ცკის შემდეგ მოძრაობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გამოვიღოთ მჭრელი პირი მოწინააღმდეგის სხეულიდან არის ის, რომელიც მეორე მოწინააღმედეგს გამოსჭრის ყელს.
აიკიდოს ჯო არის შუბი, რომელსაც ორივე ბოლოში წვეტიანი მჭრელი პირი უკეთია.
ჯუსან ნო ჯოს პირველი თვლა არის ცკი.
ამასთან, როდესაც მჭრელი პირი ამგვარად შედის მოწინააღმდეგის სხეულში, ის ამით ვერგამოყენებადი ხდება და ბრძოლის გასაგრძელებლად ერთადერთი საშუალებაღა არსებობს – უკან უნდა გამოვიღოთ ის. მაგრამ ამისთვის საჭირო დრო დაკარგულია ბრძოლისათვის და ამ მომენტში დაუცველები და მოწყვლადები ვხდებით.
ეს სისუსტე არ არსებობს აიკი-ჯოში. ორი პირის არსებობა და აიკიდოს როტაციული შესვლის პრინციპი მართლაც გარდაქმნის იარაღის ერთი ბოლოს გამოღების ამ მომენტს მეორე ბოლოთი შეტევად.
ეს სწორია ყოველთვის, ნებისმიერ შემთხვევაში, აიკიდოს ჯო ხრახნის ფრთასავითაა, რომელიც გაუჩერებლად ურტყამს მოქმედების მთელი დროის განმავლობაში (იხ. სტატია „ხრახნის ფრთა და შუბი“). მკვდარი, უმოქმედო თვლა არასდროსაა, არასდროსაა მომენტი, როცა არ ვუტევთ, არასდროსაა მოძრაობა, რომელიც სრულდება მხოლოდ მომავალი შეტევის მოსამზადებლად. თავისთავად, აზრი, რომ საჭიროა შეტევის მომზადება, როგორიც არ უნდა იყოს ის, არის ის ღიად დატოვებული ადგილი, სადაც შეიძლება შემოიჭრეს მოწინააღმდეგე, ცხადია, იმ შემთხვევაში, თუკი ის საკმარისად მოხერხებულია საიმისოდ, რომ ამ განზრახვასა და ამ მომენტს ჩაავლოს.
ესაა შინაარსი ოთხი მიმართულებით შესრულებისას, იმ სავარჯიშოსი, რომელსაც ჯუსან ნო ჯოს დასაწყისში ერთი მიმართულებით ვაკეთებთ.
ყოველი მოქმედება გასაოცარი სიზუსტითაა დაკავშირებული წინამავალთან, ისევე როგორც მომდევნოსთან, ყველაფერი თავის ადგილასაა და აუცილებელია, რომ უფრო ფართო ერთიანობაში დავინახოთ ისინი. აიკიდოს ყველა მოძრაობა აწყობილია ისეთ ჰარმონიაში, როგორიც ბუნებრივი მოქმედების ნიშანთვისებას წარმოადგენს. და შეუძლებელია ამ ბუნებრივი მოძრაობის შემოკლება, რადგან მისი ლოგიკა, რომელიც არ შეუქმნია ადამიანს, უზადოა ამ სამყაროში.
იმისათვის, რომ ამა თუ იმ ტექნიკამ კიდევ უფრო მეტი ეფექტი მოიტანოს, ის უნდა იყოს უფრო ზომიერი, ვიდრე ამ ბუნევრივი მოქმედების გეგმა, რადგან შეუძლებელია იმ იძულებათა წყალობით, რომლებიც ადამიანს სხეულს ახასიათებს, ამ ფიზიკური საზღვრის მიღმა გადავიდეთ.
ფილიპ ვოარინო
13 მარტი, 2022
წყარო: https://www.aikidotakemusu.org/jusan-no-jo-trancher-la-gorge/