Categories
სტატიები

კუმიტაჩი #1 + 4 ვარიაცია

ოსტატი მორიჰეი უეშიბა, აიკიდოს ფუძემდებელი, დიდხანს აკვირდებოდა კაშიმას სკოლის ხმლის ტექნიკას, რამაც დიდი შთაგონება მისცა ცხოვრების იმ პერიოდში, როცა იგი აიკი-კენის ტექნიკას ამუშავებდა.

წყარო: https://aikidotakemusu.org/kumitachi-1-variations/

მაგრამ კაშიმას შესწავლა არ კმარა აიკი-კენის შესაცნობად. პრინციპი, რომელიც აიკიდოს ხმალს უდევს საფუძვლად, იგივე არ გახლავთ კაშიმას ხმლისთვისაც. მაგალითად, პირველი კუმიტაჩი საბაზო მუშაობისთვის იყენებს სავარჯიშოს, რომელიც კაშიმას სკოლის პროგრამაშია, თუმცა ეს სავარჯიშო აიკიდოს კანონების მიხედვით იმდენადაა გადაკეთებული, რომ მისი ცნობა შეუძლებელი ხდება.

ირიმი-ტენკანის პრინციპი, რომელიც აიკიდოს გულს წარმოადგენს და არ არსებობს კაშიმაში, მართლაც იმდენად გარდაქმნის ხმლის შესვლებს, რომ მასში უკვე ვეღარ ვხედავთ ამ ცნობილი სკოლის გარეგნულ ფორმას. ყველაფერი, რაც დაპირისპირებას, ბლოკირებას, თავდაცვას, უკან დახევას ჰგავს, ქრება აქ. აიკი-კენში არ არსებობს “საპასუხო“, არ არსებობს “რიპოსტის” ცნება, უჩი ტაჩისა და უკე ტაჩის მოქმედებები ერთდროულია, უკე ტაჩის მოქმედება არ არის ეგრეთ წოდებული რეაქცია, ეს გახლავთ შეტევა შეტევაში. აიკი-კენი არ არის თავდაცვის მოქმედება – თავდაცვა ყოველთვის დაგვიანებულია – ეს შემტევი შესვლაა უჩი დეშის შეტევის შიგ შუაგულში, სინამდვილეში კი მისი სისუსტის შუაგულში. ყველა შეტევა გახსნილობაა, ყველა შეტევა ქმნის გახსნილობებს, აუცილებლად და გარდაუვლად. სწორედ ამ გაგებით უნდა შევიმეცნოთ ო-სენსეის ცნობილი ფრაზა : “თქვენ დამარცხდით იმ მომენტიდანვე, როდესაც განიზრახეთ, რომ ჩემთვის შეგეტიათ”.

რადგან ასეთ ღიაობებში შედის აიკიდოს მოძრაობა და შედის სწორედაც პირველი კუმიტაჩის სხვადასხვა ვარიაციები, რომლებსაც ამ ვიდეოში აჩვენებს საიტო სენსეი.

ამ ჭრილში გამოდის, რომ აიკიდო გვასწავლის – არწაგების ერთადერთი ხერხი მოგების არნდომაში მდგომარეობს. სწორედ ასეთ ქცევაში მდგომარეობს უზენაესი გამარჯვების შესაძლებლობა, რომელზეც ო-სენსეი ლაპარაკობს : “მასაგაცუ აგაცუ კაცუ ჰაიაიბი”.

ფილიპ ვოარინო, ოქტომბერი 2019