ხმლის თითოეული დარტყმა საბოლოოა და თითო სხვადასხვა მოწინააღმდეგისთვისაა განკუთვნილი. მაშასადამე, იმდენი მოწინააღმდეგე იქნება, რამდენი დარტყმაცაა.
წინა სტატიაში მე-5 კუმიტაჩის (გო ნო ტაჩის) სასწავლო ფორმა ვიხილეთ და ვთქვით, რომ ეს სავარჯიშო პედაგოგიურ მიზნებზე მორგებული მეთოდის ნაწილია. ის ერთ სწორ ხაზზე და ერთ მოწინააღმდეგესთან აერთიანებს დარტყმებს, რომლებიც სინამდვილეში სხვადასხვა მხრიდან მომავალი სხვადასხვა მოწინააღმდეგეების სინქრონულ შეტევებს სცემს პასუხს:
მორიჰირო საიტოს უზარმაზარი პედაგოგიური ნიჭის დამსახურებაა, რომ ეს რეალური და რთული ფორმები ამგვარადაა შემჭიდროვებული და თანაც ისე, რომ მინიმალური გამრუდებითაა ჩასმული მარტივ და დასახსომებლად იოლ ფორმებში, რომლებსაც კუმიტაჩები და კუმიჯოები წარმოადგენს.
მაგრამ დგება მომენტი, როდესაც მეთოდის მიღმა წინსვლა ხდება აუცილებელი და ამისთვის იგივე გზა უკუღმა უნდა გამოვიაროთ – წრფივი სავარჯიშოდან 360°-იანი წრიდან წამოსული დარტყმების რეალობაში გადავიდეთ. ეს დარტყმები სასწავლო სავარჯიშოს საჭიროებებისათვის შეაჯამა და ერთ ხაზზე გააწყო საიტო სენსეიმ. ახლა კი ამ გამარტივებული და კოდირებული ფორმიდან რთულ საბრძოლო რეალობას უნდა დავუბრუნდეთ. სწორედ ეს სამუშაოა ნაჩვენები ვიდეოში.
ყურადღება: ასეთი სახის სავარჯიშოებში არ არის საჭრო ახალი ფორმების გამოგონება. სასწავლო სავარჯიშოს ფორმები რეალური, სრულყოფილი ფორმებიდან მომდინარეობს და, ცხადია, აქ არაფერი არ უნდა შევცვალოთ. უნდა ვიცნოთ თავდაპირველი ფორმა და ჩავანაცვლოთ ის იმ კონტექსტში, სადაც ეს აუცილებელია და საიდანაც ის სასწავლო სავარჯიშოს ფორმად „კონდენსირდება“:
უკე ტაჩი ვერ დაარტყამს ზედიზედ ორჯერ ერთსა და იმავე მოწინააღმდეგეს ისე, რომ თავი საფრთხეში არ ჩაიგდოს სხვა მიმართულებებიდან. ხმლის თითოეული დარტყმა საბოლოოა და თითო სხვადასხვა მოწინააღმდეგისათვისაა დანიშნული. მაშასადამე, რეალობაში იმდენი მოწინააღმდეგეა, რამდენი დარტყმაცაა სასწავლო სავარჯიშოში. მე-5 კუმიტაჩში ექვსი დარტყმაა, ამიტომაც ამ სავარჯიშოსთვის აუცილებელია ექვს მოწინააღმდეგესთან მუშაობა.
და მაინც, იმისათვის, რომ არ გადავტვირთოთ ზედმეტად სამართავი სივრცე, აქ შემდეგი არჩევანი იჩენს თავს: ოთხი მოწინააღმდეგე ნაცვლად ექვსისა, იმ დაშვებით, რომ ორ მოწინააღმდეგეს ხელმეორედ შეტევის საშუალება ეძლევა. ეს მხოლოდ და მხოლოდ შეთანხმებაა, რომლის მიზანიც შესრულების გაიოლებაა. მოწინააღმდეგეთა როცხვი თავისუფლად შეიძლება იყოს ექვსი, ოღონდ მათ უნდა შეეძლოთ თავი გაართვან იმ სირთულეს, რომელიც მათმა მომატებულმა რაოდებამ შეიძლება გამოიწვიოს.
მოწინააღმდეგეებმა უნდა დაარტყან ერთდროულად, მაგრამ აუჩქარებლად, რათა უკე ტაჩიმ სიტუაციის ვიზუალიზაცია მოახერხოს და გაიგოს, როგორ აირჩიოს სწორი გადაადგილება. ასევე არსებითია, რომ დარტყმები ნამდვილი იყოს დისტანციის (მააი) თვალსაზრისით, რათა უკე ტაჩიმ შეძლოს და შეამოწმოს, აყენებს თუ არა ეს გადაადგილება ყოველ ჯერზე იმ სიტუაციაში, როცა მას დარტმა შეუძლია ისე, რომ ამავდროულად თავად აღმოჩნდეს მოწინააღმდეგეთათვის მიუწვდომელ მანძილზე:
ფილიპ ვოარინო
10 სექტემბერი, 2022
წყარო: https://www.aikidotakemusu.org/le-veritable-5eme-kumitachi/