წყარო: https://aikidotakemusu.org/ken-tai-jo-la-clef-de-lawase/
იარაღით ამა თუ იმ მოძრაობის შესრულებისათვის აუცილებელი დრო ვერ იქნება იმაზე გრძელი, ვიდრე დრო, რომელიც მოწინააღმდეგეს სჭირდება იმისათვის, რომ თავისი იარაღი დაგარტყათ.
აქ მოხმობილი განმარტებები ტექნიკური სტატიის გაგრძელებას წარმოადგენს, რომელსაც სახელად „კენ ტაი ჯოს უნიკალური სუბური“ ეწოდება.
ამ წინა სტატიაში ვიხილეთ, რომ აიკიდოს შუბი განსხვავებულად და განსაკუთრებულად მოქმედებს: ესაა ხრახნი, რომლის ორივე ფრთა თავისი მოქმედებით ერთმანეთს ავსებს და ორ სხვადასხვა მოწინააღმდეგეს ერთდროულად ურტყამს.
ამგვარი მოძრაობა, როგორც უკევ აღვნოშნეთ, სტრატეგიულ უპირატესობას გვანიჭებს და საშუალებას გვაძლევს, ყოველ ჯერზე ორ-ორ მეტოქეს დავარტყათ სივრცის ოთხივე მიმართულებით.
თუმცა არსებობს ტექნიკური ხასიათის ინტერესიც ჯოს ხრახნის პრინციპით ხმარებისა, როდესაც ბრუნებს ამა თუ იმ ღერძის გარშემო ვაკეთებთ.
მართლაც, იარაღით ამა თუ იმ მოძრაობის შესრულებისათვის აუცილებელი დრო ვერ იქნება იმაზე გრძელი, ვიდრე დრო, რომელიც მოწინააღმდეგეს სჭირდება იმისათვის, რომ თავისი იარაღი დაგარტყათ. ეს იმპერატივი კავშირშია ცნებასათან, რომელსაც იაპონურად ავასე ეწოდება. ამ ცნებას არასრულად თარგმნიან ინგლისურად სიტყვით timing, ან ფრანგულად ‘სინქრონიზაციით’. მისი კონცეპტი ყველაზე მეტად ალბათ მაინც ჰარმონიას უახლოვდება.
ამასთან, როდესაც ჯო იხმარება იმ იდეით, რომ თითოეულ ჯერზე მხოლოდ ერთ დაბოლოებას ვუტყამთ, მოქმედება ძალიან ნელდება და ეს სინელე ხელს უშლის ავასეს.
და პირუკუ, ჯოს ორივე დაბოლოებით ერთდროული დარტყმა საშუალებას გვაძლევს ძალიან მალე დავინახოთ, რომ ორივე დაბოლოება ერთმანეთთან ერთიანი დინამიკითაა დაკავშირებული და რომ ერთის ენერგია მეორის ენერგიის გამამრავლებელი ფაქტორია: ჯოს ერთი დაბოლოების კინეტიკური ენერგია დაკავშირებულია მეორე დაბოლოების კინეტიკურ ენერგიასთან.
სწორედ ამის ჩვენების მცდელობაა ამ ვიდეოში და გარეთ მისი გამოტანილი სურათიც ისეა შერჩეული, რომ საილუსტრაციოდ ყველაზე კარგად აჩვენოს ჯოს ორივე დაბოლოების ურთიერთშემავსებელი აქსელერაციის სამუშაო.