წყარო : https://aikidotakemusu.org/praetendere-revelation-sabre/
ყველამ კარგად იცოდეს, უპირველეს ყოვლისა, რომ გრძელი ხმლის ხელოვნებაში არასდროს დადიან სწორად და პირქუშად, როგორც მოსაწყენია ხოლმე სადად და მარტივად სიარული.
უილიამ ჰით რობინსონის ეს ნახატი კარგად გამოხატავს იმ გრძნობას, რომელიც მე მაქვს ხოლმე მაშინ ასე იგებენ ხოლმე ჩემს გამოუსწორებელ ლაპარაკს.
მესმის, რომ ადამიანი შეიძლება სძულდეთ იმის გამო, როგორიც არის, მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანი სძულდეთ ამავდროულად იმის გამო, როგორიც ის არ არის? კაცმა რომ თქვას, საძულველი ისაა, როდესაც თავს აჩვენებენ ისეთად, როგორებიც არ არიან. მეც მოვქცეულვარ ასე დიდი ხნის განმავლობაში, მართალია, pardonnante my, და ნუ იფიქრებთ ჩემს შეცდომებზე იმდენს, რამდენიც არ გიფიქრიათ საკუთარ შეცდომებზე.
რაც შეეხება შეცდომებს, მე არ ვიცი შენი შეცდომები, ალკოფრიბას, მაგრამ მე შენსავით არ მოვითხოვ, რომ უფრო მეტად ვიმსახურებდე პატიებას, ვიდრე სარაბაიტების, კაგოების, ესკარგოების, ჰიპოკრიტების, კაფარის [XVII საუკუნის მწერალი, რომელმაც დაწერა წიგნი ქალისა და მამაკაცის ახლებურ ურთიერთობებზე], ფრაპარების, ჩექმებიანი ბერებისა და სხვა სექტანტების დიდი რაოდენობა, რომელთაც ნიღბები ჰქონდათ სახეზე აფარებული ქვეყნიერების მოსატყუებლად, რადგან მე თვითონ ვცდებოდი, სხვისი მოტყუება კი არასოდეს მომნდომებია.
დიდი შეცდომაა, აღარ გინდოდეს თავის მოჩვენება, მე დიდი ხანია, გადავულოცე ჩემი ტვირთი „ნის“ რაინდებს – ნება დამრთონ ამ იარაღის – მაგრამ კვინტესენციის გამოცალკევება იოლი საქმე არ გახლავთ. მაშინ გამიძეხ წინ, მამაცო კიურე, საწვიმარი არხების გარეთ, სადაც ვაი-მწერლები თავიანთ კალმებს აწობენ და დამითმე შენი სიტყვები, რომ იაპონური ხმალი აღვწერო.
ყველამ კარგად იცოდეს, უპირველეს ყოვლისა, რომ გრძელი ხმლის ხელოვნებაში არასდროს დადიან სწორად და პირქუშად, როგორც მოსაწყენია ხოლმე სადად და მარტივად სიარული. პირიქით, ციბრუტივით ტრიალებენ, ჯარასავით ბზრიალებენ, ბრუნავენ, იკლაკნებიან, ბარბაცებენ ისე, როგორც ეს საზეიმო ღვინის ძიებას შეეფერება. მაგრამ ღვინო კი არ იწვევს ამ ბზრიალ-ტრიალს, არამედ ღვთიური [აქ უთარგმნელი სიტყვებით თამაშია : ღვინო – vin; ღვთიურობა – divin].
თელემის სააბატოში ექვსი გოდოლია, თითოეული ექვსსართულიანია და სამოცი ნაბიჯის სიგანისაა, და დამთხვევაა, რომ ადამიანმა რომ იქნიოს და აბზრიალოს თავისი ხმალი ექვსი მიმართულებით, სასურველია, რომ გრძელი ხმლის გზებს სახელად ამ გოდოლების სახელები ერქვას: კრიერი, არტიკი, კალაერი, ანატოლი, მეზამბრინი და ჰესპერია, რადგან ეს ექვსეული ნამდვილად არ არის აზრს და სიბრძნეს მოკლებული.
ისევე როგორც სმის დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სასმელი ცივი უნდა იყოს, ჭრის დროსაც სულ უნდა გვახსოვდეს – უნდა ვჭრათ ამაყად, მაგრამ ირიბად.
არ დავკარგოთ დრო ფუჭ მოქმედებებში, ხმალი სადა და მარტივია, მუდამ მზადაა, ადის ან ჩამოდის ქვევით იმის მიხედვით, თუ საიდან იწყებს, მაგრამ არასდროს მიდის იმაზე შორს, ვიდრე იქ, სადაც არის. სწორად გამოიყენეთ პინცეტიც, ბატონებო, და ბორბლის შუაგულიც.
როგორ უნდა ვიდგეთ, მარჯვნივ თუ მარცხნივ?
ამის საპოვნელად უნდა ვჭრათ ზევიდან ქვევით, მოძრაობის ბოლოს ყველაფერი სპონტანურად დგება თავის ადგილას, ბუნების ეს კანონი ვერ შეიცვლება: მარჯვენა ტერფი წინ, ხმალი მარცხნივაა, მარცხენა ტერფი წინ, ხმალი მარჯვნივაა.
მოძებნეთ ეს, მუსაშის ტყუილი არ უთქვამს.
გაახილეთ თვალი, და ის, რომელიც საჭიროა:
როდესაც მარჯვენა ტერფი წინაა, ეს მტკიცე ქცევაა. კრიერი ხელმარჯვნივაა, ზევით; არტიკი წინ, მარჯვნივ, ქვევით; კალაერი წინ, მარცხნივ და ზევითაა; ანატოლი მარცხნივ და ქვევით; მეზამბრენი მარცხნივ და ზევით; ჰესპერი უკანა და მარცხნივ.
როდესაც მარცხენა ტერფი წინაა, ეს თავმდაბალი ქცევაა. კრიერი ხელმარცხნივა და ქვევითა; არტიკი წინ, მარცხნივა და ზევით; კალაერი წინ, მარჯვნივა და ქვევითაა; ანატოლი მარჯვნივ და ზევითაა; მეზამბრინი მარჯვნივ და ქვევითაა; და ბოლოს, ჰესპერი წინ, მარჯვნივ და ზევითაა.
სწორედ ასე ვტრიალებთ და ვურტყამთ დიდი და შესანიშნავი გეგმის მიხედვით, მოსწონთ ეს თუ არა ელმებს, სიმინდის ტაროებს და სხვა ზარმაც ტვინებს. რაც შეეხება თაღლითებს, მატყუარებსა და ყველა ჯურის მძარცველებს, მათ ღმერთი დაამწუხრებთ.
როდესაც ხმალი მკერდის წინაა, მთელი ეს ქნევა და ამბავი ხდება როგორც ზევიდან ქვევით, ისე ქვევიდან ზევით, არჩევანი უფრო მდიდარია, მაგრამ ძალა ნაკლები.
როდესაც ხმალი წინ და ქვევითაა, ის ჩუმად იკბინება, ხვრელიდან ამოსული გველივით.
დაბოლოს, როდესაც ხმალი თავს ზევითაა, მას მხოლოდ ქვევით დაშვება შეუძლია. ის მხოლოდ ჰესპერისკენ ადის, იმ მიზეზით, რომ ყოველთვის მოტრიალების მომენტში ვჭრით, იმის დრო მართლა არა გვაქვს, რომ ჯერ შემობვრუნდეთ და მერე ვჭრათ.
სხვაგვარად არ არის საჭირო მუშაობა, უქნარავ, რადგან კიდევ ხუთი აღარ არის, რომ გახდეს ექვსი. ექვსი კვინტესენციაა, სპირალის ზომაა, სინათლეში აცეკვებული მბრწყინავი ხმლის რიტმია. სალომეას ცეკვის ანტიპოდია ღამისთვის, რადგან ბოლოში დღე და ღამე, მზე და მთვარე თანასწორდება.
ათასგვარი ხერხი არსებობს ნიღბის სატარებლად და თავის მოსაჩვენებლად, მაგრამ მე ვაფასებ, ვინც საკუთარ თავს დასცინის, მიყვარს, ვინც სერიოზულად ერთობა, რადგან სიცილით წერა ჯობია ცრემლებით წერას იმის სათქმელად, რაც გულსა და გონებაში უდევთ ადამიანებს.
ბოდიში, ოსტატო, შენს მხიარულ არსებობაში, თუკი მე აქ შენ მოგბაძე, შემაქე მრისხანე წყევლით და დავლიოთ. დავლიოთ მათთვის, ვინც ცხოვრების ხმლის გზას დაეძებს, ვისაც ამ საჩუქრის მიღება უნდა, ეს საჩუქარი მათ მოსატყუებლად კი არა, მათთვის საფიქრალის მისაცემად არის.
მართლაც,
თუ ჩემი შენიღბული საიდუმლოებებიდან ეს ყველაზე კარგადაა დამალული,
ის ნაღდი და ნამდვილია, მიუხედავად იმისა, რომ სახეზე არაფერი ეტყობა.
რადგან შობაა და მე თქვენზე ვიფიქრე, აი, ხომ ხედავთ.
ფილიპ ვოარინო, 25 დეკემბერი 2020