Categories
სტატიები

კოკიუ ნაგე

ვიდეოში ნაჩვენები ეს კოკიუ ნაგე შედეგია კატატე დორიდან შესრულებული ტაი ნო ჰენკასი, რომელსაც მყისიერად მოჰყვება ატემი ნიკაპში.

კოკიუ ნაგე, რომელიც ნაჩვენებია ვიდეოში, შედეგია კატატე დორიდან შესრულებული ტაი ნო ჰენკასი, რომელსაც მყისიერად მოჰყვება ატემი ნიკაპში.

ქვევიდან ზევით წამოსული ეს დარტყმა იგივეა, რასაც ინგლისურ კრივში აპერკოტს უძახიან, თუმცა აიკიდოში ვურტყამთ არა მუშტს, არამედ გაშლილი ხელის გულის ქვედა ნაწილს, რომელიც წინამხარის გაგრძელებას წარმოადგენს. ეს მნიშვნელოვანი ელემენტია, რადგან ამგვარად წინამხარი დაჯახების მომენტში არაა ისე, რომ ხელის გული ზევით იყურებოდეს, ის ბუნებრივ პოზიციაშია – ხელის გული მიმართულია ქვვით და ამას თავისი შედეგი მოაქვს ძალების გადაცემის საქმეში. ხელების ეს დამახასიათებელი პოზიცია იგივეა, რაც კოკიუ ჰოს დროაა, იდაყვები სხეულთან:

იმისათვის, რომ სავარჯიშო შესაძლებელი გახდეს, აუცილებელია, რომ უკე ტაი ნო ჰენკათი ავამოძრაოთ. ტორის ბრუნვას ის ეფექტი უნდა ჰქონდეს, რომ უკე – თავისივე სურვილის ტყვეობაში მყოფი, რომ ეჭიროს –  წამოვიყვანოთ და გავტყორცნოთ წრის ხაზზევე წინ და დარტყმის მიმართულებით:

ასეთ დროს უკეს კინეტიკური ენერგია საპირისპირო მხრიდან მომავალი ტორის როტატიულ ენერგიას ხვდება. დარტყმის ძალა ამ ორი ძალის ჯამია, ზუსტად ისევე, როგორც ფრონტალური დაჯახებისას ორი ავტომანქანის სიჩქარეების ჯამი:

ფილიპ ვოარინო
3 ივლისი, 2022 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/kokyu-nage/

Categories
სტატიები

ჩავლებიდან ო-სენსეისეული პრიმიტიული გამოთავისუფლება

საიტო სენსეი განმარტავდა, რომ ო-სენსეიმ ეს სამი ხერხი ერთ დროს არსებული ერთადერთი ხერხიდან განავითარა, როგორც თავად აკეთებდა თავდაპირველად.

კოტე გაეშისადმი მიძღვნილ წინა სტატიებში ვნახეთ, რომ არსებობს სამი კლასიკური ხერხი თავის გამოხსნისა გიაკუ ჰანმი კატატე დორიდან ჩავლების დროს: ჯოდან, ჩუდან და გედან.

საიტო სენსეი განმარტავდა, რომ ო-სენსეიმ ეს სამი ხერხი ერთ დროს ერთადერთი ხერხიდან განავითარა, როგორც თავად აკეთებდა თავდაპირველად და რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ უკეს მაჯას ქვევიდან ვავლებთ თავისუფალ ხელს:

ეს თავდაპირველი ხერხია ნაჩვენები ამ ვიდეოში.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ და ვასრულებდეთ გამოთავისუფლების ამ ფორმას, რადგან ის ძალიან საიმედოა, ჩავლება მართლაც გვაძლევს საშუალებას უკეს მთელი ხელი გავაკონტროლოთ შემოტრიალების ბოლოს:

ასე უკეს არ ვაძლევთ საშუალებას დაგვარტყას იდაყვი. ამიტომაც ასეთ დროს კონტრტექნიკები ძნელი შესასრულებელია.

ამგვარი გამოხსნის შემთხვევაში შეგვიძლია მოძრაობა გავაგრძელოთ როგორც ტექნიკით, სახელად კოტე გაეში, ისე ტექნიკით, სახელად ირიმი ნაგე:

ეს, როგორც უკვე ვიხილეთ სტატიაში „ირიმი გაეში“, ამ ორი ტექნიკის იდენტურობის შედეგია.

ფილიპ ვოარინო
26 ივნისი, 2022 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/le-degagement-primitif-do-sensei/

Categories
სტატიები

„ირიმი გაეში“

ნებისმიერი ირიმი ნაგე სხვა არაფერია, თუ არა კოტე გაეში, შესრულებული კისრის არეში, მაჯის ტრიალი აქ თავის ტრიალითაა შეცვლილი.

სტატიაში „კოტე გაეში: მაქსიმალური ძალა“ ვიხილეთ, რომ შიჰო ნაგეს ფორმით ჩავლება მაჯაში საშუალებას გვაძლევს ჩუდანით გავთავისუფლდეთ კოტე გაეშის ამ ჩავლებიდან:

მაშასადამე, ამ ფორმით შესაძლებელია მოქმედება უკეს წინამხარზე (კოტე) მაჯის (ტეკუბი) გადატრიალებით (ჰინერი) და წარმოშობს ტექნიკას, რომელსაც ვუწიდებთ კოტე გაეშს. საქმეში ერთვება წონასწორობის დაკარგვინების მთელი ჯაჭვი და ბოლოს ეს ყველაფერი უკეს გდებით მთავრდება.

ტორისა და უკეს დამაკავშირებელი მააის სულ ოდნავი შეცვლა საშუალებას გვაძლევს ჩავავლოთ უკეს საყელოს, ნაცვლად მისი მაჯისა:

ეს განსხვავებული მააი წარმოშობს ტექნიკას, რომელსაც ირიმი ნაგეს ვუწოდებთ:

ტორის გადაადგილება არანაირად არ იცვლება, რჩება სრულიად იდენტური იმისა, რაც იყო კოტე გაეშის დროს, მოძრაობა მთლიანობაში სრულიად შენარჩუნებულია.

უფრო ახლოდან თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ არავითარი ფუნდამენტური სხვაობა არ არის კოტე გაეშსა და ირიმი ნაგეს შორის, გარდა იმ წერტილისა, რომელიც ტრიალის ძალების ღერძად იქცევა: ნებისმიერი ირიმი ნაგე სხვა არაფერია, თუ არა კოტე გაეში, შესრულებული კისრის არეში, მაჯის ტრიალი აქ თავის ტრიალითაა შეცვლილი. უკეს სხეულს წონასწორობას ზუსტად იმავენაირად ვაკარგვინებთ.

ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ირიმი ნაგე და კოტე გაეში არ არის ერთმანეთისგან გაბსხვავებული ორი ტექნიკა, როგორც ზოგადად ჰგონიათ, სინამდვილეში ეს ერთი და იგივე ილეთია, რომელიც უკეს სხეულის ორ სხვადასხვა ნაწილზე სრულდება. სწორედ ამის გამო აღვიქვამთ მათ ორ სხვადასხვა ილეთად.

უნდა ითქვას, რომ ირიმი ნაგესა და კოტე გაეშს შორის არსებული ამ მიმართების გაგებას მეთოდის მოდალობები ართულებს. მართლად, ეს უკანასკნელი მოითხოვს, რომ ირიმი ნაგეს გდება განხორციელდეს საყელოში ჩავლებით, მაშინ როცა მეორე ხელი უკეს თავს კოკიუ ჰოსათვის დამახასიათებელი ფორმით ატრიალებს:

გდების ეს მანერა და სხეულის ეს ფორმა, რასაკვირელია, სწორია სწავლების ფარგლებში, მაგრამ ამავდროულად ხელს გვიშლის, დავინახოთ ანალოგია ირიმი ნაგესა და კოტე გაეშს შორის. გონებაში კი სულ უნდა გვქონდეს ის ამბავი, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ საბრძოლო ტექნიკის შერბილებული სახეა, რომლის დროსაც სინამდვილეში უკეს თავს ისევე უგრეხს ორივე ხელით ტორი, როგორც კოტე გაეშის დროს. ნამდვილი ტექნიკა ბევრად უფრო სახიფათოა და შეუძლია კისრის მალების დაზიანება გამოიწვიოს. ამიტომაც ამოიღეს ეს ვარჯიშის დროს.

ეს ტერმინი, „ირიმი გაეში“ – ირიმი ნაგესა და კოტე გაეშის შერწყმა, რაც, ცხადია, არ არსებობს აიკიდოში – იმისთვის გამოვიყენე ამ სტატიის სათაურად, რომ გაგვიადვილდეს ამ ორი მოძრაობის ღრმა იდენტურობის სწორად გაგება. ეს კონკრეტული იდენტურობა რიაის ერთი შემადგენელი ნაწილია, წითელი ძაფია, რომელიც აიკიდოს ყველა ელემენტს აკავშირებს ერთმანეთთან და ამით ერთ დიდ, ორგანიზებულ ოჯახს ქმნის საერთო პრინციპების გარშემო.

ფილიპ ვოარინო
20 ივნისი, 2022 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/irimi-gaeshi/

Categories
სტატიები

კოტე გაეში – ჩავლებიდან გამოთავისუფლება ‘გედან’

აქაც ორი რამის ტრიალია (სხეულისა და წინამხრისა), რაც უკეს ჩავლებისაგან გვათავისუფლებს და ეს ტორის თავისუფალი ხელი არ გახლავთ.

‘ჩუდანითა’ და ‘ჯოდანით’ გამოთავისუფლების შემდეგ ახლა ‘გედანით’ გამოთავისუფლებას ვხედავთ.

უკეს ჩავლებისაგან გამოხსნის ეს ხერხი, რათა შემდეგ კოტე გაეში გავაკეთოთ, სრულიად სიმეტრიულია იმისა, რაც გამოვიყენეთ სტატიაში „კოტე გაეში: განთავისუფლება ჯოდან“. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ ხელი ჩამოდის ზევიდან ქვევით ორ წინამხარს შორის, ნაცვლად იმისა, რომ ქვევიდან ზევით ავიდეს.

აქაც უმნიშვნელოვანესია, რომ არ გავაკეთოთ არანაირი მოძრაობა, რომელიც უკნისაკენ შეტრიალებას გამოიწვევს: თავიდან სრულდება ტაი ნო ჰენკა, დანარჩენი ყველაფერი კი ამას მოჰყვება. ტორის ხელის მოქმედება ტე კატანათი უნდა განხორციელდეს ბრუნვის დროს, ისევე როგორც ჯოდანით განთავისუფლების დროს:

აქაც ორი რამის ტრიალია (სხეულისა და წინამხრისა), რაც უკეს ჩავლებისაგან გვათავისუფლებს და ეს ტორის თავისუფალი ხელი არ გახლავთ. ამ ილეთის სურათმა და ტერმინმა ‘ტე კატანა’ შეიძლება გვაფიქრებინოს, რომ „ვჭრით“ ჩავლებას ამ ხელით, მაგრამ ეს შეუძლებელია ტრიალის გარეშე. დანითაც კი (რადგან აქაა ამ ილეთის საბრძოლო წახნაგი) ტრიალი აუცილებელი იქნებოდა, რადგან სწორედ ტრიალი იძლევა თავის განთავისუფლებისათვის აუცილებელ ძალას:

არასდროს არ უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, რომ ტაი ნო ჰენკა, თუკი ამ ტექნიკის ფუნდამენტურ პირობაზეა ლაპარაკი, ტორის უსაფრთხოების პირობაა მრავლობითი თავდამსხმელისაგან ერთდროული შეტევის ფარგლებში: ტაი ნო ჰენკა ერთდროულად არის ამა თუ იმ ტექნიკის ეფექტურად შესრულების საშუალებაცა და ტორისათვის უსაფრთხო პოზიციაზე გადასვლის საშუალებაც.

ფილიპ ვოარინო
12 ივნისი, 2012 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/kote-gaeshi-le-degagement-gedan/

Categories
სტატიები

კოტე გაეში – ჩავლებიდან გამოთავისუფლება ‘ჯოდან’

თავდაპირველად შებრუნებაა, რადგან სწორედ შებრუნება უდებს სათავეს მოქმედებას და თან ტორის უსაფრთხო ადგილას აყენებს.

წინა სტატიაში “კოტე გაეში : მაქსიმალური ძალა“, ვთქვით, რომ კოტე გაეშისთვის ოთხი ხერხი არსებობს გიაკუ ჰანმიდან ხელის გამოთავისუფლებისა. პირველ ჯერზე ჩუდანით გამოთავისუფლების ფუნდამენტური მახასიათებლები ვნახეთ.

ახლა ვნახოთ ჩაჭიდებიდან ჯოდან-ით გამოთავისუფლება.

როგორც ყველთვის, თავდაპირველად შებრუნებაა, რადგან სწორედ შებრუნება უდებს სათავეს მოქმედებას და თან ტორის უსაფრთხო ადგილას აყენებს. ტორის თავისუფალი ხელი ორ წინამხარს შორის ადის, მაგრამ მხოლოდ შებრუნების პროცესში:

გავრცელებული შეცდომაა ჯერ ხელის ატანა და მსოლოდ ამის შემდეგ შეტრიალება. ასეთ დროს შეტრიალება სახიფათოდ დაგვიანებული ხდება.

არც ამ ხელით უნდა ვეცადოთ ჩაჭიდებიდან ხელის გათავისუფლებას, რადგან ეს არაა მისი დანიშნულება, მხოლოდ ტორის სხეულისა და წინამხარის ერთდროული ტრიალი გვაძლევს საშუალებას, გავხსნათ უკეს ჩავლება. ამავალი ხელის ფუნქცია, პირიქით, უკეს მაჯაზე დაღმავალი კოკიუთი დაწოლაა. ხელის ამგვარ გამოყენებას იაპონურად ტე კატანა (ხელი ხმალი) ეწოდება.

უკეს მაჯის ჩამოტანა ამის შედეგად ორმაგი კონტროლით ხდება შესაძლებელი: ტორის ცალ ხელს ეს მაჯა უჭირავს, მეორე კი მაქსიმალურად აწვება ტე კატანათი ამავე მაჯას და ეს შეტრიალების ბოლომდე გრძელდება:

როგორც კი საწყისი ბრუნვა დასრულდება, ხელი, რომელსაც უჭრავს მაჯა, ინარჩუნებს ამ ჩაჭიდებას, თუმცა ტე კატანას ხელმა უკეს ხელის ზურგს მოძრაობის საბოლოო გდების დაწყებამდე უნდა ჩაავლოს:

ეს მნიშვნელოვანია, რადგან კარგი გდება დამოკიდებულია კარგ ტრიალზე, მაგრამ იმაზეც, თუ როგორ ჩაავლებს ორმაგად ტორი უკეს წინამხარს: კოტე გაეში არ კეთდება ცალი ხელით, ისევე როგორც შიჰო ნაგე. ღონიერი ადამიანი დაგდება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა კოტე გაეშის მიერ შემოთავაზებული ყველა რესურსი ჩართულია საქმეში, ბრუნვა და ორმაგი ჩავლება, მხოლოდ ასეთ დროს შეიძლება მივაღწიოთ კარგ პირობებში და ეფექტურობით უკესთვის წონასწორობის დაკარგვინებასა და მის გდებას:

ფილიპ ვოარინო

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/kote-gaeshi-le-degagement-jodan/

Categories
სტატიები

კოტე გაეში – მაქსიმალური ძალა

შეინარჩუნეთ უკეს ხელის კონტროლი იმ დროის განმავლობაში, რომელიც შიჰო ნაგეს კოტე გაეშით ჩანაცვლებას სჭირდება.

აი ჰანმიში (მეტოქეების ერთნაირი, „სარკისებური“ პოზიცია, როგორც ხანდახან უწოდებენ ხოლმე) მაჯის ჩავლებისას ტორის ხელი მოძრაობის დასაწყისში თავისუფალია, ამიტომაც, რაკი შეზღუდული არაა, შეუძლა თავად გადავიდეს ჩავლებაზე.

გიაკუ ჰანმიში (მეტოქეები საპირისპირო პოზიციაში) ჩაჭიდების დროს პირიქით, ტორის ხელი, რომელმაც უნდა ჩაავლოს, მოძრაობის დასაწყისში დატყვევებულია უკეს ჩავლებისაგან. ამიტომაც ტორიმ აუცილებლად უნდა გაითავისუფლოს ხელი პირველივე თვლაზე, რის გარეშეც, ცხადია, ხელი შეეშლება მოძრაობაში.

აიკიდოში ოთხნაირად შეიძლება ხელის გამოთავისუფლება კოტე გაეშის შესასრულებლად კატატე დორი გიაკუ ჰანმის დგომში. ამ ოთხიდან ერთ-ერთი და ყველაზე ფუნადმენტურია, ის, რომელიც ვიდეოშია ნაჩვენები. მის მიხედვით მოძრაობას ვიწყებთ ზუსტად ისე, როგროც შიჰო ნაგეს დროს ხდება. ეს საშუალებას აძლვე ტორის, ჩაავლოს უკეს მაჯას შებრუნების დროს, გააგრძელოს ეს ბრუნვა დიდი ძალით, თავისი ხელის გამოთავისუფლებამდე და შეინარჩუნოს უკეს ხელის კონტროლი მთელი იმ დროის განმავლობაში, რომელიც საჭიროა, რომ პირველი ხელის შიჰო ნაგეს მიხედვით ჩაჭიდება ჩავანაცვლოთ კოტე გაეშის ჩაჭიდებით იმავე ხელით, რომელიც ეს-ესაა გათავისუფლდა.

ამგვარად შესრულებული კოტე გაეში სრულიად დაზღვეულია და საშუალებას გვაძლევს, კარგად დავეუფლოთ ამ ტექნიკას. საბაზო ტექნიკას უნდა მივანიჭოთ პრივილეგია გიაკუ ჰანმიში კატატე დორით ჩავლების დროს. ეს ხერხი უნდა ვარჩიოთ ფიზიკურად ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგაც, როგორც ეს ვიდეშია ნაჩვენები, რადგან სწორედ ეს ფორმა გვაძლევს მაქსიმალურ ძალას კოტე გაეშის დროს და ამასთან ოპტიმალურ კონტროლსაც ვინარჩუნებთ.

ფილიპ ვოარინო
28 მაისი, 2022 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/kote-gaeshi-puissance-maximale/

Categories
სტატიები

შიჰო ნაგე – სახიფათო ილუზია

ერთადერთი სწორი ხერხი შიჰო ნაგეს გასაკეთებლად მდგომარეობს იმაში, რომ სპირალი უნდა მივიდეს თავის დასასრულამდე, უკეს ზურგს უკან, რათა ჩვენ პირისპირ აღმოვჩნდეთ საფრთხის მიმართ.

სახიფათო ილუზია გახლავთ იმის დაჯერება, რომ შიჰო ნაგე, როგორც ისწავლება ის აიკიდოს მეთოდში, ასეთივე სახით ინარჩუნებს ეფექტურობას რამდენიმე მეტოქის წინააღმდეგაც:

შიჰო ნაგეს ასე შესრულება ნამდვილ საბრძოლო სიტუაციაში, პირიქით, გარანტირებული საშუალებაა, რომ მიიღებთ დარტყმებს. ესაა აიკიდოს ტექნიკა, რომლის სპირალი უნდა მივიდეს ბოლომდე, ამიტომაც გამოდის, რომ სინამდვილეში ეს არ ყოფილა აიკიდოს ტექნიკა.

შიჰო ნაგეს კეთებისას ზურგით დარჩენა საფრთხის მიმართ ეწინააღმდეგება ო-სენსეის მითითებებს, რომელიც განმარტავდა, მუდმივად ყურადღებით უნდა ვიყოთ ოთხივე მიმართულებითო.

ერთადერთი სწორი ხერხი შიჰო ნაგეს გასაკეთებლად მდგომარეობს იმაში, რომ სპირალი უნდა მივიდეს თავის დასასრულამდე, უკეს ზურგს უკან, რათა ჩვენ პირისპირ აღმოვჩნდეთ სხვა თავდამსხმელებისაგან ერთდროულად მომავალი საფრთის მიმართ და ამისათვის სრულიად აუცილებელია შიჰო ნაგეს გადაადგილების წესების დაცვა, რაც ახსნილია სტატიებში „დაკარგული ნაბიჯი #1“ და „დაკარგული ნაბიჯი #2“ :

ფილიპ ვოარინო
21 მაისი, 2022 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/shiho-nage-illusion-dangereuse/

Categories
სტატიები

ჯო დორი შიჰო ნაგე – ატემი

ზედა მხარეს (ჯოდან) შესრულება საშუალებას გვაძლევს მეორე ატემიც გავაკეთოთ უკანა ხელით, სწორედ ამას გვირჩევდა ხოლმე საიტო სენსეი.

აი, რამდენიმე დამატებითი დაზუსტება ჯო დორი შიჰო ნაგეს მოძრაობის შესახებ, რომელსაც წინა სტატია მივუძღვენით „დაკარგული ნაბიჯი #2“.

ირიმის დროს ტორის წინა ხელი ფერდში ხვდება უკეს, მაგრამ უკანა ხელი შეიძლება დავიზიანოთ, თუკი ის ჯოს შეტევის ხაზზე დარჩება, ივამაში ერთმა მოწაფემ ხელი მოიტეხა ამ სავარჯიშოს დროს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ეს ხელი მოვარიდოთ საშიშროებას იმ შესაძლო ორი ხერხით, როგორც ეს ამ ვიდეოშია ნაჩვენები.

ზედა მხარეს (ჯოდან) შესრულება საშუალებას გვაძლევს, მეორე ატემიც გავაკეთოთ უკანა ხელით, სწორედ ამას გვირჩევდა ხოლმე საიტო სენსეი საბრძოლო თვალსაზრისით.

მეორენაირად, როგორც ნაჩვენებია ეს ვიდეოში, მეორე ხელი ზურგსუკან გაგვაქვს, მაგრამ მაშინ ამ ხელს ვეღარ გამოვიყენებთ დასარტყმელად.

რაც შეეხება ჯოს ჩავლებას, ის არ უნდა ავიტანოთ თავსზევით დატრიალებამდე: ბუნებრივია, სწორედ ტრიალს ააქვს ჯო თავსზევით, საშუალებას გვაძლევს, ზურგუკან მოვექცეთ ამგვარად წონასწორობადაკარგულ უკეს და დავაგდოთ ის ძირს.

ფილიპ ვოარინო
14 მაისი, 2022 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/jo-dori-shiho-nage-atemi/

Categories
სტატიები

ჯო დორი შიჰო ნაგე – დაკარგული ნაბიჯი #2

ჯო დორი გვაიძულებს, შიჰო ნაგეს შესრულებისას სრული და ავთენტური გადაადგილება გამოვიყენოთ. ეს გადაადგილება თანამედროვე აიკიდოში დაკარგულია.

იმისათვის, რომ გავიგოთ შიჰო ნაგეს ბოლო ნაბიჯის აუცილებლობა, ბოლო ნაბიჯისა, რომელსაც ოთხკუთხა პოზიციაში (კენკა გოში) მივყავართ უკეს ზურგსუკან გდების მომენტში, რამდენიმე წლის წინ დავწერე სტატია სათაურით “ჯო დორის მტკიცებულება”.

იმხანად არ მქონდა გადაღებული ვიდეო ჩემივე სიტყვების საილუსტრაციოდ და დღეს ვანაზღაურებ ამ დანაკლისს ქვევით წარმოდგენილი ვიდეოთი:

ამ ვიდეოზე ნათლად ჩანს, რომ შეუძლებელია შიჰო ნაგეს დასრულება ჯოთი ისე, როგორც ჩვეულებისამებრ, ამთავრებენ ხოლმე შიშველი ხელის შემთხვევაში. ამ პუნქტისათვის გირჩევთ თვალი გადაავლოთ წინა სტატიას, სათაურით: “შიჰო ნაგე: დაკარგული ნაბიჯი”.

ნეო-შიჰო ნაგე, სადამდეც მივიდა თანამედროვე აიკიდო, მართლაც არაკეჰერენტულია. ის მდგომარეობს შემდეგში: დავტრიალდეთ უკეს მკლავის ქვეშ და შევწყვიტოთ ეს ტრიალი, რათა მყისიერად დავტრიალდეთ საპირისპირო მიმართულები და უკე დავაგდოთ ჰანმის დგომში ფინალური ჭრის დროს.

ეს პირველი და არასრული ტრიალი, რომელსაც მოჰყვება ჭრა საპირისპირო მიმართულებით, ორ პრობლემას ქმნის: სწრაფ უკეს საშუალებას უტოვებს გაიქცეს წინ ვარდნით, ხოლო ტორის ზურგს მიშვერილს უტოვებს ოთხი მხრიდან მომავალი მოწინააღმდეგეების შეტევისკენ. ეს უკანასკნელი პუნქტი სრულად ეწინააღმდეგება ო-სენსეის სწავლებას, რომ „ვარჯიშისას ყურადღებით უნდა ვიყოთ ოთხივე მიმართულებით“ და რომ აიკიდოს ნებისმიერი ტექნიკა უნდა მუშაობდეს როგორც ერთის, ისე რამდენიმე მოწინააღმდეგის მიმართ.

კარგად ჩანს, რომ ფიზიკურად შეუძლებელია ჯოთი ჰანმის პოზიციაში გაჩერება ორი, ერთმანეთის საპირისპირო მხარეს ტრიალისათვის, როგორც ეს შიშველი ხელის შემთხვევაში ხდება ხოლმე და რომ იძულებული ვხდებით, ბოლომდე განვაგრძოთ ტრიალი. ჰანმის დგომში უკანა თეძო არ იმალება უკნისაკენ, პირიქით, ის აწვება უკანა ფეხს წინისაკენ ტრიალის ფინალურ ფაზაში და ტერფებს ამგვარად ოთხკუთხა პოზიციაში აყენებს, უკეს ზურგს უკან, კენკა გოშის პოზიციაში გდების დროს:

გირჩევთ, თვალი გადაავლოთ სტატიას „პირველი ნაბიჯი #1“, რათა ნათლად დავინახოთ და გავიგოთ კენკა გოშის ეს პოზიცია, რაც ფუნადამენტურია.

მაშასადამე, ჯო დორი გვაიძულებს, შევასრულოთ შიჰო ნაგე ამ ტექნიკის ავთენტური და სრული გადაადგილების გამოყენებით. უკანასკნელი ფაზის ეს გადაადგილება დაიკარგა სწორედაც თანამედროვე აიკიდოში, რომელმაც „დაივიწყა“ ბოლო ნაბიჯი და ის საპირისპირო მიმართულებით შესრულებული გაუმართლებელი და სახიფათო ბრუნვით ჩაანაცვლა.

მინდა ყურადღება გავამახვილებინო ყველა ჩემს ივამელ ამხანაგს, რომ საიტო სენსეი სწორედ ისე ასწავლიდა ჯო დორი შიჰო ნაგეს, როგორ ეს ვიდეოზეა ნაჩვენები და რომ ამის შემოწმება მის მიერ ჩვენთვის დატოვებულ წიგნებსა და ფირებზეა შესაძლებელი.

ეს პუნქტი უმნიშვნელოვანესია, რადგან არ შეიძლება ორი განსხვავებული გადაადგილება არსებობდეს იმის მიხედვით, შიშველი ხელით ვაკეთებთ შიჰო ნაგეს, თუ ჯოთი: ეს წესი მკაცრად დაცული რიაის – აიკიდოს ერთიანი პრინციპის – შედეგია.

ფილიპ ვოარინო
9 მაისი, 2022 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/jo-dori-shiho-nage-le-pas-perdu-2/

Categories
სტატიები

ბლაბლაიკიდო

მართლაც, აიკიდოს ხშირად წარმოადგენენ ხოლმე თავდაცვის ხელოვნებად, რაც უხეში შეცდომაა, რადგან როდესაც აგრესია ჩნდება, მაშინ ყველაფერი უკვე გვინაა.

ბოდიშს ვიხდი ამ მონოლოგი-ვიდეოსთვის, რომელიც, ცხადია, ცოტა ძნელად მოსანელებელია. მაგრამ ძალიან გრძელიც არ არის და იმაზე, რის ჩვენებასაც ვცდილობ, მთლიანადაა დამოკიდებული აიკიდოს პრაქტიკა. ამ აზრის შესახებ წინა სტატიაში მოგახსენეთ: აიკიდოს არ ახასიათებს დუალობა, რომელსაც მცდარად მიაწერენ, როდესაც მასში მხოლოდ პასუხს ხედავენ შეტევაზე და თავდაცვას აგრესიის წინააღმდეგ..

მართლაც, აიკიდოს ხშირად წარმოაჩენენ ხოლმე თავდაცვის ხელოვნებად, რაც უხეში შეცდომაა, რადგან როდესაც აგრესია ჩნდება, ყველაფერი უკვე გვიანაა მოქმედებისთვის. ეს არ ნიშნავს თავისთავად, რომ საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა, რადგან აიკიდო არ გახლავთ მოწინააღმდეგის გასანადგურებლად შექმნილი უბრალო ტექნიკა. ამასთან შეტევა, თუნდაც პრევენციული, სინამდვილეში მხოლოდ და მხოლოდ აგრესიაა.

ბატონი პუტინი, მაგალითად, გულისხმობს, რომ თავს ესხმის უკრაინას პრევენციულად, მაგრამ ეს არ ცვლის იმ ამბავს, რომ ეს შეტევა მივიჩნიოთ აგრესიად, რაც არის კიდეც სინამდვილეში. მეორე მხრივ, ვხედავთ ტანჯვა-წამებასა და ნგრევას, რასაც უკრაინა განიცდის დღეს იმის გამო, რომ მან მოიცადა, ვიდრე შეტევა არ დაიწყებოდა, რომ მერე თავი დაეცვა.

თუ გვინდა, გვერდზე გადავდოთ ყველა მორალური თუ ემოციური კონცეფცია და ცივად შევხედოთ მდგომარეობას, ორ სტრატეგიულ შეცდომას დავინახავთ ორივე მხრიდან.

ბრძოლაში პასუხი შეტევაზე ნებისმიერ შემთხვევაში ნაგვიანევია და იშვათად შეიძლება დაკარგული მოედნის უკან დაბრუნება. აქ მსხვერპლის სიმარჯვე თუ მოუხერხებლობა არაფერ შუაშია, რადგან მთავარი არსებითი საკითხია: თვით რეაქციის ბუნებაა ასეთი, როდესაც ის სხვის მოქმედებას მოსდევს. ყოველი მოქმედება იწვევს რეაქციას და ის მარადიული მექანიზმი, რომელიც ამ დუალობიდან იშვება, ვერ მიგვიყვანს მდგრად მშვიდობასთან.

აიკიდო სწორედ ამ სისუსტეს ააშკარავებს, აჩვენებს, რომ არც შეტევა და არც თავდაცვა არ წარმოადგენს კონფლიქტის გადაწყვეტის საშუალებას და გვთავაზობს დაპირისპირების გადაჭრას იმის გააზრებით, რომ ის, რაც მათ ერთმანეთისგან განასხვავებს, ამავდროულად მათ ერთმანეთს შემავსებლად აქცევს და რომ აუცილებლად გასათვალისწინებელია ეს დიდი სასწაული.

ამგვარად, აიკიდო არ არის რეაქცია სხვის მოქმედებაზე, აიკიდოს მოძრაობა არსებობს თავისთავად, სხვის გამოჩენამდეც კი. ‘სხვა’, რომელიც მეტოქის ფორმას იძენს, რა თქმა უნდა, ‘მოკავშირეა’ ერთი წამით მოძრაობისას, მაგრამ ის არ იწვევს და არ იწყებს მოძრაობას. რადგან გაიჩინო მოწინააღმდეგე, როგორიც არ უნდა იყოს ის, და იმოქმედო აქედან გამომდინარე, ნიშნავს აუცილებლად გახდე გამარჯვებული ან დამარცხებული. გამარჯვებისა ან დამარცხებისაგან კი მხოლოდ ეფემერული და არამდგრადი მშვიდობა შეიძლება დამყარდეს. 1919 წლის 28 ივნისის ვერსალის ხელშეკრულებაში უკვე იყო მეორე მსოფლიო ომის თესლი ჩადებული, 1945 წლის თებერვლის იალტის შეთანხმებამ ვერ უზრუნველყო მსოფლიოს სტაბილურობა, მან წარმოქმნა ცივი ომი და ამასწინანდელი შეჭრა უკრაინაში. ამ მხრივ, საშუალო ან გრძელი ვადით თუ შევხედავთ, ცუდ ზავს არასდროს ჰყავს გამარჯვებული, ასეთ დროს ყველა დამარცხებულია.

ვერ ავაფრენთ თვითმფრინავს მიზიდულობის კანონის გაუთვალისწინებლად. ადამიანთა ურთიერთობებში მოქმედება იმ კანონების გაუთვალისწინებლად, რომლებიც მათ მართავს, არის დრამატული შედეგების მომტანი ამაოება ან დაუდევრობა. ადამიანის მოქმედების მთავარი თვისება თავმდაბლობა უნდა იყოს, რადგან ამგვარი მოქმედება სამყაროს კანონს ექვემდებარება და აზრი მხოლოდ მასთან შესაბამისობაში აქვს. სამყაროს წესრიგის საფუძვლები ჩვენ აღგვემატება, ისინი იმ ყოველივეს მიღმაა, რასაც ჩვენ სიკეთესა და ბოროტებას ვუძახით, ისეც ხდება ხოლმე, რომ მათი საშუალებით სამყაროები ნადგურდება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მათ ჰარმონია, ანუ მშვიდობა ქმნის. მეომარი, რომელიც ხმალს ატარებს, შეიძლება მოკვდეს ან სხვას წაართვას სიცოცხლე, მაგრამ ამისთვის სამყაროსთან შესაბამისობაში არსებულ მოძრაობებს იყენებს, ის მონაწილეობს, როგორც კოსმოსის გაწონასწორებული პლანეტები და ვარსკვლავები. ეს წონასწორობა მისთვის ერთ ბრუნში, ასპირაციასა და სწორ მომენტში (ავასე) იყრის თავს.

ყველა ადამიანი დედამიწის შვილია, მაშასადამე ყველა კონფლიქტი ძმათამკვლელია. ნაციათა თანაცხოვრებაში მშვიდობა ვერ დამყარდება ხალხების ნების გარეშე, ჰარმონიზება მოახდინონ სამყაროს მოძრაობასთან. მხოლოდ ასეთი მშვიდობა შეიძლება იყოს მდგრადი და ხანგრძლივი, იმიტომ რომ ის წმინდა განზომილებიდან ამოდის, შეიძლება სწორედ ესაა სააღდგომო მშვიდობა.

დედამიწაზე მცხოვრები ხალხები იარაღს აგროვებენ, იმიტომ რომ განუწყვეტლივ პოულობენ მოწინააღმდეგეებს, ამ გზას ერთადერთი ბოლო აქვს – ქაოსი. სამხედრო ძალას არ შეუძლია ნამდვილ მშვიდობამდე მიიყვანოს საქმე, ეს მხოლოდ საომარი განწყობის მიტოვებას შეუძლია ეს. ოსტატი უეშიბა ამბობდა, გამარჯვება ნიშნავს დაამარცხო და გაანადგურო თავად ბრძოლის განწყობაო. მეომარი, რომელიც აიკიდოს გზას მიჰყვება, დასაწყისში არ იცის ეს, თუმცა ვარჯიშობს იმ მიზნით, რომ ერთ მშვენიერ დღეს ბრძოლის ამაოების სულისკვეთებას ჩასწვდეს და სწორედ მაშინ პოულობს ფორმულის si vis pacem para bellum ღრმა აზრს, რომელიც, როგორც წესი, ყველაზე ზედაპირული ფორმითაა ხოლმე გაგებულ-გააზრებული. სრული გამარჯვების მოპოვება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა არაა ბრძოლა და ესაა სწორედ მასაკაცუ აგაცუ კაცუ ჰაიაჰი.

არ გაიგოთ არასწორად ჩემი სიტყვები, ბრძოლის განწყობის მიტოვება იმ ძალადობის მიტოვებაა, რომელსაც უთანხმოება და უბედურება მოაქვს, განადგურების, სიძულვილისა და შურისძიების წრიდან გასვლაა, მშვიდობის ძალის პოვნა და მისი მოფრთხილებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს ბრძოლაზე უარის თქმას, როდესაც ეს უკანასკნელი გარდაუვალი ხდება.

ფილიპ ვოარინო,
აღდგომა, 2022 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/blablaikido/