა ჯერ არ ჰქონდა ნაპოვნი და ყოველი დილის ვარჯიშისას ამ მოძრაობებში გარკვეული ნაწილი შეცვლილი გვხვდებოდა. სულ ერთი მუჭა უჩი დეშები ვიყავით, ვისაც წილად გვხვდა პრივილეგია, შევსწრებოდით სწავლების ამ პროგრამის შემუშავების პროცესს იმ ექსპერიმენტების ჭრილში, რომლებსაც საიტო სენსეი ატარებდა თავისი ცხოვრების იმ პერიოდში. ძალიან კარგად მახსოვს ეს პერიოდი და დღეს უკეთ მესმის ის კრიტერიუმები, რომლებითაც ის ხელმძღვანელობდა ამა თუ იმ არჩევანის გაკეთებისას.

ვიდეოში ნაჩვენებია მე-5 კენ ტაი ჯო სრული ირიმი-ტენკანით მეორე დარტყმის დროს. სწორედ ასე ასწავლიდა საიტო სენსეი ამ სავარჯიშოს მისი შექმნის მომენტში:

მხოლოდ ოდნავ მოგვიანებით შეწყვიტა ასეთი შესვლა, რომელიც ღრმა ტაი ნო ჰენკას მოითხოვდა უჩის მარცხენა, უკანა მხარეს და დაკმაყოფილდა იმით, რომ მეორე დარტყმისას მსუბუქად გადიოდა მარჯვნივ. ამგვარად ამოიღო აქედან ირიმი-ტენკანის ცნება.

მინდა, ასეთმა ტექნიკურმა ევოლუციამ დაგვაფიქროს იმ ფაქტზე, რომ სრული ირიმი-ტენკანი არასდროსაა ნაჩვენები აიკიდოს მეთოდით შესრულებულ იარაღის სავარჯიშოებში. მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ირიმი-ტენკანი აიკიდოს პრინციპია და რომ ის, ბუნებრივია, თითოეულ ტექნიკაში უნდა იყოს. ის ამბავი, რომ ეს პრინციპი არსადაა მეთოდის მიხედვით შესრულებულ იარაღის სავარჯიშოებში, ცხადად გვაჩვენებს, რომ აქ საქმე პედაგოგიურ არჩევანთან გვაქვს.

ნიშანდობლივი ტექნიკური ამბავი, რომელიც აქ გავიხსენე, ამ ფაქტის მტკიცებულებაა. ირიმი-ტენკანის სწავლება მე-5 კენ ტაი ჯოს მეორე დარტყმისას უადგილო იყო მეთოდის სავარჯიშოში და სწორედ ამის გამო ამოიღო ის საიტო სენენიმ ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ. 

სიმართლე ითქვას, მეორე მიზეზიც არსებობს აქ, რომელიც აიკიდოს სიღრმისეულ რეალობას შეეხება. 180°-იანი ტრიალი, რომელსაც საიტო სენსეი ასრულებდა მე-5 კენ ტაი ჯოს კეთებისას და რომელიც ამ ვიდეოშია ნაჩვენები, მართლაც არავითარი აზრი არ აქვს. ნამდვილ, რეალურ აიკიდოში, აიკიდოში, რომელიც საშუალებას გვაძლევს ოთხი

მხრიდან ერთდროულად წამოსულ შეტევებს ვუპასუხოთ, ყველა ბრუნი 270°-იანია. და საიტო სენსეიმაც უთუოდ ასეთი მსჯელობით იხელმძღვანელა: 270°-იანი ტრიალი სწორია აიკიდოს რეალობაში, ტრიალის ამოღება კი გამართლებულია სწავლების მეთოდის ფარგლებში, 180°-იანი ტრიალი არაფერს შეესაბამება და ამიტომაც ის არ უნდა ფიგურირებდეს არსად.

აი, რატომ არ არის საჭირო აქ ნაჩვენები ღრმა შესვლა, რადგან ეს მხოლოდ და მხოლოდ მეთოდის ფარგლებში შექმნილი სავარჯიშოა.

ფილიპ ვოარინო 2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/ken-tai-jo-5-anecdote-technique/

Categories
სტატიები

კენ ტაი ჯო #4 – მეთოდის ზღვარი

აიკიდოს კონცეფცია ერთდროულად მომავალი მრავლობითი შეტევის მართვაა, არ არსებობს ტექნიკები ერთი და მრავალობოთი შეტევებისთვის ცალ-ცალკე.

ამ ვიდეოში ნაჩვენებია მე-4 კენ ტაი ჯოს (ხმალი ჯოს წინააღმდეგ) სავარჯიშოს საბაზო ფორმა, კიჰონი:

მინდა ვისარგებლო ერთსა და იმავე პარტნიორზე ორი ერთიმეორეს მიყოლებული დარტყმისგან შემდგარი ამ სავარჯიშოთი და სწავლების შემდეგ საფეხურზე გადავიდე, რომელიც პარადოქსული მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს: საბრძოლო ხელოვნებაში ერთსა და იმავე მოწინააღმდეგეს ორჯერ არ უტყამენ.

ამის ორი უმთავრესი მიზეზი არსებობს.

პირველი ის გახლავთ, რომ ადამიანი, რომელიც მთელი ძალით იღებს ჯოს დარტყმას სახეში, როგორც აქ, ამ შეთხვევაში ხდება, უკან ვარდება და ბრძოლას ეთიშება. მიზანი მიღწეულია და საჭირო სხვა რამეზე გადასვლაა. არავითარი აზრი არა აქვს მისთვის მუხლის ჩამტვრევას მის დასაგდებად, ვინაიდან პირველი დარტყმისგან ის უკვე ძირსაა:

მეორე მიზეზი ის გახლავთ, რომ ბრძოლისას პრინციპი ასეთია – თავდამსხმელი რამდენიმეა და არ გვაქვს დრო იმისათვის, რომ ერთ მათგანს ზედიზედ დავარტყათ ორჯერ. უწყვეტი გადაადგილება უმნიშვნელოვანესია და დარტყმის გამეორება დროის რაღაც მონაკვეთში გაჩერებას ნიშნავს, ეს კი თავისთავად სხვა მოწინააღმდეგეებს ჩვენთვის დატყმის საშუალებას აძლევს და მათ ჩვენივე დაცვაში შემოსვლის უსაფუძვლო შესაძლებლობას უქმნის.

გონებაში უნდა გვქონდეს ის აზრი, რომ აიკიდო რინგის წესების ფარგლებში მოქცეული მუშტი-კრივი არ არის, one to one, ეს ომის ხელოვნებაა და საფრთხე ყველა მიმმართულებიდან და ერთდროულად მოდის ჩვენკენ. აქ სიმრავლესთან გამკლავებას ვსწავლობთ და სიმრავლე არასდროს გამოიჩენს თავაზიანობას, რომ გაჩერდეს და მოწინააღმდეგეს დაწყებული საქმის დასრულება აცალოს. აიკიდოს თითოეული ტექნიკა აგებულია ისე, რომ ერთდორულად რამდენიმე შეტევის უსაფრთხოდ მართვა შეგვეძლოს, არ არსებობს ტექნიკა ერთი მეტოქის და ტექნიკა რამდენიმე მეტოქის წინააღმდეგ, მოძრაობა ყოველთვის ერთი და იგივეა და ეს მოძრაობა – და სწორედ ესაა შესანიშნავი აიკიდოში – გააზრებულია ისე, რომ ის ყველა სიტუაციას უნდა მოერგოს. იმის საპირისპიროდ, როგორც შეიძლება ზოგმა იფიქროს, აიკიდოში არ იცვლება ტექნიკები გარემოებების მიხედვით, ყველა გარემოებას მოძროაბის ერთიანი პრინციპი უსწრებს წინ. სწორედ ესაა ეფეტიანობის პირობა: ყოველთვის უცვლელად აკეთო ერთი და იგივე. ამ ერთიან მოძრაობას შეიძლება სხვადასხვა შედეგები მოჰყვეს, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ ფორმასთან დაკავშირებული მეორეხარისხოვანი ასპექტია.მაშინ რატომ ვურტყამთ ორჯერ ზედიზედ ერთსა და იმავე ადამიანს მე-4 კენ ტაი ჯოში? იმიტომ რომ ზუსტადაც ფორმას ვსწავლობთ აქ, ამის სწავლა აუცილებელია, მაგრამ მასში საბრძოლო განზომილება ჯერ არ მიიღება მხედველობაში, ის აქ ჯერ არ არის დამატებული. უმნიშვნელოვანესია, რომ პრაქტიკის ეს ორი დონე ერთმანეთში არ ავურიოთ, პედაგოგიური მთავრდება იქ, სადაც იწყება საბრძოლო.

მსოფლიოში ყველაზე ლამაზი გოგო მოგცემთ იმას, რაც აქვს – მომიტევეთ ეს ფალოცენტრული შრდარება, მაგრამ იგი გამომხატველი და მეტყველია – და არ უნდა მოვთხოვოთ მეთოდს იმაზე მეტი, რისი მოცემაც მას შეუძლია.

ფილიპ ვოარინო
2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/ken-tai-jo-4-limite-de-la-methode/

Categories
სტატიები

ჯო დორი – ატემი

განთავისუფლებულ წინა ხელს უჩის ნიკაპში აპერკოტის დარტყმა შეუძლია, ნაგეს წინა ფეხი კი უჩის 2 ფეხს შორის უნდა შევიდეს.

ამ ვიდეოში ჯოს ართმევის სავარჯიშოს საბაზო, კიჰონის ფორმაა ნაჩვენები:

აქ ორი პუნქტი ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას.

ჯერ ის, რომ მოწინააღმდეგის შეტევაში შესვლისას არ უნდა დავტოვოთ უკანა ხელი შეტევის ხაზზე. ვარჯიშის დროსაც კი უჩის ჩოკუ ცკი შეიძლება საშიში აღმოჩნდეს და შეტევის ხაზზე დარჩენილი ხელი დაგვიზიანოს:

შემდეგ კი საჭიროა შევცვალოთ ხელები, ანუ წინა ხელი, რომელიც პირველი იჭერს უჩის ჯოს, უკანა ხელით უნდა შეიცვალოს. მაშინ განთავისუფლებულ წინა ხელს უჩის ნიკაპში აპერკოტის დარტყმა შეუძლია. ასეთ დროს იმისთვის, რომ მანძილი (მააი) ზუსტი იყოს, ნაგეს წინა ფეხი უჩის ორ ფეხს შორის უნდა შევიდეს:

ფილიპ ვოარინო
2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/jo-dori-atemi/

Categories
სტატიები

ჯო დორი – ჯუჯი ნაგე, რეალური გამოყენება

აღმოჩენა იმისა, რომ უკეს გდება მისი დაგდების სურვილის შედეგი არ არის, პირდაპირ უკავშირება რიაის.

წინა ტექნიკურ სტატიაში განმარტებულია, თუ როგორ და რატომ არის საჭირო პედაგოგიური მეთოდის პირველ ხანებში ჯო დორი ჯუჯი ნაგეს შესრულება წრფივად და რატომ უნდა დავკმაყოფილდეთ უჩის გდებით იმავე ხაზზე, საიდანაც ის მოდის.

ამ ვიდეოში ნაჩვენებია, რომ ამავე სავარჯიშოს რეალური გამოყენება გვიკრძალავს იმ განზომილებას, რომელიც გააზრებულად არის ამოღებული მის პედაგოგიურ ვერსიაში და ეს განზომილება ირიმი-ტენკანით ბრუნვაა:

აქ ჩანს, რომ ირიმი-ტენკანის გამოყენებით ტექნიკის არსი არ იცვლება, უჩის იმავე, ჯვრის ფორმით გადაჯვარედინებული თავისივე ხელებით ვაგდებთ. ერთაერთი რამ, რაც იცვლება, სივრცეში ნაგეს გადაადგილებაა, იმიტომ რომ აქ ის უკვე არა ერთი, არამედ ოთხი მხრიდან მომავალ შეტევებს ითვალისწინებს.

სივრცეში სხეულის ამ ახლებური გადაადგილებით ნაგეს ცნობიერება იცვლება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. 

მართლაც, როდესაც დიდხანს ასრულებს ნაგე ამ სავარჯიშოს სწორ ხაზზე მეთოდის ფარგლებში, იწყებს ფიქრს, რომ მისი მიზანი უჩის იარაღის ხელში ჩაგდება და ამ უკანასკნელის გდებაა ერთგვარი ტექნიკით, რომელიც მან უნდა ისწავლოს და მეცადინეობით დახვეწოს. და ის სრულიად მართალია, ვინაიდან მეთოდით ვარჯიშისას მიზანიც სწორედ ესაა.

ირიმი-ტენკანის გადაადგილება, რომელიც აიძულებს ნაგეს თავდამსხმელთა წრეში შეიჭრას, საშუალებას აძლევს, გააცნობიეროს, რომ იარაღი, რომელსაც ის ხელს დაადებს, პირველივე წამიდან შეიძლება გამოყენებულ იქნეს ირგვლივ მყოფი დანარჩენი მოწინააღმდეგეებისთვის დასარტყმელად. ასეთ დროს ის ამჩნევს, რომ უჩი არ ვარდება ისე, როგორც მას ეგონა – სურვილით, რომ დაადგოს ის, არამედ ამ უკანასკნელის ვარდნა ბუნებრივი შედეგი ხდება სხულის ჭრისა და დარტყმის იმ მოძრაობებისა, რომელთაც ის აამუშავებს გარშემომყოფი სხვა თავდამსხმელების წინააღმდეგ:

აღმოჩენა იმისა, რომ უკეს ვარდნა მისი დაგდების სურვილის შედეგი არ არის, უკავშირდება რიაის. ნაგე უკვე აღარ ფიქრობს, რომ არსებობს, ერთი მხრივ, მოძრაობები იარაღის ხელში ჩასაგდებად და, მეორე მხრივ, მოძრაობები ამ იარაღით დარტყმისათვის. მას ესმის, რომ ამგვარი მიდგომა იგივეა, რომ ადამიანმა იფიქროს, წყლის მოლეკულა ხან წყალბადია და ხანაც ჟანგბადიო. ეს კი, ცხადია, არასწორია, წყლის მოლეკულა მხოლოდ და მხოლოდ წყალბადის ორი ატომისა და ჟანგბადის ერთი ატომის თანამშრომლობის შედეგია. ის არის H2O და სხვა არაფერი და თუ წყლის მოლეკულა ასეა შედგენილი, ეს ერთიან, მთლიანში მისი ელემენტების ურთიერთდამოკიდებულებით ხდება. ასევე ხდება აიკიდოს ტექნიკებშიც, ისინი ურთიერთდამოკიდებულია და მათგან აღარაფერი დარჩება, თუკი მოვშლით კავშირს, რომელიც მათ აერთიანებს და ამთლიანებს.

რიაის გააზრების გამოღვიძება შეუძლებელია მეთოდის ფარგლებში მუშაობის შედეგად. რადგან მეთოდი არ არის შექმნილი ამგვარი გააზრების გამოსაღვიძებლად, მას სხვა მიზნები აქვს და ეს მიზნები აუცილებელია ამ გამოღვიძების შესაძლებლობის მოსამზადებლად, მაგრამ არ შეუძლია ამის გამოწვევა. ცნობიერების გამოღვიძება პიროვნული სამუშაოა, რომლის შესრულებაც აიკიდოში მოვარჯიშეს მხოლოდ მეთოდის მიღმა მუშაობისას შეუძლია. ამ სამუშაოს დროს ადამიანი მარტოა, მეგზურს მხოლოდ ევენტუალურად შეუძლია მისთვის გარკვეული ორიენტირების მიცემა და რთული მონაკვეთბის დროს გზის ჩვენება, მაგრამ ასეთ დროს ადამიანი ან დგამს ნაბიჯებს ერთიმეორის მიყოლებით და მთისკენ ამავალ გზას მიუყვება… ან არა.

ფილიპ ვოარინო
2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/jo-dori-juji-nage-application/

Categories
სტატიები

ჯო დორი – ჯუჯი ნაგე

გდების მომენტში მოწინააღმდეგის ხელების ამ გადაჯვარედინებულმა ფორმამ გააჩინა სახელწოდება ჯუჯი ნაგე, ანუ „გდება რიცხვი 10-ის ფორმის მიხედვით“.

თავდაპირველად, როგორც ყოველთვის, სავარჯიშო პედაგოგიური მეთოდის სრული დაცვით, წრფივად სრულდება. ამიტომაც ვიდეოში ნაჩვენებია, რომ სწავლის ამ სტადიაზე უჩის ვაგდებთ იმავე მხარეს, საიდანაც ის მოდის:
ამ გდებისათვის უჩის ხელები გადაჯვარედილებული უნდა იყოს ისე, როგორც იწერება და გამოითქმის რიცხვი 10 იაპონურად 十. „ჯუ ჯი“ ნიშნავს „რიცხვ ათს“. გდების მომენტში მოწინააღმდეგის ხელების ამ თავისებურმა, გადაჯვარედილებულმა ფორმამ გააჩინა სახელწოდება ჯუჯი ნაგე: „გდება რიცხვი 10-ის ფორმის მიხედვით“:

ფილიპ ვოარინო
2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/jo-dori-juji-nage/

Categories
სტატიები

ჯო დორი ჰაჩი ნო ჯი – შესრულება

მოწინააღმდეგეთა წრეში ყოველთვის ერთი და იმავე გადაადგილებით უნდა შეხვიდე. აიკიდოს ყველა ტექნიკა ერთი და იმავე გადაადგილებისგან იბადება.

წინა სტატიაში განხილული ჯოს წინააღმდეგ შესრულებული კატატე ჰაჩი ნო ჯი გაეშის მოძრაობა მხოლოდ შემტევი მოწინააღმდეგის ჯოსაგან თავის დახსნაში არ მდგომარეობს.

მომდევნო ვიდეო გვიჩენებს, როგორ გვაძლევს ეს მოძრაობა საშუალებას, ოთხი მხრიდან წამოსული შეტევები ვმართოთ და თან ისე, რომ არანაირი ცვლილების შეტანის აუცილებლობა არ დადგეს:

უკვე ითქვა, რომ როგორც კი ნაგე ხელს დაადებს უჩის იარაღს, ამ უკანასკნელის მფლობელი იცვლება და ნაგემ ის დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენოს დარტყმისათვის ამ იარაღის ხმარების წესების მიხედვით:

აქ არ იგულისხმება უჩისაგან თავის განთავისუფლება, რათა შემდეგ გამოვიყენოთ ხელში ჩაგდებული შუბი, აქ იგულისხმება, რომ ერთი და იმავე მოძრაობით ერთდროულად ვურტყამთ და თავსაც ვითავისუფლებთ უჩისაგან. უამისოდ და დროის სიმცირის გამო ამ მოძრაობას არ ექნება ეფექტურობა ჯგუფური შეტევის შემთხვევაში.

ერთადერთი გზა არსებობს „გაუთვალისწინებლობის“ მინიმუმამდე შესამცირებლად, რომელიც გარდაუვლად ახლავს თან სხეულის გახსნას ოთხი მხრიდან მომავალი შეტევების დროს: მოწინააღმდეგეთა წრეში აუცილებლად ერთი და იმავე გადაადგილებით უნდა შევიდეთ (აიკიდოს ყველა ტექნიკა ერთი და იმავე გადაასგილებისგან იბადება). მორიჰეი უეშიბა ამას ხატოვნად ხსნიდა, უნდა გამოვიყენოთ „ერთი“, რათა ვიბრძოლოთ ბევრის წინააღმდეგო.

ფილიპ ვოარინო
2023 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/jo-dori-hachi-no-ji-application/