წყარო : https://aikidotakemusu.org/happo-giri-dans-les-kumitachi/
სწორედ ირიმი-ტენკანი ხდის შესაძლებელს ჰაპო გირის, ხოლო ირიმი-ტენკანი აიკიდოს უწყვეტი, უსასრულო მოქმედებაა
1989 წელს ეპინალში საიტო სენსეის სემინარის შესახებ ამ საიტზე დადებული კომენტირებული პუბლიკაციიდან გრძელი შუალედის შემდეგ განვაგრძობთ ტექნიკურ სტატიებს იქიდანვე, სადაც გავჩერდით.
ეს სტატია ჰაპო გირი შესახებ არსებული წინამავალი სტატიის გაგრძელება და დასურათებაა.
სიცარიელეში ჭრა ოთხი მიმართულებით არის სავარჯიშო, რომელიც ამავე სახით ვერ შესრულდება ოთხ მოწინააღმდეგესთან ერთად. მართლაც, საკმარისია, დააყენოთ ოთხი თავდამსხმელი უკე ტაჩის გარშემო და მაშინვე მიხვდებით, რომ ამგვარად ჭრა იგივეა, დარჩე ჭრის დროს საპირისპირო შეტევების ხაზზე. მაშასადამე, ეს არ მუშაობს წმინდად საბრძოლო რეალობაში.
დავინახეთ, რომ „არ კმარა ოთხგზის ოთხ საპირისპირო მხარეს ჭრა იმისათვის, რომ წრიული (სპირალური) გადაადგილება მივიღოთ. გადაადგილება სპირალური მხოლოდ მაშინაა, როდესაც იგი ყოველ თვლაზე სპირალურია“.
ირიმი-ტენკანი ხდის შესაძლებელს ჰაპო გირის და ირიმი-ტენაკნი არ გახლავთ მოქმედება, რომელიც დროდადრო, გარემოებებიდან გამომდინარე გამოიყენება, ირიმი-ტენკანი აიკიდოს უწყვეტი, უსასრულო მოქმედებაა: სხვა არაფერი არ არის. სწორედ ეს მოქმედება გვაძლევს საშუალებას ყოველ ჯერზე მეტოქეთა შორის შევიჭრათ და შევუტიოთ მათ, და ამასთან ავიცილოთ მათი დარტყმები ამავე გადაადგილების წყალობით, რასაც ეს სპირალი წარმოქმნის.
მაშასადამე, ჰაპო გირი ყველა მომენტში და ნებისმიერ კუმიტაჩში (აქ პირველში) შეიძლება იქნეს გამოყენებული.