Categories
სტატიები

კენ სუბური #5

წყარო : https://aikidotakemusu.org/ken-suburi-5/

მეხუთე სუბურში პირველად ჩნდება იოკომენ უჩის ცნება.

ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ აიკი კენის პირველი ოთხი სუბურის შესწავლის საგანი შომენ უჩია. იქ კენი პირდაპირ ადის და, ამიტომ, ჩამოსვლაც პირდაპირ შეუძლია.

მეხუთე სუბურში პირველად ჩნდება იოკომენ უჩის ცნება.

რატომ?

იმიტომ რომ კენი აქ ისევე ადის.

პირველ ოთხ სუბურში მარცხენა ხელი კოკიუთი აწვება პირდაპირ, რასაც შედეგა მოჰყვება ის, რომ კენი პირდაპირ გადადის ზურგსუკან.

მეხუთე სუბურში, მიგი ჰანმიში, მარცხენა ხელი კოკიუთი მარცხნისაკენ აწვება: შეგრძნება, რომელიც ამ მომენტში უნდა გვქონდეს, ისაა, თითქოს მოწინააღმდეგეს მარცხნივ ხმლის ტარით ვურტყამთ.

როდესაც ხმლის ტარი წინ და მარცხნივ ადის, ხმლის პირი აუცილებლად გადავა მარჯვნივ და უკან, რითაც სათავეს დაუდებს სპირალს, რომელიც მას წამოიღებს მარჯვენა მხრის უკნიდან, ქვედა დონეზე, მარცხენა მხრის წინისაკენ, ზედა დონეზე. ამ სპირალის ღერძი და ტრაექტორია ისეთია, რომ ჭრა სხვა ვერაფერი იქნება, თუ არა იოკომენი.

ჰიდარი ჰანმიში ყველაფერი სიმეტრიულია, მარცხენა ხელი ახლა წინ და მარჯვნივ აწვება მოძრაობის დასაწყისში.

ყურადღება : იოკომენის დროსაც ხმალი გადადის კინკრიხოსთან, ხელები კი არ უნდა ჩამოვიდეს თავის გვერდით ჭრის სპირალის შესრულებისას.

მაშასადამე ხმლის ატანის მანერა განსაზღვრავს, დარტყმა შომენი იქნება თუ იოკომენი და სხვა არაფერი.

თავს ზევით ხმლის ჭერა ჯოდან ნო კამაეს პოზიციაში და შემდეგ იოკომენის დარტყმა სრულიად ხელოვნურია და სრულიად არ შეესაბამება მოძრაობათა დინამიკის რეალურობას. ჯოდან ნო კამაედან ჭრა შეიძლება იყოს მხოლოდ შომენი. და პირუკუ – კენის ჭერას ჰასო ნო კამაეში (მარჯვენა მხრის თავზე) დასაბამის მიცემა მხოლოდ და მხოლოდ იოკომენის ჭრისათვის შეუძლია.

ამიტომაც ყველაზე ნეიტრალური საწყისი დგომი, რაც კი არსებობს, ჩუდან ნო კამაეა, იმიტომ რომ ის საშუალებას იძლევა როგორც შომენის და იოკომენის ჭრისა, ისე ცუკის გაკეთებისა, გარემოებიდან გამომდინარე. ამიტომ მოინდომა ო-სენსეიმ საკუთარი ფოტოს დადება თავისი წიგნის, „ბუდოს“ თავფურცელზე ჩუდან ნო კამაეს პოზიციაში. ჩუდან ნო კამაე არადიფერენცირებული ერთეულია, „ერთია“, საიდანაც შეიძლება იშვეს ხმლის სამივე შესაძლებლობა.

ასე ვითარდება ხმლის ლოგიკა და სრულიად აუცილებელია მისი დაცვა, არ უნდა „დავაბინძუროთ“ სრულყოფილი დინამიკა ძალიან ადამიანური კონცეფციებით, რომელიც ძალიან სუსტი გონებიდან შეიძლება იყოს გამოსული. ასეთი გონება ვერ ხვდება უნივერსალური კანონების არსებობის საფუძველს.