Categories
სტატიები

კენ სუბური #4

წყარო : https://aikidotakemusu.org/ken-suburi-4/

კენის მეოთხე სუბური იგივე შომენია, შესრულებული რიგრიგობით – მარჯვნივ და მარცხნივ.

აიკი კენის პირველი ოთხი სუბური შომენის შესწავლას ეძღვნება.

კენის მეოთხე სუბური იგივე შომენია, შესრულებული რიგრიგობით – მარჯვნივ და მარცხნივ.

როდესაც ის სრულდება მარჯვნივ, იგი სხვა არაფერია, თუ არა მეორე სუბური. როდესაც ის სრულდება მარცხნივ, ეს იგივე მეორე სუბურია, ოღონდ შესრულებული მარცხნივ.

მაშასადამე, მეოთხე სუბურის საფუძველი მეორე სუბურია. ყველაფერი, რაც ღირებულია მეორე სუბურისთვის, ღირებულია ასევე მეოთხისთვისაც და მას ყველა მახასიათებელი მოერგება, რომელიც კი კენ სუბური # 2-ისთვისაა გამოყენებული.

თავისი ბუნებით, მე-4 სუბური შეიძლება შესრულდეს მისვლა-მოსვლის ფორმით. ამ დროს ყორადღება უნდა მივაქციოთ, რომ ხმალი არ ქანაობდეს მარჯვნიდან მარცხნივ მიმართულების შეცვლის დროს: შემობრუნების დროსაც ხმალი რჩება შომენში, ის არ ტოვებს სხეულის ცენტრალურ ღერძს გადაადგილების ხაზზს. ეს მოითხოვს ხელების ჩავლების ერთგვარ მოქნილობას ზუსტ, განსაზღვრულ მომენტში.