წყარო : https://aikidotakemusu.org/au-terme-de-la-spirale-shiho-nage/
შიჰო ნაგეს დროს სრული სიმძლავრე მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღწევა, როდესაც ირიმი-ტენკანის ბრუნვა ბოლომდე სრულდება.
სამყაროში ენერგია სპირალური ფორმით იჩენს თავს.
აიკიდოშიც ნებისმიერი სპირალი მიყვანილი უნდა იქნეს ბოლომდე, ასეთია აბსოლუტური წესი.
სწორად წარმართული და ბოლომდე მიყვანილი სპირალი მნიშვნელოვანია და იოლად შეუძლია გაანადგუროს მოწინააღმდეგის სხეული.
სწორედაც იმისათვის, რომ მოწაფემ თავისი მოვარჯიშე პარტნიორი არ დააზიანოს, ილეთის ეს წახნაგი დამალულ-დაფარულია, იგი არ ისწავლება და მისი პოვნაა საჭირო, გასავლელი გზის ამ ნაწილს თავად უნდა მიაგნოს მოწაფემ.
შიჰო ნაგე ტიპიური მაგალითია ამ ე. წ. გამოტოვების პედაგოგიკისა. ამ სავარჯიშოს აკადემიურ ფორმაში სპირალი სრულიად გააზრებულად ჩერდება, წყდება ზუსტად იმ დროს, როდესაც იგი შეიძლება სახიფათო შეიქნეს უკეს იდაყვის სახსრებისა და კისრისათვის (სასიკვდილო უბედური შემთხვევების უმეტესობა აიკიდოში შიჰო ნაგესა და აქედან გამოწვეულ თავის ქალის ტრავმებს უკავშირდება).
ცნობილია, რომ აიკიდოს ნებისმიერი მოძრაობის დროს, როდესაც პირველი თეძო ირიმის აკეთებს, მეორე აუცილებლად ტენკანს ასრულებს. თუმცა სავარჯიშო შიჰო ნაგეს დროს, ან შეიძლება ამას სასწავლო შიჰო ნაგე ვუწოდოთ, პირველი თეძო მართლაც ირიმის აკეთებს, მაგრამ მეორე თეძო გააზრებულად ჩერდება მოძრაობისას: იმ მომენტში, როდესაც მეორე ფეხი, წესის მიხედვით, უკან უნდა იხევდეს, რათა სპირალი მთლიანობაში დასრულდეს და ამისთვის თეძოების ბუნებრივ მოძრაობას უნდა მიჰყვეს, ვარჯიშისეული კონსენსუსი კრძალავს ამ ტენკანს და ამიტომაც მეორე ტერფი რჩება იქ, სადაც არის. სპირალი, რომელიც არ მიიყვანება ბოლომდე, შემდგომ საპირისპირო მიმართულებით სრულდება.
შუა გზაში სპირალის ეს წყვეტა მას არ აძლევს საშუალებას, სრული სიმძლავრე განავითაროს, მის ფეთქებად ბუნებას აუვნებელყოფს, რომელმაც თავი მხოლოდ და მხოლოდ უკანასკნელ ნაწილში შეიძლება იჩინოს, როდესაც სპირალური მოძრაობის ენერგია კონცენტრაციის მწვერვალს აღწევს.
შიჰო ნაგეს დროს სრული სიმძლავრე შეიძლება მიღწეულ იქნეს იმ ზომით, რა ზომითაც ირიმი-ტენკანის ბრუნვა არის სრული. თუ ტენკანი აკლია, როგორც ხდება ხოლმე ეს სასწავლო, გაუსაფრთხოებულ სავარჯიშოში, შიჰო ნაგეში აღარაა ჭეშმარიტება… მაგრამ ვარჯიში ასე ბევრად უფრო უსაფრთხოა.
თუკი ანალოგიის მოძებნა მოგვინდება ხმლის პრაქტიკაში, დავინახავბთ, რომ ბოკუტოს (ხის ხმლის) ხმარება ამავე სახის აუცილებლობას პასუხობს. ეს დამკვიდრდა დროთა განმავლობაში იაპონიის ხმლის სკოლებში, იმიტომ რომ ნამდვილი ხმლებით ვარჯიშს ძალიან ბევრი მოვარჯიშის სიცოცხლე ეწირებოდა.