განთავისუფლებულ წინა ხელს უჩის ნიკაპში აპერკოტის დარტყმა შეუძლია, ნაგეს წინა ფეხი კი უჩის 2 ფეხს შორის უნდა შევიდეს.
ამ ვიდეოში ჯოს ართმევის სავარჯიშოს საბაზო, კიჰონის ფორმაა ნაჩვენები:
აქ ორი პუნქტი ითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას.
ჯერ ის, რომ მოწინააღმდეგის შეტევაში შესვლისას არ უნდა დავტოვოთ უკანა ხელი შეტევის ხაზზე. ვარჯიშის დროსაც კი უჩის ჩოკუ ცკი შეიძლება საშიში აღმოჩნდეს და შეტევის ხაზზე დარჩენილი ხელი დაგვიზიანოს:
შემდეგ კი საჭიროა შევცვალოთ ხელები, ანუ წინა ხელი, რომელიც პირველი იჭერს უჩის ჯოს, უკანა ხელით უნდა შეიცვალოს. მაშინ განთავისუფლებულ წინა ხელს უჩის ნიკაპში აპერკოტის დარტყმა შეუძლია. ასეთ დროს იმისთვის, რომ მანძილი (მააი) ზუსტი იყოს, ნაგეს წინა ფეხი უჩის ორ ფეხს შორის უნდა შევიდეს:
აღმოჩენა იმისა, რომ უკეს გდება მისი დაგდების სურვილის შედეგი არ არის, პირდაპირ უკავშირება რიაის.
წინა ტექნიკურ სტატიაში განმარტებულია, თუ როგორ და რატომ არის საჭირო პედაგოგიური მეთოდის პირველ ხანებში ჯო დორი ჯუჯი ნაგეს შესრულება წრფივად და რატომ უნდა დავკმაყოფილდეთ უჩის გდებით იმავე ხაზზე, საიდანაც ის მოდის.
ამ ვიდეოში ნაჩვენებია, რომ ამავე სავარჯიშოს რეალური გამოყენება გვიკრძალავს იმ განზომილებას, რომელიც გააზრებულად არის ამოღებული მის პედაგოგიურ ვერსიაში და ეს განზომილება ირიმი-ტენკანით ბრუნვაა:
აქ ჩანს, რომ ირიმი-ტენკანის გამოყენებით ტექნიკის არსი არ იცვლება, უჩის იმავე, ჯვრის ფორმით გადაჯვარედინებული თავისივე ხელებით ვაგდებთ. ერთაერთი რამ, რაც იცვლება, სივრცეში ნაგეს გადაადგილებაა, იმიტომ რომ აქ ის უკვე არა ერთი, არამედ ოთხი მხრიდან მომავალ შეტევებს ითვალისწინებს.
სივრცეში სხეულის ამ ახლებური გადაადგილებით ნაგეს ცნობიერება იცვლება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
მართლაც, როდესაც დიდხანს ასრულებს ნაგე ამ სავარჯიშოს სწორ ხაზზე მეთოდის ფარგლებში, იწყებს ფიქრს, რომ მისი მიზანი უჩის იარაღის ხელში ჩაგდება და ამ უკანასკნელის გდებაა ერთგვარი ტექნიკით, რომელიც მან უნდა ისწავლოს და მეცადინეობით დახვეწოს. და ის სრულიად მართალია, ვინაიდან მეთოდით ვარჯიშისას მიზანიც სწორედ ესაა.
ირიმი-ტენკანის გადაადგილება, რომელიც აიძულებს ნაგეს თავდამსხმელთა წრეში შეიჭრას, საშუალებას აძლევს, გააცნობიეროს, რომ იარაღი, რომელსაც ის ხელს დაადებს, პირველივე წამიდან შეიძლება გამოყენებულ იქნეს ირგვლივ მყოფი დანარჩენი მოწინააღმდეგეებისთვის დასარტყმელად. ასეთ დროს ის ამჩნევს, რომ უჩი არ ვარდება ისე, როგორც მას ეგონა – სურვილით, რომ დაადგოს ის, არამედ ამ უკანასკნელის ვარდნა ბუნებრივი შედეგი ხდება სხულის ჭრისა და დარტყმის იმ მოძრაობებისა, რომელთაც ის აამუშავებს გარშემომყოფი სხვა თავდამსხმელების წინააღმდეგ:
აღმოჩენა იმისა, რომ უკეს ვარდნა მისი დაგდების სურვილის შედეგი არ არის, უკავშირდება რიაის. ნაგე უკვე აღარ ფიქრობს, რომ არსებობს, ერთი მხრივ, მოძრაობები იარაღის ხელში ჩასაგდებად და, მეორე მხრივ, მოძრაობები ამ იარაღით დარტყმისათვის. მას ესმის, რომ ამგვარი მიდგომა იგივეა, რომ ადამიანმა იფიქროს, წყლის მოლეკულა ხან წყალბადია და ხანაც ჟანგბადიო. ეს კი, ცხადია, არასწორია, წყლის მოლეკულა მხოლოდ და მხოლოდ წყალბადის ორი ატომისა და ჟანგბადის ერთი ატომის თანამშრომლობის შედეგია. ის არის H2O და სხვა არაფერი და თუ წყლის მოლეკულა ასეა შედგენილი, ეს ერთიან, მთლიანში მისი ელემენტების ურთიერთდამოკიდებულებით ხდება. ასევე ხდება აიკიდოს ტექნიკებშიც, ისინი ურთიერთდამოკიდებულია და მათგან აღარაფერი დარჩება, თუკი მოვშლით კავშირს, რომელიც მათ აერთიანებს და ამთლიანებს.
რიაის გააზრების გამოღვიძება შეუძლებელია მეთოდის ფარგლებში მუშაობის შედეგად. რადგან მეთოდი არ არის შექმნილი ამგვარი გააზრების გამოსაღვიძებლად, მას სხვა მიზნები აქვს და ეს მიზნები აუცილებელია ამ გამოღვიძების შესაძლებლობის მოსამზადებლად, მაგრამ არ შეუძლია ამის გამოწვევა. ცნობიერების გამოღვიძება პიროვნული სამუშაოა, რომლის შესრულებაც აიკიდოში მოვარჯიშეს მხოლოდ მეთოდის მიღმა მუშაობისას შეუძლია. ამ სამუშაოს დროს ადამიანი მარტოა, მეგზურს მხოლოდ ევენტუალურად შეუძლია მისთვის გარკვეული ორიენტირების მიცემა და რთული მონაკვეთბის დროს გზის ჩვენება, მაგრამ ასეთ დროს ადამიანი ან დგამს ნაბიჯებს ერთიმეორის მიყოლებით და მთისკენ ამავალ გზას მიუყვება… ან არა.
გდების მომენტში მოწინააღმდეგის ხელების ამ გადაჯვარედინებულმა ფორმამ გააჩინა სახელწოდება ჯუჯი ნაგე, ანუ „გდება რიცხვი 10-ის ფორმის მიხედვით“.
თავდაპირველად, როგორც ყოველთვის, სავარჯიშო პედაგოგიური მეთოდის სრული დაცვით, წრფივად სრულდება. ამიტომაც ვიდეოში ნაჩვენებია, რომ სწავლის ამ სტადიაზე უჩის ვაგდებთ იმავე მხარეს, საიდანაც ის მოდის: ამ გდებისათვის უჩის ხელები გადაჯვარედილებული უნდა იყოს ისე, როგორც იწერება და გამოითქმის რიცხვი 10 იაპონურად 十. „ჯუ ჯი“ ნიშნავს „რიცხვ ათს“. გდების მომენტში მოწინააღმდეგის ხელების ამ თავისებურმა, გადაჯვარედილებულმა ფორმამ გააჩინა სახელწოდება ჯუჯი ნაგე: „გდება რიცხვი 10-ის ფორმის მიხედვით“:
მოწინააღმდეგეთა წრეში ყოველთვის ერთი და იმავე გადაადგილებით უნდა შეხვიდე. აიკიდოს ყველა ტექნიკა ერთი და იმავე გადაადგილებისგან იბადება.
წინა სტატიაში განხილული ჯოს წინააღმდეგ შესრულებული კატატე ჰაჩი ნო ჯი გაეშის მოძრაობა მხოლოდ შემტევი მოწინააღმდეგის ჯოსაგან თავის დახსნაში არ მდგომარეობს.
მომდევნო ვიდეო გვიჩენებს, როგორ გვაძლევს ეს მოძრაობა საშუალებას, ოთხი მხრიდან წამოსული შეტევები ვმართოთ და თან ისე, რომ არანაირი ცვლილების შეტანის აუცილებლობა არ დადგეს:
უკვე ითქვა, რომ როგორც კი ნაგე ხელს დაადებს უჩის იარაღს, ამ უკანასკნელის მფლობელი იცვლება და ნაგემ ის დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენოს დარტყმისათვის ამ იარაღის ხმარების წესების მიხედვით:
აქ არ იგულისხმება უჩისაგან თავის განთავისუფლება, რათა შემდეგ გამოვიყენოთ ხელში ჩაგდებული შუბი, აქ იგულისხმება, რომ ერთი და იმავე მოძრაობით ერთდროულად ვურტყამთ და თავსაც ვითავისუფლებთ უჩისაგან. უამისოდ და დროის სიმცირის გამო ამ მოძრაობას არ ექნება ეფექტურობა ჯგუფური შეტევის შემთხვევაში.
ერთადერთი გზა არსებობს „გაუთვალისწინებლობის“ მინიმუმამდე შესამცირებლად, რომელიც გარდაუვლად ახლავს თან სხეულის გახსნას ოთხი მხრიდან მომავალი შეტევების დროს: მოწინააღმდეგეთა წრეში აუცილებლად ერთი და იმავე გადაადგილებით უნდა შევიდეთ (აიკიდოს ყველა ტექნიკა ერთი და იმავე გადაასგილებისგან იბადება). მორიჰეი უეშიბა ამას ხატოვნად ხსნიდა, უნდა გამოვიყენოთ „ერთი“, რათა ვიბრძოლოთ ბევრის წინააღმდეგო.
ეს ჯო დორი ჰაჩი ნო ჯი გაეშის სკრუპულოზური შესრულებაა, ოღონდ აქ უჩის ჯოს ბოლოზე ხელის ჩავლებით კეთდება.
კარგი ცოდნა და შესრულება სუბურისა, რომელსაც სახელად კატატე ჰაჩი ნო ჯი გაეში ჰქვია, არსებითია ამ მოძრაობის გაგებისა და კარგი შესრულებისათვის.
ეს ჯო დორი ჰაჩი ნო ჯი გაეშის სკრუპულოზური შესრულებაა, ოღონდ აქ უჩის ჯოს ბოლოზე ხელის ჩავლებით კეთდება. ამიტომაც გდება არ უნდა მივიჩნიოთ რაიმე განსაკუთრებულ ტექნიკად, ეს შედეგია ჰაჩი ნო ჯი გაეშის დარტყმისა, როდესაც ის ზუსტად სრულდება:
საიტო სენსეის სწავლების მეთოდში ეს ჯო დორი სწორ ხაზზე სრულდება, ამიტომაც გდებისას უჩის ვუშვებთ იმ მხარეს, საიდანაც ის თავად მოდის. ამგვარი პრაქტიკა სასარგებლოა, იმიტომ რომ თავიდან გვაცილებს ჯვარედინ გდებებს, საშუალებას გვაძლევს უვნებელი გავხადოთ ვარჯიში და ავირიდოთ დაჯახებისაგან გამოწვეული უბედური შემთხვევები.
მაგრამ სავარჯიშო თეორიულად რჩება, როდესაც მას ამგვარად ვასრულებთ, რადგან დარტყმის მომენტში უჩი ჯო ძლიერი და მდგრადია წინა ფეხის ღერძზე და შეუძლებელია მისთვის წონასწორობის დაკარგვინება ამ მიმართულებით:
ჰანმის დგომში ადამიანმა ორ მხარეს – გვერდით – შეიძლება დაკარგოს წონასწორობა და ამ ილეთის შემთხვევაში ეს მისგან მარცხენა მხარეს ხდება:
სწორედ ამიტომ არ უნდა შევაჩეროთ ირიმი-ტენკანი შუა გზაში ამ მოძრაობის შესრულებისას, როგორც ეს მეთოდის დროს ხდება, არამედ პირიქით, ის უნდა შევასრულოთ ბოლომდე, ისე, როგორც უნდა შესრულდეს სინამდვილეში. ამ ტრიალს ნაგეს სხეული საწყისი დგომიდან 270°-ზე მიჰყავს (როგორც შიჰო ნაგეს, კაიტენ ნაგეს, კოტე გაეშის და ა. შ. დროს.):
როგორც ყოველთვის, ახლაც მივაქციოთ ყურადღება, რომ სრული ბრუნვა, გარდა იმისა, რომ უჩისათვის წონასწორობის დაკარგვინებისთვისაა საჭირო, ასევე აუცილებელია ნაგესათვის, რათა ის თავდამსხმელთა წრეში შეიჭრას, თუკი შეტევა ჯგუფურია (ყოველი შეტევისას კი უნდა მოვიქცეთ ისე, როგორც ჯგუფური შეტევის დროს ვიქცევით, მაშინაც კი, როცა მოწინააღმდეგე მხოლოდ ერთია). ასე ორი სხვადასხვა პრობლემა იჭრება ერთი მოქმედებით. ტექნიკის ეფექტურობა, ისევე როგორც ნაგეს უსაფრთხოება შეუძლებელი ხდება, თუ ის არ შეიჭრება შემტევთა ჯგუფს შორის თავად ამ ტექნიკის შესრულების პროცესში.
უჩის გდება შუბის ორივე დაბოლოებით ჭრის მოქმედების უშუალო შედეგად იქცევა.
როდესაც აიკიდოში მოწინააღმდეგის ჯოს წართმევის (ჯო დორი) ტექნიკების შესწავლას იწყებენ, გონებაში ძირითადად ის აზრი აქვთ, რომ საჭიროა სხეულის ტექნიკის შესრულება მეტოქის იარაღის დასაუფლებლად. ვთქვათ, კოკიუ ნაგე, ან შიჰო ნაგე, ან კოტე გაეში… თითქოს ორი ეტაპი იყოს, რომელთაგან ერთი იმაში მდგომარეობს, რომ პირველ თვლაზე დავეუფლოთ ჯოს, მეორე კი, თანაც მხოლოდ მეორე თვლაზე, გამოვიყენოთ ის, თუკი ამის აუცილებლობა იარსებებს. ეს შეგრძნება სწორი არ არის, თვლა მხოლოდ ერთია: გდების ტექნიკა იარაღის ტექნიკაა. როდესაც ნაგეს ხელები მოწინააღმდეგის ჯოს ეხება, ჯო უკვე მისი ხდება და დაუყოვნებლივ უნდა გამოიყენოს ისე, როგორც მისი ხმარების წესი მოითხოვს. როგორც კი ნაგე იარაღს დაეუფლება,
რაგინდ ცხადადაც არ უნდა მოგვეჩვენოს ეს ამბავი, მან ის სწორედ იარაღად უნდა გამოიყენოს.
ვიდეოში ნაჩვენებია, რომ უჩის გდება შუბის ორივე დაბოლოებით ჭრის დაუყოვნებლივი მოძრაობის შედეგი ხდება: ეს ძალიან თვალში საცემია, თუკი ამაზე დავფიქრდებით, იმიტომ რომ ეს ნიშნავს შემდეგს – თავად იარაღის მოძრაობა მისი ნორმალურად ხმარებისას ამავდროულად მოწინააღმდეგის გდებისათვის აუცილებელი იდეალური მოძრაობაცაა:
ამ ორი რამის მუდმივი შესაბამისობა ტექნიკათა ერთიანობაში გამოხატულებაა იმისა, რასაც აიკიდოში რიაის უწოდებენ და რაც კავშირშია იმ ფაქტთან, რომ ყველა მოძრაობა მოქმედების ერთი და საერთო პრინციპიდან იღებს სათავეს.
საბრძოლო კონტექსტში, თუ უიარაღოდ ვართ, მოწინააღმდეგე კი შეიარაღებული გვიტევს და ვახერხებთ მის იარაღზე ხელის ჩავლებას, ამას იარაღის ძირს დასადებად არ ვაკეთებთ, როგორც ეს დანზე ჩატარებული გამოცდის დროს ხდება.
წინა სტატიაში ვნახეთ გდების ორი შესაძლო ფორმა ჯოთი ცკის შეტევის დროს: ჯერ გდება 180°-ით უკნისაკენ, რაც სწავლების მეთოდის კლასიკური ფორმაა ელემენტარულ დონეზე, რომლის დროსაც მხოლოდ ირიმის ვიყენებთ და შემდეგ ჩვეულებრივი ფორმა, რომელიც უკვე ირიმი-ტენკანის სრულად გამოყენებით სრულდება.
ეს ორივე შესანიშნავი სასწავლო ფორმაა, მაგრამ ნამდვილი საბრძოლო ფორმა მათგან განსხვავდება და მხოლოდ ამ ვიდეოშია ნაჩვენები:
იმ მომენტიდან, როდესაც ტორის ხელები უკეს იარაღს ევლება, ის სინამდვილეში მისი იარაღი ხდება. შეუძლია მიმართოს იქით, საითაც მოესურვება და გამოიყენოს ისე, როგორც იარაღის გამოყენებას შეეფერება, ანუ დაარტყას ასე ან ისე.
აიკიდოში გდებები შეიძლება იყოს საბრძოლო ხასიათისა, როგორც ეს შიჰო ნაგეს შემთხვევაში ხდება, თუკი ის სრული ძალით სრულდება. სხვა შემთხვევებში, როგორიცაა ჯო დორი სოკუმენ ირიმი ნაგე, გდება ჯოს გამოუყენებლად არ არის საბოლოო მიზანი, ესაა სავარჯიშო ტექნიკა საბრძოლო რეალობის გარეშე, რამაც უკეს უსაფრთხოდ ვარდნის საშუალება უნდა მისცეს.
როდესაც ჯო დორი საბრძოლო კონტექსტში სრულდება, არავითარი აზრი არა აქვს, დავიტოვოთ იარაღი ერთ ხელში და დავაგდოთ უკე მეორე ხელით, თითქოს შეიძლებოდეს, რომ თავს უფლება მივცეთ, მოწინააღმდეგეზე ვიმოქმედოთ ჩვენს ხელთ არსებული ძალის პატარა ნაწილით და არ ვისარგებლოთ ტენკანის მოძრაობით, რათა ამ იარაღით სხვა მიმართულებებიდან წამოსული შეტევები გავაკონტროლოთ. მოწინააღმდეგის გდება ცალი ხელით, როგორც ეს სავარჯიშოშია ნაჩვენები, ნიშნავს, რომ ჯეროვან და აუცილებელ ყურადღებას არ ვაქცევთ არც მას და არც სხვებს, რომლებიც აქვე არიან, ყოველ შემთხვევაში ვირტუალურად მაინც. ეს ამპარტავნული საქციელია და შეიძლება ძვირადაც დაგვიჯდეს.
საბრძოლო კონტექსტში, სადაც ჩვენს სიცოცხლეს ვიცავთ, თუ უიარაღოდ ვართ, მოწინააღმდეგე კი შეიარაღებული გვიტევს და ვახერხებთ მის იარაღზე ხელის ჩავლებას, ამას იარაღის ძირს დასადებად კი არ ვაკეთებთ, როგორც ეს დანზე ჩატარებული გამოცდის დროს ხდება, არამედ მის გამოსაყენებლად. ეს უნდა გავაკეთოთ დაუყოვნებლივ, ანუ ის უნდა გამოვიყენოთ გდებისათვის.
ბრძოლის წესები განსხვავდება ვარჯიშის წესებისაგან, მნიშვნელოვანია, რომ ისინი ერთმანეთში არ ავურიოთ და ყოველთვის ვიცოდეთ, რომელ დონეზე ვიმყოფებით ამა თუ იმ ტექნიკის შესრულებისას. უამისოდ ბოლოს იქამდე მივალთ, რომ დავიჯერებთ სხვადასხვა „სტილების“ არსებობას იქ, სადაც სინამდვილეში მხოლოდ და მხოლოდ პრაქტიკის სხვადასხვა დონეებია.
სრულ ირიმი-ტენკანზე დაფუძნებული ტექნიკა უბრალოდ ნამდვილი ტექნიკაა, რომელიც აიკიდოს მოქმედების პრინციპს იცავს.
ვარჯიშის საიტო სენსეისეულ მეთოდის მიხედვით ამ ვიდეოში წარმოდგენილი კოკიუ ნაგე სწორ ხაზზე სრულდება და მოწინააღმდეგე ვარდება იმ მხარეს, საიდანაც მოდის. მაშასადამე, მოწაფეს ირიმი-ტენკანის პირველი ნახევრის, ანუ მხოლოდ ირიმის შესრულება მოეთხოვება. გდება ასეთ დროს ირიმისთანავეა, ისე, რომ ტენკანს აღარ მივმართავთ. ილეთის შესრულების ამგვარი მანერა შესანიშნავია გარკვეული რაოდენობის საბაზო ელემენტების ასათვისებლად და მას დამწყებთათვის სწავლის გასაიოლებლად ასწავლიდა საიტო სენსეი ამ ფორმით.
არადა ვიცით, რომ აიკიდოს პრინციპი არის ირიმი + ტენკანი, იმდენად, რომ მივიღოთ ბრუნვა. მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი მოწინააღმდეგისთვის წონასწორობის დაკარგვინება იდეალური, ხოლო ძალა მაქსიმალური, როდესაც ბრუნვა სრულია. სინამდვილეში ირიმი ვერ არსებობს უტენკანოდ, ირიმის ან ტენკანის მოხსენიება ერთმანეთისგან დაცალკევებულად უაზრობაა, თუკი ეს წმინდად პედაგოგიური თვალსაზრისით არ ხდება:
ამიტომაც აქ ზედა დონის ტექნიკის ხსენება მთლად ზუსტი და სწორი არ არის. ტექნიკა „ზედა დონისაა“ მხოლოდ პედაგოგიურ, ხელოვნულ ფორმასთან შედარებით, რომელიც მხოლოდ ირიმით გდებაში მდგომარეობს. მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ირიმი-ტენკანზე დაფუძნებული ტექნიკა არის ნამდვილი ტექნიკა და მხოლოდ ასეა შესაძლებელი, თუკი აიკიდოს მოქმედების მთავარ პრინციპს დავიცავთ:აიკიდოს მოძრაობის რეალურობაში მოწინააღმედეგეს არასდროს ვაგდებთ იმ მხარეს, საიდანაც ის მოდის. ირიმის ტენკანი ნაწილი აუცილებლად ცვლის პოზიციებს და, აქედან გამომდინარე, უჩი ვარდება სწორედ იქ, სადაც შეტევამდე წამით ადრე თავად ტორი იდგა:
მხოლოდ 4 მიმართულებიან პრაქტიკას შეუძლია მოხსნას ელემენტარული, ერთმიმართულებიანი პედაგოგიური სავარჯიშოს ესოდენ თვალში საცემი ლოგიკური შეუსაბამობები.
კი მუსუბი ნო ტაჩის სავარჯიშოში მესამე დარტყმის შესრულების შემდეგ, ანუ თავისკენ მიმართული იოკომენის შემდეგ საიტო სენსეის სასწავლო მეთოდი მოითხოვს უკე ტაჩისაგან, რომ მან დაასრულოს ეს იოკომენი კონტროლით უჩი ტაჩის ხმლის ზურგის ნაწილზე, ვიდრე უკანასკნელ მოძრაობაზე გადავიდოდეს:
ყველა მოწაფე იმეორებს ამას კეთილსინდისიერად და ეს კარგია.
ზოგჯერ ვინმე დასვამს ხოლმე შეკითხვას იმ მოწინააღდეგის ხმლის გაკონტროლების აუცილებლობის შესახებ, რომელსაც ის-ისაა თავი მოვაჭერით.
პასუხი ის გახლავთ, რომ მართლაც, არაფითარი საფუძველი არ არსებობს ამის გაკეთებისა იმ მოწინააღმდეგესთან, რომელიც ეს-ესაა დავარტყით, ვინაიდან ის უკვე გამოეთიშა ბრძოლას და მისი ხმალი არავითარ საშიშროებას აღარ წარმოადგენს ჩვენთვის.
მაშინ რისთვისღაა საჭირო ეს კონტროლი?
ქვევით წარმოდგენილი ვიდეო საშუალებას გვაძლევს გავიგოთ მიზეზი, რომელიც უჩი ტაჩის ხმლის კონტროლის უკან იმალება:ეს ვიდეო ჩემთვის ცოტათი განსაკუთრებული მოგონებაა, იმიტომ რომ იმ მომენტის დაჭერას ჰგავს, როდესაც მივხვდი ამ კონტროლის არსებობის მიზეზს, ეს კონტროლი მექანიკურად რამდენიმე ათასჯერ მაინც შემისრულებია კი მუსუბი ნო ტაჩის ოცდაათწლიანი რეგულარული პრაქტიკის განმავლობაში:
აქ საჭიროა, გავიხსენო, რომ მე დიდი პრივილეგია მხვდა წილად ივამა რიუს სწავლების თვალსაზრისით, იმ გაგებით, რომ დიდხანს ვიცხოვრე ივამაში, რომ მორიჰირო საიტოს უშუალო მოწაფე ვიყავი 16 წლის მანძილზე, 1986-დან 2002 წელს, მის გარდაცვალებამდე, და რომ მან გადმომცა უმაღლესი წოდება, რაც მისი სწავლების მეთოდის ფლობას ადასტურებდა და ამაში, განსაკუთრებით, აიკი-კენისა და აიკი-ჯოს ხუთი მოკუროკუ იგულისხმება.
უთუოდ დრო კიდევ მჭირდება ამ ყველაფრის არსის გასაგებას, მაგრამ ეს მაინც ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია ივამას მეთოდის ფლობა, მისი სწავლება და სხვებისთვის გადაცემა ისე, რომ ადამიანს არ ესმოდეს, რას აკეთებს. შესაძლებელია, ადამიანმა შესანიშნავად იმეოროს მეთოდი ისე, რომ თან აიკიდოსი არაფერი გაეგებოდეს.
იმისათვის, რომ აიკიდომდე მივაღწიოთ, არსებითია, რომ მეთოდი ვაგშიფროთ, ამისათვის კი თითოეული საბაზო სავარჯიშო უნდა შევისწავლოთ ოთხი მიმართულებით. მხოლოდ ამ ოთხი მიმართულებით შესრულებული პრაქტიკა მოგვცემს საშუალებას მოვხსნათ ერთმიმართულებიანი პედაგოგიური სავარჯიშოს ესოდენ თვალში საცემი ლოგიკური შეუსაბამობები:
სრულიად აუცილებელია ამის გაკეთება, თუკი გვინდა გავიგოთ, რომ აიკიდო არ არის მთელი ცხოვრების მანძილზე წრფივი, სასკოლო და რუტინული სავარჯიშოების მონოტონური გამეორება.პასუხი, რომელიც უნდა გაეცეს იმას, ვისაც არ ესმის, თუ რატომ გვავალდებულებს მეთოდი, გავაკონტროლოთ მკვდარი მოწინააღმდეგის ხმალი, შემდეგია – ეს კონტროლი სინამდვილეში განკუთვნილია მომდევნო მოწინააღმდეგისათვის, მას შემდეგ, რაც უკე ტაჩის ხმალი გაივლის და გადაკვეთს წინა მოწინააღმდეგის თავს:
ამის გასაკეთებლად რამდენიმე მოწინააღმდეგეა საჭირო და რაკი მეთოდის სავარჯიშოში მხოლოდ ერთი მეტოქე გვყავს, იმავე პარტნიორს, რომელსაც თავს ვკვეთთ, სიმულაციას ვუკეთებთ ხმლის კონტროლისა, უბრალოდ, სხვა გზა არ არის.
ეს საშუალება გამონახა საიტო სენსეიმ იმისათვის, რომ ხმლის პრაქტიკის ამ ელემენტის ცოდნა არ დაკარგულიყო. რას ვიზამთ, თუკი ასეთი შეუსაბამობაა მეთოდის სტადიაზე, ტექნიკის მექანიკური გამეორება, თუგინდ ის გაუაზრებლად შესრულდეს, საშუალებას გვაძლევს გადავარჩინოთ და შევინახოთ ინფორმაცია. არსებითია ცოდნასთან მისასვლელი გზის დაცვა, ვინც ეძებს, ის იპოვის, ხოლო ვისაც შეუძლია, ის ჩასწვდება კიდეც მის არსს, საიტომ თავისი საქმე გააკეთა და ამისთვის დიდი მადლობა მას.
კი მუსუბი ნო ტაჩის სავარჯიშოში 4 დარტყმაა. ამ დარტყმათაგან თითოეული სხვადასხვა მოწინააღმდეგისთვისაა განკუთვნილი. ერთსა და იმავე მოწინააღმდეგეს არ ურტყამენ 4-ჯერ ზედიზედ.
კი მუსუბი ნო ტაჩის სავარჯიშოში ოთხი დარტყმაა. ამ დარტყმათაგან თითოეული სხვადასხვა მოწინააღმდეგისთვისაა განკუთვნილი. იაპონური ხმლით ზედიზედ ოთხჯერ არ ურტყამენ ერთსა და იმავე მოწინააღმდეგეს.სავარჯიშოში ოთხჯერ ვურტყამთ ერთსა და იმავე ადამიანს, მაგრამ აქ ის პარტნიორია, აქ სიტუაციას ვქმნით სწავლისა და ვარჯიშისათვის. აქ
არ არის ჭრის ფორმები ისეთი, როგორიც საბრძოლო გარემოებათა რეალობაში გვხვდება. და ამის უპირველესი მიზეზი ის გახლავთ, რომ საბრძოლო სიტუაციაში არ არის მხოლოდ ერთი მოწინააღმდეგე, არამედ რამდენიმეა და ისინი ერთდროულად გვიტევენ. ასეთ შემთხვევაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კუმიტაჩიში ნასწავლი დარტყმების გამოყენება, რასაკვირველია, მაგრამ ამჯერად სხვადასხვა მხარეს, იქით, საითაც დანარჩენი მოწინააღმდეგეები არიან. სწორედ ამას გვიჩვენებს ვიდეო.
ცხადია, სავალდებულოა თავიდან კი მუსუბი ნო ტაჩის კეთება ხაზზე, ერთ პარტნიორთან, რადგან უამისოდ ვერ ვისწავლით სხვადასხვა მხარეს დარტყმების მოძრაობებსა და რიტმს, მაგრამ აუცილებლად უნდა განვთავისუფლდეთ იმ აზრისაგან, რომ კუმიტაჩი რეალურ სიტუაციაშიც შეიძლება შესრულდეს ასე, ამ სახით: ის არ შექმნილ-გააზრებულა ამისათვის, ის დამუშავდა და დაიხვეწა აუცილებელი მოძრაობების ასათვისებლად, რომლებიც შემდგომში ოთხი მიმართულებით როტაციული მუშაობის საშუალებას მოგვცემს. კუმიტაჩი არ არის ბრძოლა, ის აიკი-კენის ყოველგვარი მომავალი პრაქტიკის მხოლოდ და მხოლოდ წინამორბედი სასწავლო სავარჯიშოა.