ის, რაც კეთდება კატაში, არ შეესაბამება სიტუაციის რეალობას, მეთოდი ამ ფარული განზომილებისკენ მიმავალ გზაზე გვაყენებს.
წინა ტექნიკურ სტატიაში განმარტებულია, რომ აიკიდოს კატები არ უნდა მივიღოთ ‘პირდაპირი გაგებით’ და რომ ესენი მესიჯებია, რომლებიც თავის თავში ფარულ ჭეშმარიტებას მოიცავს. ამ ჭეშმარიტების კი მიგნება სჭირდება.
კატა 13-ის (ჯუსან ნო ჯო) მეხუთე და მეექვსე დარტყმები, რომლებიც ამ ვიდეოშია ნაჩვენები, ინფორმაციას გვაწვდის ამ მიმართულებით.
მართლაც, უნდა დავინახოთ, რომ მოწაფეს, როდესაც ის მარტო, თავისთვის იმეორებს კატის მოძრაობებს, ამ დარტყმების შესრულება სწორ ხაზზე მოეთხოვება (მონაკვეთი 1-4 წინისაკენ, მონაკვეთი 5-6 კი უკნისაკენ).
თუმცა, მას შემდეგ, რაც ერთ პარტნიორთან ერთად შესრულდება, მონაკვეთი 5-6 აღარაა მიმართული უკანა მხარეს, არამედ მოწინააღმდეგისაკენ, რომელიც ჩვენგან მარჯვნივ, 90°-ით დგას:
ცნობისმოყვარეობით უნდა შევხედოთ ამგვარ მოდიფიკაციას. აქ მართლაც არის პირველი მინიშნება, რომ ის, რაც კატაში კეთდება, არ შეესაბამება სიტუაციის რეალობას. ეს ამბავი, ცოტას თუ გავიჭირვებთ და დავფიქრდებით, შემდეგ რამეს ნიშნავს: „ყურადღება! წრფივად შესრულებული კატა აუცილებელი მოძრაობების ათვისებისათვის საჭირო სწავლებაა, თუმცა მოძრაობის სისწორე ჯერ კიდევ არ ჩანს ამ ფორმალურ სავარჯიშოში, ეს სისწორე სხვა განზომილებაში უნდა ვეძიოთ“.
ამ მოცემულ შემთხვევაში თავად მეთოდი იძლევა ამ ძვირფას ინფორმაციას, თავად მეთოდი გვაყენებს ამ სხვა განზომილებისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც კატის მარტივ მოძრაობებშია დაფარული.
ამ მოდიფიკაციაში, ცხადია, ყველაფერი არ არის წარმოჩენილი და მომდევნო ტექნიკურ სტატიაში დავინახავთ, რომ ყველაფერი უფრო რთულიადაა, ვიდრე მიმართულების კუთხის მარტივად, à 90°-ით შეცვლა, მაგრამ ის მაინც უნდა დავინახოთ ნათლად, რომ არ უნდა გავჩერდეთ დასაწყისში შემოთავაზებული მოძრაობების გარეგულ მხარეზე და რომ არსებობს უფრო ღრმა ჭეშმარიტება, რომელსაც მიგნება და გააზრება სჭირდება.
აიკიდოს შესწავლის გრძელ გზაზე რამდენიმე მინიშნებაა დატოვებული აქა-იქ, რათა ჩვენ საშუალება გვქონდეს, მივაკვლიოთ მეთოდის წიაღში დამალული რეალობისაკენ მიმავალ ძაფს. მნიშვნელოვანია მათი პოვნა და მათგან შესაფერისი სწავლების მიღება.
ფილიპ ვოარინო
27 მარტი, 2022 წელი