Categories
სტატიები

შიჰო ნაგე – დაკარგული ნაბიჯი

აუცილებელია შიჰო ნაგე ურას მეორე ნაბიჯის გადადგმა, რათა ბრუნვით წარმოქმნილი ძალა ბოლომდე ავამუშაოთ.

მე ამ საიტზე 2017 წელს დავწერე ტექნიკური სტატია, რომელიც შიჰო ნაგე ურას გადაადგილებას ეძღვნებოდა და რომლის სათაურიცაა  “ჯო დორის მტკიცებულება“.

იქ ვცდილობდი მეჩვენებინა, რომ შიჰო ნაგე ურას ბოლო ნაბიჯი არ ისწავლება ამ ტექნიკის პედაგოგიურ ჩარჩოებში და რომ ეს წარმოადგებდა საფრთხეს, როდესაც შეტევები ოთხივე მიმართულებიდან მოდიოდა. ეს ანომალია ტორისგან სხვა რამესთან ერთად მოითხოვს, რომ მან შეცვალოს მოძრაობის ბოლოს სხეულის ბრუნვის მიმართულება, რაც ბუნებას ეწინააღმდეგება, ლოგიკურად გაუმართლებელია და, ამასთან, კარს უღებს შიჰო ნაგეს კონტრ-ტექნიკებს

მოგიწოდებთ, გადახედოთ ამ სტატიას, რომელიც საშუალებას მოგცემთ, უკეთ გაიგოთ, თუ რისი თქმა მინდა დღეს ამ სიტყვებით: შიჰო ნაგე ურასა და შიჰო ნაგე ომოტეს გადაადგილებები არ არის ორი სხვადასხვა რამ.

ერთადერთი ნამდვილი სხვაობა, რისი პოვნაც შეიძლება ერთი ილეთის ამ ორ ასპექტს შორის, გადაადგილების მარშრუტებია: შიჰო ნაგე ომოტე უჩი ფორმაა (ის უკეს შიდა მხარეს, მის წინ გადის), მაშინ როცა შიჰო ნაგე ურა სოტო ფორმაა (ის უკეს გარეთ, მის უკან გადის). მაგრამ ორივე შემთხვევაში ტორის სხეულის ბრუნვა თავისი ღერძის გარშემო იგივეა, ის მიმართულია უკნისაკენ, და ის მოითხოვს აუცილებლად ორ ნაბიჯს თითოეულ ფორმაში და არა ერთით ნაკლებს.

მაშასადამე, აუცილებელია შიჰო ნაგე ურას მეორე ნაბიჯის გადადგმა, რათა ბრუნვით წარმოქმნილი ძალა ბოლომდე მივიყვანოთ და ამითვე მივიდეთ სრული მოძრაობისაგან გარანტირებული უსაფრთხოების მდგომარეობამდე:

ლოგარითმული სპირალი, რომელშიც ვიღებთ უკეს ხელს და რომელიც მის ვარდნას იწვევს, ჩაიხვევა მიწისაკენ, ყველანი ვთქნხმდებით ამაზე, და არა „პირადაპირ, ჩვენ წინ“: უკეს ქუსლების საპირისპირო მიმართულებით, შეკუმშვის დინამიკაში, რომელსაც ამ უკანასკნელის კეფა მიწისკენ მიაქვს და მის თეძოებს უკან და ქვევით ექაჩება, ის ამით მას წინისკენ ვარდნით სიტუაციიდან გამოძვრომის ყოველნაირ შესაძლებლობას უსპობს.

კარგად უნდა გვესმოდეს, რომ სპირალის ეს მიმართულება არ არის ინდივიდის მეტ-ნაკლებად შემთხვევითი „არჩევანი“, ესაა ტორის სხეულის საწყისი ბრუნვისაგან ამოქმედებული ფიზიკის კანონების შედეგი. შიჰო ნაგეს გადაადგილების მეორე ნაბიჯი თავადაა ამ დინამიკური ერთიანობის ნაწილი და იგივე მათემატიკური მიზეზები წარმოქმის ამ საჭიროებას.

სინამდვილეში არ არსებობს შესაძლებელი მტვრევა-გდება სწორად შესრულებული შიჰო ნაგეს დროს, არც წინისკენ და არც უკნისკენ, სინამდვილეში უკეს სხეული მხოლოდ და მხოლოდ თითქოს თავის თავსვე ჩამოემხობა და მიწას ყველაზე ცუდ მდგომარეობაში და მთელი ძალით ეჯახება. თუ მოძრაობა საბრძოლო სახითა და მთელი ძალით სრულდება, ამ გდების შემდეგ წამოდგომა შეუძლებელია. ამ საშიშროებაში ვხედავ მიზეზს, რომელმაც სათავე დაუდო შიჰო ნაგე ურას ამ მეორე ნაბიჯის გამოტოვებას სწავლების დროს, რათა უკესთვის ილეთის შერბილების საშუალება მიგვეცა წინისკენ ან უკნისკენ ვარდნის საშუალებით. მაგრამ ამის შემდეგ, რაკიღა ის არ ისწავლებოდა, მისი ცოდნაც დაიკარგა.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკა არ არის ნაჩვენები, დავუმატებ, რომ ამავე მიზეზით არ ისწავლებოდა მეორე ნაბიჯი შიჰო ნაგე ომოტეს შემთხვევაშიც. ცალკე ტექნიკურ სტატიას მივუძღვნი ამის დაწვრილებით ასახსნელად.

დაბოლოს, შიჰო ნაგე ომოტე, ისევე როგორც შიჰო ნაგე ურა, დღეს სრულდება აიკიდოში შუა გზაში გაჩერებული ბრუნვით და ერთნაბიჯიანი გადაადგილებით, ნაცვლად ორნაბიჯიანისა, რასაც, როგორც წესი, ირიმი-ტენკანის პრინციპი მოითხოვს. ბრუნის ერთი მეოთხედი და ერთი ნაბიჯი დაიკარგა ამ ილეთის ორივე ფორმის შესრულებისას…

ილიპ ვოარინო
26 აპრილი, 2022 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/shiho-nage-le-pas-perdu/

Categories
სტატიები

ჯუსან ნო ჯო – საიტო სენსეის აღიარება

ივამაში, როდესაც ჯუსან ნო ჯოს სწავლებას იწყებდა, საიტო სენსეი ზოგჯერ სიტყვას წარმოთქვამდა mea culpa-ს ფორმით.

აი კატა 13-ის (ჯუსან ნო ჯოს) კლასიკური დასასრული.

სავარჯიშო ისე, როგორც ამ ვიდეოშია შემოთავაზებული, მართლაც წარმოაჩენს საიტო სენსეის მიერ შემუშავებული სწავლების მეთოდის არაჩვეულებრივ კლასიკურობას.

ივამაში, როდესაც ჯუსან ნო ჯოს სწავლებას იწყებდა, საიტო სენსეი ზოგჯერ წარმოთქვამდა სიტყვას mea culpa-ს ფორმით:

უპირველესად, ითხოვდა ეპატიებინათ მისთვის ის, რომ მან მხოლოდ ნაწილი დაიხსომა ო-სენსეისგან ნაანდერძევი სავარჯიშოდან, რომელიც სინამდვილეში ბევრად უფრო გრძელი იყო. დამსწრე უჩიდეშების წინაშე გამოთქვამდა სინანულს, რომ ის დავიწყებული ნაწილი ახლა უკვე სამუდამოდ იყო დაკარგული, რადგან სხვას არავის შეეძლო ამის ჩვენება.

გვიხსნიდა, რომ სწორედ მან წარმოიდგინა, რომ ტორის წინ მდგომი მოწინააღმდეგე მხოლოდ ჩოკუ ცკიებით შეუტევდა ნაცვლად შეტევის ყველა სხვა ფორმებისა. ამ მონო-მჩხვლეტ და მონოტონურ მოწინააღმდეგეს ერთადერთი ფუნქცია ექნებოდა – შეტევის ხაზის მატერიალიზება, რათა საშუალება მიეცა ტორისთვის, უფრო ადვილად დაეხსომებინა კატა ამგვარად მოწოდებული „მინიშნებების“ წყალობით.

ბოლოს საიტო სენსეიმ გაგვანდო, რომ ეს მათოდი მან თავისთვის შეიმუშავა და რომ სწორედ ამ ხრიკის წყალობით მოახერხა ო-სენსეის მიერ შესრულებული მოძრაობების დახსომება, თუნცა ეს, სამწუხაროდ, არასრული ყოფილიყო. ამთავრებდა იმ სიტყვებით, რომ უჩი ჯოს ერთადერთი როლი და მოვალეობა ჰქონდა, დახმარებოდა პარტნიორს კატის მოძრაობების დახსომებაში.

ეს სიტყვები ნათლად განმარტავს, თუ რატომ  არ შეიძლება იყოს საბრძოლო რეალობა იმ პედაგოგიურ ინსტრუმენტში, რომელსაც ჯუსან ნო ჯო ეწოდება და რომ თუკი საბრძოლო რეალობა არსებობს, ის სწავლის სხვა დონეზეა საძიებელი.

უპირველესად, ამით უნდა მივხვდეთ, რომ აიკიდო ჯერ კიდევ არ არის სწავლების ამგვარ კლასიკურ სავარჯიშოში, რომ აიკიდო ვერ მოთავსდება წრფივ ფორმებში, რომლებიც ჯერ კიდევ მხოლოდ ელემენტარული მასალის სწავლისთვისაა და სხვა არაფრისთვის.

დაბოლოს, ამან უნდა მიგვიყვანოს იმ აზრამდე, რომ აიკიდოს არ ახასიათებს დუალობა, რომელსაც მცდარად მიაწერენ, როდესაც მასში მხოლოდ პასუხს ხედავენ შეტევაზე და თავდაცვას აგრესიის წინააღმდეგ. ამ უკანასკნელ პუნქტს კიდევ დავუნრუნდები მომდევნო სტატიაში, რადგან ვფიქრობ, რომ მას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ილიპ ვორინო
12 აპრილი, 2022 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/jusan-no-jo-laveu-de-maitre-saito/

Categories
სტატიები

ჰასო გაეში უჩი – მოძებნეთ შეცდომა

ჩემი პირველი რეფლექსი ის გახლდათ, რომ მინდოდა ეს ვიდეო სანაგვეზე გადამეგდო და ახალი ჩამეწერა, რომელიც ჰასო გაეშის ჭეშმარიტებას დაექვემდებარებოდა.

კვლევას ზოგჯერ მოულოდნელობები ახლავს თან.

ეს ვიდეო ავარჩიე ჰასო გაეშის მოძრაობის საილუსტრაციოდ, მერე კი გრძელი განმარტებაც შევადგინე.

კომენტარის დასასრულს რომ მივაღწიე, კიდევ ერთხელ გადავხედე ვიდეოს და შევამჩნიე, რომ ის, რაც ავხსენი და ვიდეო ორი სხვადასხვა რამე იყო.

ამასთან, ის, რაც აღვწერე, სრულიად სწორი იყო, ამიტომაც მივხვდი, რომ ვიდეო იყო არასწორი და, მიუხედავად ამისა, ვერ დავინახე, რითი იყო არასწორი, ვიდრე განმარტებას არ დავურთე.

ვფიქრობ, რომ ამგვარი პროცესს მეანობა ჰქვია: ცოდნა ადამიანშია, მაგრამ საჭიროა, რომ მან ის მშობიარობით შვას. სწავლა და გამეორება აუცილებელია, მაგრამ არ კმარა იმისათვის, რომ გამოჩნდეს ჭეშმარიტება, საჭიროა ნაბიჯის გადადმა ცოდნისაკენ, რადგან ცოდნა ქალია და მას სხვაგვარად ვერ მიუახლოვდები.

ჩემი პირველი რეფლექსი ის გახლდათ, რომ მინდოდა ეს ვიდეო სანაგვეზე გადამეგდო და ახალი ჩამეწერა, რომელიც ჰასო გაეშის ჭეშმარიტებას დაექვემდაბარობოდა (რასაც მომავალში გავაკეთებ, იმედი მაქვს). მაგრამ გადავიფიქრე და ამ ვიდეოს გადაგდების ნაცვლად მას ვაქვეყნებ, რათა ის განხდარიყო ნიშნული სხვა ნიშნულებს შორის ამ საიტზე, რომელიც საშუალებას მოგვცემდა, გაგვეგო, თუ როგორ სწორდება შეცდომები და როგორ აიგება ცოდნა.

დადგება დრო და დავუბრუდები ან უცნაურ ტექნიკურ სტატიას. იქამდე კი, დაე, დარჩეს რებუსად და გააჩინოს შეკითხვები.

ფილიპ ვოარინო
5 აპრილი 2022

წყარო https://www.aikidotakemusu.org/hasso-gaeshi-uchi-cherchez-lerreur/

Categories
სტატიები

ჰასო გაეში უჩი

ის, რაც კეთდება კატაში, არ შეესაბამება სიტუაციის რეალობას, მეთოდი ამ ფარული განზომილებისკენ მიმავალ გზაზე გვაყენებს.

წინა ტექნიკურ სტატიაში განმარტებულია, რომ აიკიდოს კატები არ უნდა მივიღოთ ‘პირდაპირი გაგებით’ და რომ ესენი მესიჯებია, რომლებიც თავის თავში ფარულ ჭეშმარიტებას მოიცავს. ამ ჭეშმარიტების კი მიგნება სჭირდება.

კატა 13-ის (ჯუსან ნო ჯო) მეხუთე და მეექვსე დარტყმები, რომლებიც ამ ვიდეოშია ნაჩვენები, ინფორმაციას გვაწვდის ამ მიმართულებით.

მართლაც, უნდა დავინახოთ, რომ მოწაფეს, როდესაც ის მარტო, თავისთვის იმეორებს კატის მოძრაობებს, ამ დარტყმების შესრულება სწორ ხაზზე მოეთხოვება (მონაკვეთი 1-4 წინისაკენ, მონაკვეთი 5-6 კი უკნისაკენ).

თუმცა, მას შემდეგ, რაც ერთ პარტნიორთან ერთად შესრულდება, მონაკვეთი 5-6 აღარაა მიმართული უკანა მხარეს, არამედ მოწინააღმდეგისაკენ, რომელიც ჩვენგან მარჯვნივ, 90°-ით დგას:

ცნობისმოყვარეობით უნდა შევხედოთ ამგვარ მოდიფიკაციას. აქ მართლაც არის პირველი მინიშნება, რომ ის, რაც კატაში კეთდება, არ შეესაბამება სიტუაციის რეალობას. ეს ამბავი, ცოტას თუ გავიჭირვებთ და დავფიქრდებით, შემდეგ რამეს ნიშნავს: „ყურადღება! წრფივად შესრულებული კატა აუცილებელი მოძრაობების ათვისებისათვის საჭირო სწავლებაა, თუმცა მოძრაობის სისწორე ჯერ კიდევ არ ჩანს ამ ფორმალურ სავარჯიშოში, ეს სისწორე სხვა განზომილებაში უნდა ვეძიოთ“.

ამ მოცემულ შემთხვევაში თავად მეთოდი იძლევა ამ ძვირფას ინფორმაციას, თავად მეთოდი გვაყენებს ამ სხვა განზომილებისკენ მიმავალ გზაზე, რომელიც კატის მარტივ მოძრაობებშია დაფარული.

ამ მოდიფიკაციაში, ცხადია, ყველაფერი არ არის წარმოჩენილი და მომდევნო ტექნიკურ სტატიაში დავინახავთ, რომ ყველაფერი უფრო რთულიადაა, ვიდრე მიმართულების კუთხის მარტივად, à 90°-ით შეცვლა, მაგრამ ის მაინც უნდა დავინახოთ ნათლად, რომ არ უნდა გავჩერდეთ დასაწყისში შემოთავაზებული მოძრაობების გარეგულ მხარეზე და რომ არსებობს უფრო ღრმა ჭეშმარიტება, რომელსაც მიგნება და გააზრება სჭირდება.

აიკიდოს შესწავლის გრძელ გზაზე რამდენიმე მინიშნებაა დატოვებული აქა-იქ, რათა ჩვენ საშუალება გვქონდეს, მივაკვლიოთ მეთოდის წიაღში დამალული რეალობისაკენ მიმავალ ძაფს. მნიშვნელოვანია მათი პოვნა და მათგან შესაფერისი სწავლების მიღება.

ფილიპ ვოარინო
27 მარტი, 2022 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/hasso-gaeshi-uchi/

Categories
სტატიები

ჯუსან ნო ჯო – დაშიფრული მესიჯი

ჯუსან ნო ჯოს დასაწყისის ოთხი მარტივი დარტყმა, მაგრამ ამჯერად რამდენიმე მოწინააღმდეგის შეტევების რეალობაში განფენილი.

აიკიდოში შეცდომისა და აღრევის ასეთი წყარო არსებობს: ჰგონიათ, რომ კენისა და ჯოს კატები როგორც სრულდება დარბაზში, ასევე სრულდება ისინი რეალური ბრძოლის დროსაც. არადა ამ სულისკვეთებით არ არის ისინი შექმნილ-ჩაფიქრებული.

აიკიდოს კატები იმ ბოთლს ჰგავს, რომელშიც ჯერ წერილს დებენ და მერე ზღვაში ისვრიან, იმ იმედით, რომ წერილი შეინახება და მას ოდესმე ვინმე წაიკითხავს, ის, ვინც მას იპოვის.

აიკიდოს კატები წერილებია, ოღონდ დაშიფრული წერილები. ისინი თავის თავში მოიცავს ჭეშმარიტებას, მაგრამ ეს ჭეშმარიტება არ გახლავთ ხილული, ისინი დაფარულია შეგნებულად და, შეიძლება ითქვას, გენიალურადაც კი. გენიალურად, იმიტომ რომ ნამდვილად საგმირო საქმეა რთული ჭეშმარიტების ჩატევა და მოთავსება სრულიად მარტივ სტრუქტურაში.

კატის მარტივი მოძრაობები იოლი სასწავლი და იოლი გასამეორებელია. სიმართლე, რომელიც ამ სიმარტივეში იმალება, ასევე მარტივად გადასაცემია სხვისთვის, თვით იმათ მიერაც კი – და უდიდესი უმრავლესობის შემთხვევაშიც ასეც არის – ვინც ამ სიმართლეს ვერ ხედავს. სწორედ ასე შეიძლება ტრადიციული სწავლების გადარჩენა დავიწყებისაგან და მისი დაცვა-შენარჩუნება და გადაცემა მომავალი თაობებისათვის, მაშინაც კი, როცა თავად გადამცემს არ ესმის, რას გადასცემს სინამდვილეში. აი ამიტომ არ უნდა შეიცვალოს არაფერი სწავლების მეთოდში, მაშინაც კი, როცა მისი საფუძველი არ გვესმის.

კატა 13-ის (ჯუსან ნო ჯოს) პირველი ოთხი მარტივი მოძრაობა სრულდება ერთსა და იმავე პარტნიორთან, რომელიც გვიტევს და გვიტევს ხელახლა, მაშინ როცა ყოველ ჯერზე სულ მას ხვდება. ამ უცნაურმა სიტუაციამ უნდა დააფიქროს ადამიანი, თავისთავად ცხადია, რომ რეალობაში ასე ვერ იქნება. იმისათვის, რომ ერთ, „უკვდავ“ მოწინააღმდეგესთან და თან ერთ სწორ ხაზზე შესრულებულმა ამ მარტივმა მოძრაოებმა აზრი და ინტერესი შეიძინოს, უნდა გვესმოდეს, რომ ისინი აუცილებლად მალავენ უფრო ღრმა ცოდნას, სხვადასხვა მხრიდან წამოსულ რამდენიმე მოწინააღმდეგეებთან ერთად.

ეს სწავლება არის ენიგმა, თუმცა ის არ მოითხოვს ალან ტურინგის გენიას იმისათვის, რომ გაიშიფროს და თითოეულს შეუძლია იპოვოს ის ძაფი, რომელიც კატის მოძრაობების სიმარტივეზეა დახვეული. მაგრამ ამ დახვეული ძაფის გამოსაშლელად მთელ მის სირთულესა და სიმართლეში, არსებობს გარკვეული პირობები: ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ აიკიდოს ბაზები, შეგვეძლოს ლოგიკის მოხმობა და მცირეოდენი თავმდაბლობაც არ გვაწყენდა, რასაკვირველია.

ვიდეოში ნაჩვენებია ჯუსან ნო ჯოს საწყისი მარტივი დარტყმები, მაგრამ ამჯერად გაშლილი რეალობის ოთხი მიმართულებით, ისე, რომ ეს დარტყმები რამდენიმე მოწინააღმდეგის მიერ წარმოებული შეტევების 360°-ს მოიცავს და არ რჩება სწორ ხაზზე ერთ მეტოქესთან მიმართებაში.

ფილიპ ვოარინო
20 მარტი, 2022

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/jusan-no-jo-message-chiffre/

Categories
სტატიები

ჯუსან ნო ჯო – ყელის გამოჭრა

ცკის შემდეგ მოძრაობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გამოვიღოთ მჭრელი პირი მოწინააღმდეგის სხეულიდან არის ის, რომელიც მეორე მოწინააღმედეგს გამოსჭრის ყელს.

აიკიდოს ჯო არის შუბი, რომელსაც ორივე ბოლოში წვეტიანი მჭრელი პირი უკეთია.

ჯუსან ნო ჯოს პირველი თვლა არის ცკი.

ამასთან, როდესაც მჭრელი პირი ამგვარად შედის მოწინააღმდეგის სხეულში, ის ამით ვერგამოყენებადი ხდება და ბრძოლის გასაგრძელებლად ერთადერთი საშუალებაღა არსებობს – უკან უნდა გამოვიღოთ ის. მაგრამ ამისთვის საჭირო დრო დაკარგულია ბრძოლისათვის და ამ მომენტში დაუცველები და მოწყვლადები ვხდებით.

ეს სისუსტე არ არსებობს აიკი-ჯოში. ორი პირის არსებობა და აიკიდოს როტაციული შესვლის პრინციპი მართლაც გარდაქმნის იარაღის ერთი ბოლოს გამოღების ამ მომენტს მეორე ბოლოთი შეტევად.

ეს სწორია ყოველთვის, ნებისმიერ შემთხვევაში, აიკიდოს ჯო ხრახნის ფრთასავითაა, რომელიც გაუჩერებლად ურტყამს მოქმედების მთელი დროის განმავლობაში (იხ. სტატია „ხრახნის ფრთა და შუბი“). მკვდარი, უმოქმედო თვლა არასდროსაა, არასდროსაა მომენტი, როცა არ ვუტევთ, არასდროსაა მოძრაობა, რომელიც სრულდება მხოლოდ მომავალი შეტევის მოსამზადებლად. თავისთავად, აზრი, რომ საჭიროა შეტევის მომზადება, როგორიც არ უნდა იყოს ის, არის ის ღიად დატოვებული ადგილი, სადაც შეიძლება შემოიჭრეს მოწინააღმდეგე, ცხადია, იმ შემთხვევაში, თუკი ის საკმარისად მოხერხებულია საიმისოდ, რომ ამ განზრახვასა და ამ მომენტს ჩაავლოს.

ესაა შინაარსი ოთხი მიმართულებით შესრულებისას, იმ სავარჯიშოსი, რომელსაც ჯუსან ნო ჯოს დასაწყისში ერთი მიმართულებით ვაკეთებთ.

ყოველი მოქმედება გასაოცარი სიზუსტითაა დაკავშირებული წინამავალთან, ისევე როგორც მომდევნოსთან, ყველაფერი თავის ადგილასაა და აუცილებელია, რომ უფრო ფართო ერთიანობაში დავინახოთ ისინი. აიკიდოს ყველა მოძრაობა აწყობილია ისეთ ჰარმონიაში, როგორიც ბუნებრივი მოქმედების ნიშანთვისებას წარმოადგენს. და შეუძლებელია ამ ბუნებრივი მოძრაობის შემოკლება, რადგან მისი ლოგიკა, რომელიც არ შეუქმნია ადამიანს, უზადოა ამ სამყაროში.

იმისათვის, რომ ამა თუ იმ ტექნიკამ კიდევ უფრო მეტი ეფექტი მოიტანოს, ის უნდა იყოს უფრო ზომიერი, ვიდრე ამ ბუნევრივი მოქმედების გეგმა, რადგან შეუძლებელია იმ იძულებათა წყალობით, რომლებიც ადამიანს სხეულს ახასიათებს, ამ ფიზიკური საზღვრის მიღმა გადავიდეთ.

ფილიპ ვოარინო
13 მარტი, 2022

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/jusan-no-jo-trancher-la-gorge/

Categories
სტატიები

ჯუსან ნო ჯო – ოტონაში ნო ჯო

ჯუსან ნო ჯოს (ჯოს 13 მოძრაობიანი კატა) პირველ მონაკვეთში ოთხი თვლა არის, თუმცა, სინამდვილეში თვლა ხუთია, დარტყმა ჯოზე.

ჯუსან ნო ჯოს (ჯოს 13 მოძრაობიანი კატა) პირველ მონაკვეთში ოთხი თვლა არის, თუმცა სინამდვილეში დარტყმა ხუთია.

მართლაც, მე-3 და მე-4 თვლის ფინალურ ცკის შორის ჯდება კიდევ ერთი მოძრაობა – დარტყმა ჯოზე, რაც არ შედის 13 დარტყმის თვლაში, მაგრამ ძალიანაც რეალურია:

საერთო მოძრაობის მიმართულების ეს საპირისპირო დარტყმა პარადოქსულია, ის უადგილო და ზედმეტი ჩანს სავარჯიშოში, თან იმ ფორმაში, რომელიც ერთი მეტოქის საწინააღმდეგოდაა შემოთავაზებული. ამიტომაც ზოგიერთმა სენსეიმ ეს თვლა ამოიღო თავისი სწავლებიდან. აქ ეგოს გამოვლინება ხდება მთავარი, რადგან არ იციან, აქ რა ხდება და ამიტომაც ასკვნიან, რომ არც არაფერია საცოდნელი.

სხვა მასწავლებლები, რომელთაც სურთ ერთგულნი დარჩნენ საიტო სენსეისა, ასწავლიან ამ დარტყმას. მაგრამ, რაკი არც მათ ესმით მისი საჭიროება, ისინი მას გვერდულ დარტყმად გარდაქმნიან მოწინააღმდეგის ჯოზე, დარტყმად, რომლის მიზანით, მათი აზრით, ჯოს გვერდზე გადაგდებაა, რათა მერე საშუალება მიეცეთ მომდევნო ცკი დაარტყან.

აქ ერთი შეცდომაა, რომლის თავიდან აცილებაც მარტივი ლოგიკით შეიძლება. მართლაც, თვლა, რომელიც წინ უსწრებს ამ დარტყმას, ანუ მე-3 თვლა, ძლიერი დარტყმაა ქვევიდან ზევით უჩის ხელში (ყოველ შემთხვევაში, მეთოდის მიხედვით). თუ უჩის ამგვარად მოხვდება, ხელის მტევანი დაემსხვრევა და ჯოს ნამდვილად გაუშვებს. ამიტომც სრული უაზრობაა მომდევნო დარტყმით გავაწევინოთ ჯო, რომელიც ვეღარ შეგვიშლის ხელს, რადგან რეალურად, ის იქ უკვე აღარ იქნება.

ეს მხოლოდ და მხოლოდ სავარჯიშოს სასწავლო ლოგიკაა, მაგრამ უფრო სიღრმისეულად, აიკიდოს ერთი ოქროს წესი არსებობს: ოტონაში ნო კენი ანდა ოტონაში ნო ჯო. ეს ჩუმ, უხმაურო კენსა და ჯოს ნიშნავს, ეს კი, თავისთავად, ნიშნავს, რომ არასდროს ვიბრძვით მეტოქის კენისა თუ ჯოს წინააღმდეგ, არასდროს ვბლოკავთ მის იარაღს, არ ვაწევინებთ მას გვერდზე, უბრალოდ, არ ვეხებით მას. ტორის იარაღის სამიზნე სხვა არაფერია, თუ არა უჩის სხეულის ნაწილები და არასდროს მისი იარაღი. ის ამბავი, რომ შეგვიძლია თავი დავიცვათ იარაღისაგან, ან გვერდზე გადავუგდოთ ის მეტოქეს და ამის შემდეგ ვუპასუხოთ მის შეტევას, უცხოა აიკიდოსთვის. აიკიდოში არის მხოლოდ ირიმი და ირიმი მოწინააღმდეგის შეტევაში შესვლაა და არა შესვლა ამ შეტევის შემდეგ. სავარჯიშო, ვარჯიში, ცხადია, მოითხოვს, რომ სხეულის ნაცვლად იარაღზე დავარტყათ და სწორედ ამას შეუძლია გამოიწვიოს დაბნეულობა და გაუგებრობა. გონებაში უნდა გვქონდეს ის, რომ მოკრივემ, რომელიც ვარჯიშის დროს ჩამოკიდებულ ტომარას ურტყამს, კარგად იცის, რომ ეს მისი ნამდვილი სამიზნე არ არის.

მე უკვე განვმარტე ეს კლასიკური შეცდომა 2018 წელს სტატიაში, სახელად „ჯუსან ნო ჯო: სამხილის განადგურება“. უფრო შევავსე ჩემი სათქმელი 2020 წელს სტატიაში, სახელად „ჯუსან ნო ჯო: შესრულება“, სადაც ავხსენი, რომ მხოლოდ ოთხი მიმართულებით შესრულებული პრაქტიკა გვაძლევს საშუალებას, გავიგოთ მე-3 და მე-4 თვლებს შორის ჯოზე ამ დარტყმის მიზეზი.

ახლა 2022 წელია და არ მგონია, უსარგებლო იყოს, კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ ჯუსან ნო კატის ამ პრობლემას, რადგან ის არაჩვეულებრივი ილუსტრაციაა პრინციპისა, რომელიც ღაღადებს – შეუძლებელია, გადაწყვიტო პრობლემა ცოდნის იმ დონიდან გამომდინარე, რომელმაც ის შექმნა. მართლაც, შეუძლებელია, იპოვო მეთოდის ფარგლებში იმ პრობლემის ახსნა, რომელიც ერთი შეხედვით სრულიად არალოგიკური ჩანს. უნდა იპოვო ლიგიკა, გამოხვიდე მეთოდიდან და გაარკვიო, რა ხდება ერთ მოწინააღმდეგესთან ერთ ხაზზე შესრულებული სავარჯიშოების მიღმა. მხოლოდ ოთხი მიმართულებით შესრულებული პრაქტიკა გვაძლევს საშუალებას, გავიგოთ მეთოდში არსებული გარკვეული მოქმედებები, იმიტომ რომ პრაქტიკა ოთხი მიმართულებით არ ეკუთვნის მეთოდის სფეროს.

შეიძლება არ იყოს უსარგებლო იმის გამეორებაც, რასაც ორი წლის წინ ვწერდი:

კუმიჯოს (ან კუმიტაჩის) თითოეული თვლა ახალ მოწინააღმდეგეზე შესრულებული თითო დარყმას შეესაბამება: რეალობაში არ ვურტყამთ ორჯერ ზედიზედ ერთსა და იმავე მეტოქეს, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ამის აუცილებლობა არ არსებობს და უფრო კი იმიტომ, რომ დრო არ არის ამისთვის იმ კონტექსტში, როდესაც ერთდროულად და სხვადასხვა მხრიდან მოდის შეტევები რამდენიმე მოწინააღმდეგისგან.

ფილიპ ვოარინო
7 მარტი, 2022

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/jusan-no-jo-otonashi-no-jo/

Categories
სტატიები

უკრაინა ნო ჯო

ისტორიის ამ მომენტში მე ეს ვიდეო ამოვარჩიე ჩემს მეგობართან, პაატა ჯავახიშვილთან ერთად, რომელსაც, ვიცი, როგორ უყვარს თავისი სამშობლო.

დღეს ტექნიკა არ იქნება.

დღეს 2022 წლის 27 თებერვალია და უკვე სამი დღეა, ერთ გამხეცებული ადამიანი, რომელსაც სხვისი სიცოცხლე არ ადარდებს, მათ შორის არც ქალებისა და ბავშვების, დაპყრობითი ომი წამოიწყო დამოუკიდებელი ქვეყნის მიმართ, რომელიც არანაირად არ ემუქრებოდა რუსეთს.

უკრაინელ ხალხს თავს დაატყდა ცეცხლის წვიმა, რომელიც აპოკალიფსის ამ ადამიანის ნება-სურვილით დაიწყო.

სხვა ქვეყნები შეიძლებოდა მოჰყოლოდა ურკრაინას დასაპყრობთა სიაში, რომელიც კაცობრიობის სიბნელისდროინდელი ძალაუფლების წყურვილითაა შედგენილი, თავში მიტრიალებს საქართველო, თავში მიტრიალებს მოლდოვა.

ისტორიის ამ მომენტში მე ამოვარჩიე ეს ვიდეო ჩემს მეგობართან, პაატა ჯავახიშვილთან ერთად, რომელსაც ვიცი, როგორ უყვარს თავისი სამშობლო, რათა მშვიდობიან წარსულში გადაღებული ეს სურათები იყოს ნიშანი სხვა ნიშნებს შორის, რომ ფრანგებს კი აქვთ არაერთი ნაკლი, მაგრამ ისინი გულგრილნი არ არიან თავისუფლების მიმართ მთელ მსოფლიოში.

ფილიპ ვოარინო
27 თებერვალი, 2022 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/ukraine-no-jo/

Categories
სტატიები

ჰასო გაეში – მე-3 შეცდომა, რომელიც უნდა ავიცილოთ

მოძრაობის ფინალური ფაზაში ჯო უნდა ავიდეს თავის მარჯვენა მხარემდე, თანაც უნდა ავიდეს ტრიალით, რომლის ღერძიც ვერტიკალურია.

წინა სტატიაში (ჰასო გაეში: ორი შეცდომა) ვიხილეთ, რომ ბრუნვით მოძრაობაში აუცილებელია, რომ დარტყმის მომენტში, სამიზნეთან შეხებისას, მარცხენა ხელი ზევიდან უნდა აწვებოდეს ჯოს. ეს უპირველესი მნიშვნელობის პუნქტია.თუმცა ასევე აუცილებელია, რომ მაშინვე  შევწყვიტოთ ყოველგვარი დაწოლა, როგორც კი დარტყმის მომენტი გასულია. რადგან მოძრაობის ფინალურ ფაზაში ჯო უნდა ავიდეს თავის მარჯვენა მხარემდე, თანაც უნდა ავიდეს ტრიალით, რომლის ღერძიც ვერტიკალურია:

ამ მომენტში ჯოსთვის ეს ერთადერთი შესაძლებელი გზაა. მართლაც, დარტყმის შემდეგ ზევიდან დაწოლის გაგრძელება ჯოს ხელს შეუშლიდა ვერტიკალურად ასვლაში და დამატებითი კუთხე, რომელიც ამ ბრუნვისგან გაჩნდებოდა, ჯოს უკანა ბოლოს თავთან სახიფათო სიახლოვეში გაატარებდა: როდესაც ჰასო გაეშის ფინალური ბრუნვა არ არის ვერტიკალური, თავი ჯოს ტრიალის სივრცეში აღმოჩნდება და დიდი რისკია, რომ მოვირტყათ საკუთარი იარაღი. როდესაც გავიხსენებთ, რომ აიკიდოს ჯო სინამდვილეში მოკლე შუბია, რომელსაც ორივე ბოლოში წვეტიანი ორლესული დანის პირი აქვს, შედეგებიც ადვილი წარმოსადგენია.

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/hasso-gaeshi-3eme-erreur/

Categories
სტატიები

ჰასო გაეში – ორი შეცდომა

არსებობს ორი კლასიკური შეცდომა ჰასო გაეშის მოძრაობის დროს. ჯო კანონების დაცვით უნდა გამოვიყენოთ.

არსებობს ორი შეცდომა ჰასო გაეშის მოძრაობის დროს.

პირველი შეცდომა ჯოს თავიდანვე უკნისაკენ გამოწევაში მდგომარეობს, თითქოს ერთგვარად „ვამზადებთ“ მას მოძრაობისთვისო. ბრძოლის ველზე ეს დრო მთელი ფუფუნებაა, რომელიც შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუიჯდეს ადამიანს. ბრძოლისას დრო, რომელიც მოქმედების დაწყებამდე იარაღის „მომზადებას“ სჭირდება გამოყენებისათვის, არ არსებობს. ბრძოლა მყისიერებაში მდგომარეობს, იქ არაფერს ამზადებენ. ჯოს გამოწევა უკნისაკენ, რათა მერე დაარტყან, სახიფათო და უსარგებლო მოძრაობაა. რადგან სხეული, რომელიც ამგვარად გადის უკან, თითქოს იწვევს მოწინააღმდეგეს შემოსასვლელად, ზუსტად ისევე, როგორც წყალი იღვრება, როგორც კი ზღუდე ეხსნება. ეს ბუნების კანონია, ბუნებას თავზარს სცემს სიცარიელე. პუტინი თავის დივიზიებს სამხრეთით, უკრაინაში განალაგებს და კიევს უმიზნებს, ევროპამ კი თავისი ჯარები სამხრეთით, ლატვიაში, ესტონეთში, ფინეთში უნდა განალაგოს და მოსკოვს დაუმიზნოს, ესაა სტრატეგია, წონასწორობის სტრატეგია. გაშიშვლებული იარაღი მოძრაობს მხოლოდ დასარტყმელად, იარაღით დამუქრება სისუსტის ნიშანია, ეს დიდი საშიშროებაა, კარგი ხმალი ქარქაშში უნდა რჩებოდეს, მაგრამ თუკი ის იქიდან ამოდის, ეს მხოლოდ საჭრელად ხდება და არა სხვა რამისთვის. იარაღით არ ამზადებენ არაფერს, იარაღით მოქმედებენ, თავად დაცვაში დგომაც სისუსტეა, თუკი ეს უბრალოდ დგომი არაა, დაცვის გარეშე.

მაშასადამე, არ არსებობს დრო უკნისაკენ ჰასო გაეშის დასაწყისში და საიტო სენსეი ყოველთვის მკაფიოდ ასწავლიდა მყისიერ შებრუნებას მარჯვნისაკენ:

ოთხი მიმართულებით განხორციელებული პრაქტიკა განმარტავს ამ აუცილებლობის სიღრმისეულ მიზეზებს.

მეორე შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ ჯოს მარცხენა ხელით „წინ აგდებენ“ წაკვრით ჰასო გაეშის მოძრაობის მეორე ნაწილში. „ზენზენ დამეო“, ამბობდა ხოლმე საიტო სენსეი:

რადგან შეუძლებელია ეფექტურად დარტყმა, თუკი ხელს ვუშვებთ ჯოს სამიზნესთან შეხების მომენტში. შეხების ეს მომენტი მოითხოვს, რომ ჯოს გავლით მთელი სხეული მიაწვეს წინ მარცხენა ხელით:

სწორედ ამ დაწოლით გადაეცემა მარჯვენა თეძოდან მომავალი ბრუნვის ძალა ჯერ მარჯვენა ფეხს და ბოლოს მიწას. სწორედ მიწა ურტყამს მოწინააღმდეგეს, როდესაც მარცხენა ხელი შეკრულია ჯოზე. ჯოს „მოსროლა“ მარცხენა ხელით და მისი აფრენა თავის გვერდით, სიმაღლეზე, ქორეოგრაფიული მიზეზებით, ნიშნავს, რომ კავშირს ვკარგავთ მიწასთან და გვავიწყდება, რომ აიკიდოს ჯოხი არ არის პარადზე გამოსული გოგონების ჯოხი, რომელსაც ლამაზად ატრიალებენ და ისვრიან ჰაერში. ეს უკანასკნელნი არ არიან მეომრები და საკმარისია, რომ მათი ჯოხები ჰაეროვანი და მოხდენილი იყოს, განსხვავებით ჯოსაგან, რომელიც მოითხოვს, რომ ის მოვიხმაროთ, როგორც იარაღი.

არ უნდა ავურიოთ ერთმანეთში ის რაღაცეები, რასაც ერთმანეთთან კავშირი არა აქვს. ცხოვრების რომელი სფეროც არ უნდა იყოს ეს, ნებისმიერი მოძრაობა, რომელიც ჰარმონიის კანონებს ექვემდებარება, ლამაზია, იმიტომ რომ ის ნამდვილია და მას ლოგიკა აქვს. სიმახინჯე მომდინარეობს მოქმედებებისაგან, რომლებსაც სამყაროს პერმანენეტული ტრანსფორმაციის წარმმართველი კანონების არცოდნით ასრულებენ. ჯო ამ კანონების დაცვით უნდა ვიხმაროთ, აიკი-ჯოს პრაქტიკა საშუალებას გვაძლევს საუკეთესოდ გავიგოთ და გავიაზროთ ეს კანონები.

ფილიპ ვოარინო
13 თებერვალი, 2022 წელი

წყარო: https://www.aikidotakemusu.org/hasso-gaeshi-les-deux-erreurs/