Categories
სტატიები

ჯუსან ნო ჯო – ოტონაში ნო ჯო

ჯუსან ნო ჯოს (ჯოს 13 მოძრაობიანი კატა) პირველ მონაკვეთში ოთხი თვლა არის, თუმცა, სინამდვილეში თვლა ხუთია, დარტყმა ჯოზე.

ჯუსან ნო ჯოს (ჯოს 13 მოძრაობიანი კატა) პირველ მონაკვეთში ოთხი თვლა არის, თუმცა სინამდვილეში დარტყმა ხუთია.

მართლაც, მე-3 და მე-4 თვლის ფინალურ ცკის შორის ჯდება კიდევ ერთი მოძრაობა – დარტყმა ჯოზე, რაც არ შედის 13 დარტყმის თვლაში, მაგრამ ძალიანაც რეალურია:

საერთო მოძრაობის მიმართულების ეს საპირისპირო დარტყმა პარადოქსულია, ის უადგილო და ზედმეტი ჩანს სავარჯიშოში, თან იმ ფორმაში, რომელიც ერთი მეტოქის საწინააღმდეგოდაა შემოთავაზებული. ამიტომაც ზოგიერთმა სენსეიმ ეს თვლა ამოიღო თავისი სწავლებიდან. აქ ეგოს გამოვლინება ხდება მთავარი, რადგან არ იციან, აქ რა ხდება და ამიტომაც ასკვნიან, რომ არც არაფერია საცოდნელი.

სხვა მასწავლებლები, რომელთაც სურთ ერთგულნი დარჩნენ საიტო სენსეისა, ასწავლიან ამ დარტყმას. მაგრამ, რაკი არც მათ ესმით მისი საჭიროება, ისინი მას გვერდულ დარტყმად გარდაქმნიან მოწინააღმდეგის ჯოზე, დარტყმად, რომლის მიზანით, მათი აზრით, ჯოს გვერდზე გადაგდებაა, რათა მერე საშუალება მიეცეთ მომდევნო ცკი დაარტყან.

აქ ერთი შეცდომაა, რომლის თავიდან აცილებაც მარტივი ლოგიკით შეიძლება. მართლაც, თვლა, რომელიც წინ უსწრებს ამ დარტყმას, ანუ მე-3 თვლა, ძლიერი დარტყმაა ქვევიდან ზევით უჩის ხელში (ყოველ შემთხვევაში, მეთოდის მიხედვით). თუ უჩის ამგვარად მოხვდება, ხელის მტევანი დაემსხვრევა და ჯოს ნამდვილად გაუშვებს. ამიტომც სრული უაზრობაა მომდევნო დარტყმით გავაწევინოთ ჯო, რომელიც ვეღარ შეგვიშლის ხელს, რადგან რეალურად, ის იქ უკვე აღარ იქნება.

ეს მხოლოდ და მხოლოდ სავარჯიშოს სასწავლო ლოგიკაა, მაგრამ უფრო სიღრმისეულად, აიკიდოს ერთი ოქროს წესი არსებობს: ოტონაში ნო კენი ანდა ოტონაში ნო ჯო. ეს ჩუმ, უხმაურო კენსა და ჯოს ნიშნავს, ეს კი, თავისთავად, ნიშნავს, რომ არასდროს ვიბრძვით მეტოქის კენისა თუ ჯოს წინააღმდეგ, არასდროს ვბლოკავთ მის იარაღს, არ ვაწევინებთ მას გვერდზე, უბრალოდ, არ ვეხებით მას. ტორის იარაღის სამიზნე სხვა არაფერია, თუ არა უჩის სხეულის ნაწილები და არასდროს მისი იარაღი. ის ამბავი, რომ შეგვიძლია თავი დავიცვათ იარაღისაგან, ან გვერდზე გადავუგდოთ ის მეტოქეს და ამის შემდეგ ვუპასუხოთ მის შეტევას, უცხოა აიკიდოსთვის. აიკიდოში არის მხოლოდ ირიმი და ირიმი მოწინააღმდეგის შეტევაში შესვლაა და არა შესვლა ამ შეტევის შემდეგ. სავარჯიშო, ვარჯიში, ცხადია, მოითხოვს, რომ სხეულის ნაცვლად იარაღზე დავარტყათ და სწორედ ამას შეუძლია გამოიწვიოს დაბნეულობა და გაუგებრობა. გონებაში უნდა გვქონდეს ის, რომ მოკრივემ, რომელიც ვარჯიშის დროს ჩამოკიდებულ ტომარას ურტყამს, კარგად იცის, რომ ეს მისი ნამდვილი სამიზნე არ არის.

მე უკვე განვმარტე ეს კლასიკური შეცდომა 2018 წელს სტატიაში, სახელად „ჯუსან ნო ჯო: სამხილის განადგურება“. უფრო შევავსე ჩემი სათქმელი 2020 წელს სტატიაში, სახელად „ჯუსან ნო ჯო: შესრულება“, სადაც ავხსენი, რომ მხოლოდ ოთხი მიმართულებით შესრულებული პრაქტიკა გვაძლევს საშუალებას, გავიგოთ მე-3 და მე-4 თვლებს შორის ჯოზე ამ დარტყმის მიზეზი.

ახლა 2022 წელია და არ მგონია, უსარგებლო იყოს, კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ ჯუსან ნო კატის ამ პრობლემას, რადგან ის არაჩვეულებრივი ილუსტრაციაა პრინციპისა, რომელიც ღაღადებს – შეუძლებელია, გადაწყვიტო პრობლემა ცოდნის იმ დონიდან გამომდინარე, რომელმაც ის შექმნა. მართლაც, შეუძლებელია, იპოვო მეთოდის ფარგლებში იმ პრობლემის ახსნა, რომელიც ერთი შეხედვით სრულიად არალოგიკური ჩანს. უნდა იპოვო ლიგიკა, გამოხვიდე მეთოდიდან და გაარკვიო, რა ხდება ერთ მოწინააღმდეგესთან ერთ ხაზზე შესრულებული სავარჯიშოების მიღმა. მხოლოდ ოთხი მიმართულებით შესრულებული პრაქტიკა გვაძლევს საშუალებას, გავიგოთ მეთოდში არსებული გარკვეული მოქმედებები, იმიტომ რომ პრაქტიკა ოთხი მიმართულებით არ ეკუთვნის მეთოდის სფეროს.

შეიძლება არ იყოს უსარგებლო იმის გამეორებაც, რასაც ორი წლის წინ ვწერდი:

კუმიჯოს (ან კუმიტაჩის) თითოეული თვლა ახალ მოწინააღმდეგეზე შესრულებული თითო დარყმას შეესაბამება: რეალობაში არ ვურტყამთ ორჯერ ზედიზედ ერთსა და იმავე მეტოქეს, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს და უფრო კი იმიტომ, რომ დრო არ არის ამისთვის იმ კონტექსტში, როდესაც ერთდროულად და სხვადასხვა მხრიდან მოდის შეტევები რამდენიმე მოწინააღმდეგისგან.

ფილიპ ვოარინო
7 მარტი, 2022

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/jusan-no-jo-otonashi-no-jo/