Categories
სტატიები

ჰასო გაეში – მე-3 შეცდომა, რომელიც უნდა ავიცილოთ

მოძრაობის ფინალური ფაზაში ჯო უნდა ავიდეს თავის მარჯვენა მხარემდე, თანაც უნდა ავიდეს ტრიალით, რომლის ღერძიც ვერტიკალურია.

წინა სტატიაში (ჰასო გაეში: ორი შეცდომა) ვიხილეთ, რომ ბრუნვით მოძრაობაში აუცილებელია, რომ დარტყმის მომენტში, სამიზნეთან შეხებისას, მარცხენა ხელი ზევიდან უნდა აწვებოდეს ჯოს. ეს უპირველესი მნიშვნელობის პუნქტია.თუმცა ასევე აუცილებელია, რომ მაშინვე  შევწყვიტოთ ყოველგვარი დაწოლა, როგორც კი დარტყმის მომენტი გასულია. რადგან მოძრაობის ფინალურ ფაზაში ჯო უნდა ავიდეს თავის მარჯვენა მხარემდე, თანაც უნდა ავიდეს ტრიალით, რომლის ღერძიც ვერტიკალურია:

ამ მომენტში ჯოსთვის ეს ერთადერთი შესაძლებელი გზაა. მართლაც, დარტყმის შემდეგ ზევიდან დაწოლის გაგრძელება ჯოს ხელს შეუშლიდა ვერტიკალურად ასვლაში და დამატებითი კუთხე, რომელიც ამ ბრუნვისგან გაჩნდებოდა, ჯოს უკანა ბოლოს თავთან სახიფათო სიახლოვეში გაატარებდა: როდესაც ჰასო გაეშის ფინალური ბრუნვა არ არის ვერტიკალური, თავი ჯოს ტრიალის სივრცეში აღმოჩნდება და დიდი რისკია, რომ მოვირტყათ საკუთარი იარაღი. როდესაც გავიხსენებთ, რომ აიკიდოს ჯო სინამდვილეში მოკლე შუბია, რომელსაც ორივე ბოლოში წვეტიანი ორლესული დანის პირი აქვს, შედეგებიც ადვილი წარმოსადგენია.

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/hasso-gaeshi-3eme-erreur/